მერაიოთი
[შესაძლოა ნიშნავს ურჩებს].
1. მღვდელი; აარონის შთამომავალი ელეაზარის ხაზით; ბიბლიაში მას „ზერახიას ვაჟი“ ეწოდება (1მტ. 6:3—7, 52; ეზრ. 7:3, 4).
2. მღვდელი, რომელიც მოხსენიებულია „ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინამძღოლი ახიტუბის ვაჟად“. როგორც ჩანს, ის იყო ცადოკის მამა (1მტ. 9:10, 11; ნემ. 11:11).
3. სამღვდელო საგვარეულოს მამამთავარი; იოიაკიმის დროს ამ საგვარეულოს თავკაცი იყო ხელკაი (ნემ. 12:12, 15). ბაბილონის გადასახლებიდან იუდეველთა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეს საგვარეულო მერაიოთის სახელით იყო ცნობილი, თუმცა მისი სახელწოდება, შესაძლოა, მომდინარეობს სახელიდან „მერემოთი“. ასე ერქვა ერთ-ერთ მღვდელს, რომელიც ძვ. წ. 537 წელს ზერუბაბელთან ერთად ჩავიდა იერუსალიმში (ნემ. 12:1, 3).