საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მერაბი“
  • მერაბი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მერაბი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ადრიელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მიქალი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სავლე [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რატომ გაიქცა დავითი?
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მერაბი“

მერაბი

[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს გამრავლებას]

საულის უფროსი ქალიშვილი (1სმ. 14:49). როგორც ჩანს, საული თავისი ორი ასულიდან ერთ-ერთის მითხოვებას აპირებდა მისთვის, ვინც გოლიათს დაამარცხებდა (1სმ. 17:25). ალბათ ამიტომ შესთავაზა საულმა დავითს მერაბის ცოლად შერთვა. გოლიათზე გამარჯვების შემდეგ, დავითი ცნობილი გახდა, როგორც ფილისტიმელებთან მებრძოლი გონიერი და კარგი მეომარი. ამის გამო საულს ეშინოდა მისი, მთელ ისრაელსა და იუდას კი უყვარდა (1სმ. 18:15, 16). საული იმედოვნებდა რომ, თუ მერაბს დავითს მიათხოვებდა, დავითი კვლავ მის სამსახურში იქნებოდა, და თან გულში ფიქრობდა: „ჩემი ხელი ნუ იქნება მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს“. საულს იმედი ჰქონდა, რომ დავითი ბრძოლაში დაიღუპებოდა. დავითი თავმდაბალი იყო და მეფის სიძედ გახდომის შემოთავაზებას მაშინვე არ დასთანხმებია. საულმა თავისი პირობა დაარღვია და მერაბი დავითს არ მიათხოვა. სამაგიეროდ საულის უმცროს ასულს, მიქალს შეუყვარდა დავითი, რაც შეიძლება იმაზე მიანიშნებს, რომ მერაბს დავითი არ ჰყვარებია. ასე იყო თუ ისე, „საულის ასული მერაბი, რომელიც დავითისთვის უნდა მიეთხოვებინათ, უკვე მეჰოლათელი ადრიელის ცოლი იყო“ (1სმ. 18:17—20).

მერაბმა ადრიელს ხუთი ვაჟი გაუჩინა. თუმცა, მოგვიანებით დავითმა მისი ვაჟები და საულის ოჯახის კიდევ ორი წევრი გაბაონელებს გადასცა სასიკვდილოდ. ეს საულის დანაშაულის გამოსყიდვას ემსახურებოდა, რომელსაც გაბაონელთა გაწყვეტა ჰქონდა განზრახული (2სმ. 21:1—10; იხ. გაბაონი, გაბაონელები).

მერაბის შვილებს მიქალი ზრდის. მასორეტულ ტექსტში 2 სამუელის 21:8 ასე იკითხება: „საულის ასულის, მიქალის ხუთი ვაჟი, რომლებიც მან ადრიელს გაუჩინა“. 2 სამუელის 6:23-ის თანახმად კი მიქალი უშვილოდ მოკვდა. ამ სხვაობის გასაბათილებლად ზოგიერთმა გადამწერმა 2 სამუელის 21:8-ში მიქალის სახელი მერაბით შეცვალა. მაგალითად, ბერძნულ სეპტუაგინტასა (ლაგარდის გამოცემა) და ორ ებრაულ ხელნაწერში ამ ადგილას მერაბია ნახსენები და არა მიქალი. მაგრამ, ვინაიდან ებრაული ხელნაწერების უმეტესობა 2 სამუელის 21:8-ში ვაჟების დედად მიქალს მოიხსენიებს, ამ მუხლს ასეთი ტრადიციული ახსნა მოუძებნეს:

მიქალის და, მერაბი ადრიელის ცოლი იყო და მან ხუთი ვაჟი გაუჩინა ადრიელს. მაგრამ მერაბი ადრე მოკვდა და მისმა დამ, დავითისგან უარყოფილმა და უშვილო მიქალმა, თავის თავზე აიღო ხუთივე ბავშვის აღზრდა. აქედან გამომდინარე, ისინი მიქალის შვილებად მოიხსენიებიან, და არა მერაბის შვილებად. ამის გათვალისწინებით ლიზერის თარგმანში 2 სამუელის 21:8 ასე იკითხება: „საულის ასულის, მიქალის ხუთი ვაჟი, რომლებიც მან ადრიელისთვის გაზარდა“. იქვე დასმულია სქოლიო შემდეგი კომენტარით: „მიქალი დავითის ცოლი იყო. საულის უფროს ასულს, მერაბს შვილები ჰყავდა, რომლებიც შესაძლოა მისმა დამ გაზარდა“. თარგუმში ვკითხულობთ: „მერაბის ხუთი ვაჟი (რომლებიც მიქალმა, საულის ქალიშვილმა გაზარდა), რომლებიც მან გააჩინა“. მუხლის აზრის ჩამოყალიბებაზე შესაძლოა სხვა ფაქტორებმაც იქონია გავლენა, თუმცა ამ ფაქტორების შესახებ წმინდა წერილებში არაფერია ნათქვამი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება