იეჰოზაბადი
[შესაძლოა ნიშნავს: იეჰოვა აჯილდოებს].
1. ობედ-ედომის რვა ვაჟიდან მეორე; ობედ-ედომის ვაჟები საწმინდრის კარიბჭეების მცველებს შორის იყვნენ (1მტ. 26:1, 4, 5, 13, 15).
2. ბენიამინელი მეთაური, რომელსაც ემორჩილებოდა მეფე იეჰოშაფატის 180 000-ზე მეტი მებრძოლი (2მტ. 17:17, 18).
3. იუდას მეფის, იეჰოაშის მკვლელობის თანამზრახველი; მეფის მსახურებმა, იეჰოზაბადმა და იოზაქარმა, იმიტომ მოკლეს მეფე, რომ მან იეჰოიადას ვაჟი ზაქარია მოაკვლევინა. ეს მსახურები კი იეჰოაშის ვაჟმა და მემკვიდრემ, ამაციამ დახოცა. იეჰოზაბადი შომერისა და მოაბელი ქალის, შიმრითის ვაჟი იყო (2მფ. 12:20, 21; 2მტ. 24:20—22, 25—27; 25:1, 3).