მალუქი
[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს მეფობას ან მეფეს].
1. მერარელი ლევიანი; ლევიანი მგალობლის, ეთანის წინაპარი (1მტ. 6:44—47).
2. ერთ-ერთი მღვდელი, რომელიც თან ახლდა ზერუბაბელს, როცა იუდეველები ბაბილონის ტყვეობიდან ბრუნდებოდნენ (ნემ. 12:1, 2, 7).
3. ებრაელი კაცი, „ბანის ძეთაგან“, რომელსაც უცხოელი ცოლი ჰყავდა, მაგრამ ეზრამ გააშვებინა (ეზრ. 10:29, 44).
4. ებრაელი კაცი, „ხარიმის ძეთაგან“, რომელსაც უცხოელი ცოლი ჰყავდა, მაგრამ ეზრამ გააშვებინა (ეზრ. 10:31, 32, 44).
5. ერთ-ერთი მღვდელი ან მისი წინაპარი, ვინც ნეემიას დროს დადებულ „მტკიცე შეთანხმებას“ ბეჭედი დაასვა (ნემ. 9:38—10:4).
6. ერთ-ერთი ებრაელი, ხალხის თავკაცი, რომლის შთამომავალმაც (ან თავად მან) ბეჭედი დაასვა ნეემიას დროს დადებულ „მტკიცე შეთანხმებას“ (ნემ. 9:38; 10:1, 14, 27).
7. ამ სახელით მოხსენიებული სამღვდელო ოჯახი, რომლის წარმომადგენელიც მღვდელმთავარ იოიაკიმის, ეზრასა და გამგებელ ნეემიას დროს საგვარეულოს თავკაცი იყო (ნემ. 12:12, 14, 26).
მასორეტულ ტექსტში იმ ადგილას, სადაც გვხდება სახელი მალუქი, არშიაზე მიწერილია შენიშვნა, რომ ეს სიტყვა იკითხება როგორც მელიქუ. სახელის ეს ფორმა გვხვდება „ბიბლიური საზოგადოების გამოცემაშიც“. რაც შეეხება ბერძნულ სეპტუაგინტას, იქ წერია მალუქ, რაც ზოგი მეცნიერის აზრით, ამ სახელის პირვანდელი ფორმაა. ისინი ვარაუდობენ, რომ სიტყვის ბოლო ასო ი (ებრ. იოდ [י]) მომდევნო სიტყვის პირველი ასოა, რომელიც ტექსტის გადაწერისას შემთხვევით ორჯერ დაწერეს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.