საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ჭურჭელი“
  • ჭურჭელი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჭურჭელი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ჯამი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დოქი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მეთუნე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ნივთები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ჭურჭელი“

ᲭᲣᲠᲭᲔᲚᲘ

სითხის ან მშრალი პროდუქტების შესანახი ნივთი (1მფ. 17:10; ესთ. 1:7; იერ. 40:10). ზოგ ღრმა ჭურჭელს სახურავი ჰქონდა (რც. 19:15). ჭურჭელს ამზადებდნენ თიხისგან, ხისგან, ლითონისგან ან ქვისგან (ლვ. 6:28; 15:12; რც. 7:85; 1მფ. 10:21; მთ. 26:7). ფართოდ იყო გავრცელებული დოქები და „თასისმაგვარი ჭურჭელი“ (ეს. 22:24), ტომრები და ქისები (დბ. 42:25; ანგ. 1:6), კალათები და გოდრები (მრ. 8:19, 20; 2კრ. 11:33), ტიკები (მსჯ. 4:19; ლკ. 5:37, 38) და სათლები (ეს. 40:15; იხ. ᲜᲘᲕᲗᲔᲑᲘ).

დოქი, ქილა, მათარა. დოქი ძირითადად ღრმა, ცილინდრული ფორმის ჭურჭელი იყო, რომელსაც ერთი, ორი ან ოთხი სახელურიც კი ჰქონდა (ეს. 30:14; გდ. 4:2). მას თიხისგან, ზოგჯერ კი ქვისგან ამზადებდნენ (ინ. 2:6). იუდასა და ისრაელის სამეფოების პერიოდში გავრცელებული დიდი დოქის დიამეტრი დაახლოებით 40 სმ იყო, სიმაღლე კი – 65 სმ. ზოგ დოქს ტუჩი ჰქონდა. დოქებს და ქილებს იყენებდნენ სითხეების, მაგალითად წყლის და ზეთის შესანახად (1მფ. 18:33; 2მფ. 4:2). დიდ დოქებში ხშირად ღვინოს ინახავდნენ (1სმ. 10:3; 25:18; 2სმ. 16:1; იერ. 13:12). დოქებსა და ქილებში მშრალ პროდუქტებსაც ინახავდნენ, მაგალითად ფქვილს (1მფ. 17:12). რომ არ დაზიანებულიყო, ზოგჯერ დოქებში ან სხვა სახის თიხის ჭურჭლებში დოკუმენტებს, მათ შორის ნასყიდობის საბუთებს, დებდნენ (იერ. 32:13–15). მკვდარ ზღვასთან ახლოს კუმრანში არაერთმა უძველესმა ხელნაწერმა მოაღწია ჩვენამდე, რომლებიც დოქებში იყო ჩალაგებული. მათ შორისაა ესაიას წიგნის მკვდარი ზღვის ცნობილი ხელნაწერები.

წყლის დოქები, ქილები (1სმ. 10:1; 1მფ. 14:3; 19:6; 2მფ 9:3; იერ. 19:1, 10) და მათარები (1სმ. 26:11, 12, 16), როგორც წესი, თიხისგან მზადდებოდა.

თასები, ლანგრები და ჯამები. თასებს იყენებდნენ სითხეების, მაგალითად ღვინის (ამ. 6:6), რძის (მსჯ. 5:25) და წყლის (მსჯ. 6:38) შესანახად. მათ ამზადებდნენ თიხისგან, ქვისგან და ლითონისგან. ზოგიერთი სადღესასწაულო თასი კერამიკისგან მზადდებოდა. არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება, რომ იუდასა და ისრაელის სამეფოების პერიოდში საშუალო ზომის კერამიკული თასის სიღრმე დაახლოებით 20 სმ იყო, ხოლო მისი შიდა დიამეტრი – 40 სმ. ზოგიერთს ოთხი სახელური ჰქონდა. თასებთან შედარებით ლანგრები და ჯამები, როგორც ჩანს, ოდნავ იყო ჩაღრმავებული (გმ. 25:29; 37:16; რც. 4:7; 7:84, 85; მთ. 14:8, 11; მრ. 6:25, 28).

ფიალები, სასმისები. ფიალა სითხის დასალევი შედარებით პატარა ზომის ჭურჭელია, რომელსაც ამზადებდნენ თიხისგან, იშვიათად ლითონისგან (იგ. 23:31; იერ. 35:5). ზოგ ფიალას ისეთი ფორმა ჰქონდა, რომ ხელში ადვილად დასაჭერი ყოფილიყო. როგორც წესი, ფიალები დაბალი, პირგაშლილი სასმისები იყო, რომლებსაც სახელური არ ჰქონდა. სახელურიან ფიალას ჩამჩის დანიშნულება ჰქონდა.

სიმბოლური მნიშვნელობა. შემკრებმა სიკვდილზე საუბრისას ასეთი ფრაზა გამოიყენა: „დოქი წყაროზე გატეხილა“. როგორც ჩანს, აქ გამოყენებული დოქი ასიმბოლოებს გულს, რომელიც სიკვდილის დროს წყვეტს სისხლის ნაკადის მიღებას და მთელ სხეულში მის გადანაწილებას. ამ დროს გული, ასე ვთქვათ, გატეხილ დოქს ემსგავსება, რომელშიც წყალს ვეღარ ჩაასხამ. შემკრები მოიხსენებს აგრეთვე „ოქროს თასს“, რომელიც განასახიერებს ტვინს (როგორც ჩანს, თავის ქალას ტვინთან ერთად). სიკვდილის დროს ის წყვეტს ფუნქციონირებას ანუ თასივით იმსხვრევა (ეკ. 12:6, 7).

ჭურჭელი. წმინდა წერილებში ადამიანები ხშირად არიან შედარებული სხვადასხვა ჭურჭელს (სქ. 9:15). ქრისტიანებს, რომლებიც თიხის მყიფე ჭურჭლებს არიან შედარებული, დიდებული განძი, მსახურება მიენდოთ (2კრ. 4:7). ბიბლია ქალებს „შედარებით სუსტ ჭურჭელს“ უწოდებს. ისრაელისთვის მიცემულ კანონში იეჰოვა ითვალისწინებდა ქალების შეზღუდულ ფიზიკურ შესაძლებლობებსა და ფიზიოლოგიურ თავისებურებებს (ლვ. 18:19; 20:18). აქედან გამომდინარე, ქრისტიანი ქმრები ჰბაძავენ იეჰოვას და თავიანთ ცოლებს „მიღებული ცოდნის თანახმად“ ექცევიან, „როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს“ (1პტ. 3:7).

ქრისტიანმა თავი შორს უნდა დაიჭიროს „არასაპატიო ჭურჭლისგან“ (მათგან, ვინც ღვთის თვალში არასწორად იქცევა) და იეჰოვას ნების თანახმად იმოქმედოს. ამგვარად „ის საპატიო მოხმარებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი იქნება, განწმენდილი, პატრონისთვის გამოსადეგი და ნებისმიერი კარგი საქმისთვის გამზადებული“ (2ტმ. 2:20, 21). ის ფაქტი, რომ იეჰოვა დაუყოვნებლივ არ ანადგურებს „რისხვის ჭურჭელს“ ანუ ბოროტებს, იმაზე მეტყველებს, რომ ის სასიხარულო ცნობის მოსასმენად განწყობილ ადამიანებს აძლევს დროს, იქცნენ „წყალობის ჭურჭლად“ (რმ. 9:17–26).

სასმისი. წმინდა წერილებში სასმისი ხშირად ღვთის რისხვის სიმბოლოდ არის მოხსენიებული. ასეთი სასმისი შეიძლება შესვან ბოროტმა ადამიანებმა, აგრეთვე ქალაქებმა და ხალხებმა და ერებმაც კი (ფს. 11:6; 75:8; ეს. 51:17, 22; იერ. 25:12–29; 51:41; გდ. 4:21; გმც. 14:9, 10; 16:19; 18:5–8). მაგალითად, ძველი „ბაბილონი იეჰოვას ხელში ოქროს თასი იყო“, საიდანაც ბევრ ერს უნდა შეესვა ანუ მწარე მარცხი ეწვნია (იერ. 51:7).

იერუსალიმის მოსახლეობას, რომელთაც განადგურება ემუქრებოდათ, იეჰოვამ იერემიას პირით უთხრა: „ჭირისუფალს სასმელს [არ] მიაწვდიან სანუგეშებლად, მას, ვისაც დედა ან მამა დაეღუპება“. ღვინით სავსე სასმისის არმიწოდება იმაზე მიანიშნებდა, რომ მგლოვიარე და სულგამწარებულ ადამიანს არავინ ანუგეშებდა (იერ. 16:5–7; შდრ. იგ. 31:6).

სიმბოლური სასმისი, რომელიც იეჰოვამ შეავსო იესო ქრისტესთვის, განასახიერებდა ღვთის ნებას, რომელიც იესოს უნდა შეესრულებინა. უეჭველია, იესო ძალიან განიცდიდა იმას, რომ, თუ ის მოკვდებოდა, როგორც ღვთისმგმობელი და მეამბოხე, შეიძლებოდა ღვთის სახელი შებღალულიყო. ამიტომაც იესო სთხოვდა ღმერთს ლოცვაში, რომ თუ შესაძლებელი იყო, აერიდებინა მისთვის ეს „სასმისი“. ამის მიუხედავად, იესო მზად იყო, დამორჩილებოდა იეჰოვას ნებას და შეესვა ეს სასმისი (მთ. 26:39, 42; ინ. 18:10, 11). იესოსთვის განკუთვნილი „სასმისი“ იმას ნიშნავდა, რომ მას არა მხოლოდ უნდა ეტანჯა, არამედ მონათლულიყო სიკვდილში, მკვდრეთით აღმდგარიყო და ზეცაში უკვდავება მიეღო (ლკ. 12:50; რმ. 6:4, 5; ებ. 5:7). აქედან გამომდინარე, ეს სასმისი იესოსთვის „ხსნის თასიც“ იყო (ფს. 116:13). ღვთის ნების თანახმად, იესოსთვის მიცემული „სასმისიდან“ აგრეთვე სვამს „მცირე სამწყსო“, მისი სამეფოს თანამემკვიდრენი (ლკ. 12:32; მრ. 10:35–40).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება