ᲗᲐᲑᲔᲠᲐ
[წვა [ანუ ცეცხლი, ხანძარი]]
ადგილი სინაის უდაბნოში, სადაც ისრაელი იყო დაბანაკებული. მისი ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. აქ ისრაელებმა ჩივილი დაიწყეს, რის გამოც ღმერთმა მოავლინა ცეცხლი და შთანთქა ზოგიერთები ბანაკის განაპირას. მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსე შეევედრა იეჰოვას, ცეცხლი ჩაქრა. ამ შემთხვევის გამო ამ ადგილს ეწოდა „თაბერა“ (რც. 11:1—3; კნ. 9:22).