უზენ-შეერა
[შესაძლოა ნიშნავს: ყური შეერასი]
ეფრემელი ქალის, შეერას აშენებული ქალაქი. ცნობილი არ არის, რა იგულისხმება მის მიერ ქალაქის აშენებაში. შესაძლოა, მას დიდი წვლილი შეჰქონდა ამ და კონტექსტში მოხსენიებული სხვა ქალაქების განვითარებასა და მშენებლობაში (1მტ. 7:22—24). უზენ-შეერას ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. თუმცა ზოგი გეოგრაფი მას ბაით-სირასთან აიგივებს, რომელიც მდებარეობს ქვემო ბეთ-ხორონის სავარაუდო ადგილიდან დასავლეთით დაახლ. 4 კმ-ში და იერუსალიმიდან ჩრდ.-დას-ით დაახლ. 21 კმ-ში.