საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „უზენაესი“
  • უზენაესი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უზენაესი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ღმერთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • უფალი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მაღლობები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „უზენაესი“

უზენაესი

უდიდესი ან უმაღლესი ადგილისა თუ მდგომარეობის მიხედვით. „უზენაესის“ აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა ʽელჲონი არა მარტო იეჰოვასთან, არამედ ადამიანებთან და საგნებთან მიმართებით გამოიყენება. მაგალითად: მესია და მეფე, დიდი დავითი, ყველაზე ამაღლებულია დედამიწის მეფეთა შორის (ფს. 89:20, 27); ყველა სხვა ხალხებზე მეტად ამაღლებული ისრაელი (კნ. 26:18, 19); ზემოთა კალათა (დბ. 40:17); ზემო კარიბჭე (2მფ. 15:35); ზემო წყალსატევი (2მფ. 18:17); ზემო ეზო (იერ. 36:10); ზედა სართული (ეზკ. 41:7); ზედა სასადილო ოთახები (ეზკ. 42:5); ზემო ბეთ-ხორონი (იეს. 16:5); გიხონის წყლის ზემო სათავე (2მტ. 32:30). როგორც ვხედავთ, ხსენებულ კონტექსტებში სიტყვა ʽელჲონი ადგილმდებარეობაზე უფრო მიუთითებს, ვიდრე მდგომარეობასა და ძალაუფლებაზე.

როდესაც „უზენაესი“ იეჰოვასთან გამოიყენება, აქცენტი კეთდება მის უმაღლეს მდგომარეობასა და უდიდებულესობაზე (ფს. 83:18). იგი პირველად ჩნდება დაბადების 14:18—20-ში ʼელთან (ღმერთი) ერთად. ამ მუხლებში მელქისედეკს ეწოდება „უზენაესი ღვთის მღვდელი“, რომელმაც აბრაამი და უზენაესი ღმერთი აკურთხა. ეს წოდება მოიხსენიება ღვთის სახელთან, იეჰოვასთან ერთად (დბ. 14:22; ფს. 7:17), ʼელოჰიმთან (ღმერთი, აღმატებულობის გამომხატველი მრავლობითი) ერთად (ფს. 78:56) და ცალკეც (კნ. 32:8; ფს. 9:2; ეს. 14:14).

მრავლობით რიცხვში მდგარი არამეული სიტყვა ʽელჲონინ ჩნდება დანიელის 7:18, 22, 25, 27-ში და როგორც აღმატებულობის გამომხატველი მრავლობითში მდგარი სიტყვა შეიძლება უზენაესად და უდიდებულესობადაც ითარგმნოს. არამეულ სიტყვა ʽილლაის (უზენაესი) მხოლობით რიცხვში დანიელის 7:25-ში ვხვდებით.

ბერძნულ სიტყვა ჰიფსისტოსს (უზენაესი) იეჰოვას მიმართ ძირითადად ლუკა იყენებს თავის სახარებაში (ორჯერ, როცა გაბრიელი მარიამს იესოს დაბადების ამბავს ამცნობს) და „საქმეებში“ (ლკ. 1:32, 35, 76; 6:35; 8:28; სქ. 7:48; 16:17). ამ სიტყვას აგრეთვე ვხვდებით მარკოზის 5:7–სა და ებრაელების 7:1-ში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება