ნებუშაზბანი
[აქად-დან, ნიშნავს: ნებო, მიხსენი!]
რაბსარისი (სამეფო კარის მთავარი მოხელე), რომელიც ნაბუქოდონოსორის ლაშქარში მსახურობდა, როცა ბაბილონელებმა იერუსალიმი აიღეს (ძვ. წ. 607). ნებუშაზბანი ერთ-ერთი იყო იმ მთავართაგან, რომელთაც იერემიას გათავისუფლება დაევალათ (იერ. 39:13, 14). იერემიას 39:2, 3-ში საუბარია რაბსარისზე, რომელიც სხვა მთავრებთან ერთად იერუსალიმში შუა კარიბჭესთან დაჯდა მას შემდეგ, რაც ბაბილონელებმა პირველად შეანგრიეს ქალაქის კედელი. შესაძლოა ის ტიტულით მოხსენიებული ნებუშაზბანი იყოს ან ვინმე სხვა კაცი, რომელსაც ასევე რაბსარისად იცნობდნენ.