ბირთვული საშიშროება დასრულდება თუ არა ოდესმე?
„მშვიდობა დედამიწაზე დღეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უფრო შესაძლებელია, ვიდრე სხვა ნებისმიერ დროს“. ეს ოპტიმისტური შეფასება, რომელიც გამოთქვა „ახალი ამბების“ კორესპონდენტმა 1980-იანი წლების დასასრულს, ეყრდნობოდა ფაქტს, რომ განიარაღების შესახებ მნიშვნელოვანმა შეთანხმებებმა და პოლიტიკურმა ცვლილებებმა საბოლოოდ დაასრულეს „ცივი ომი“. მაგრამ ბოლო მოეღო თუ არა ბირთვულ საშიშროებას, რომელიც ასე დამახასიათებელია ყოფილი მსოფლიო მპყრობელების დაპირისპირებისთვის? ნამდვილად ჩანს თუ არა ჰორიზონტზე უსასრულო მშვიდობა და უსაფრთხოება?
გავრცელების საშიშროება
„ცივი ომის“ განმავლობაში, ვიდრე დაიმედებულნი იყვნენ ტერორიზმის ბალანსირებაზე, რომ შეენარჩუნებინათ მშვიდობა, მსოფლიო მპყრობელები შეთანხმდნენ, დაეშვათ ბირთვული ნივთიერების წარმოება მშვიდობიანი მიზნებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, შეეზღუდათ მისი გამოყენება ბირთვული იარაღის დასამზადებლად. ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ შეთანხმება 1970 წელს შევიდა ძალაში, და მასზე, მოგვიანებით, ხელი მოაწერა დაახლოებით 140-მა სახელმწიფომ. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: არგენტინა, ბრაზილია, ინდოეთი და ისრაელი, სადაც ბირთვული იარაღის პოტენციალია, ხელის მოწერაზე დღემდე უარს აცხადებენ.
მაგრამ, ბირთვული იარაღის პოტენციურმა მპყრობელმა, ჩრდილოეთ კორეამ, 1985 წელს მოაწერა ხელი შეთანხმებაზე. ხოლო, როდესაც 1993 წლის 12 მარტს ჩრდილოეთ კორეამ უარი განაცხადა მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე, მსოფლიო, რასაკვირველია, თავზარდაცემული იყო. გერმანულ ჟურნალ „შპიგელ“-ში აღნიშნული იყო: „ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე უარის გამოცხადება ქმნის პრეცენდენტს: ბირთვულ შეიარაღებაში კონკურენცია იწყება აზიაში, რაც შესაძლოა უფრო საშიშად იქცეს, ვიდრე მსოფლიო მპყრობელებს შორის ბირთვული იარაღის დამზადების კონკურენცია“.
ნაციონალიზმმა განსაცვიფრებლად შეუწყო ხელი ახალი სახელმწიფოების წარმოშობას და შესაძლოა გამოიწვიოს ბირთვული შეიარაღების გაზრდა (იხილე ჩარჩო). ჟურნალისტი ჩარლზ კრაუტჰამერი იძლევა გაფრთხილებას: „საბჭოთა კავშირის მხრიდან საშიშროების დასასრული არ ნიშნავს ბირთვული საშიშროების დასასრულს; რეალურ საშიშროებას წარმოადგენს ბირთვული იარაღის გავრცელება, და ეს გავრცელება ახლახანს დაიწყო“.
ბირთვული იარაღი გაყიდვაში
ბირთვულ შეიარაღებაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოები იღწვიან, რომ მოიპოვონ პრესტიჟი და ძალაუფლება. არსებობს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ქვეყანამ ყაზახეთისგან შეისყიდა ორი ბირთვული საბრძოლო მუხტი. ყაზახეთმა, საბჭოთა კავშირის ყოფილმა რესპუბლიკამ ეს საბრძოლო მუხტები ოფიციალურად ისე შეიტანა სიაში, როგორც „დაკარგული“.
ფრანკფურტში (გერმანია), 1992 წლის ოქტომბერში რამდენიმე მამაკაცი დააპატიმრეს, რომელთაც ჰქონდათ 200 გრამი მაღალი რადიოაქტივობის ცეზიუმი, რომელიც მთელი ქალაქის წყალსაცავის მოსაწამლად საკმარისი იყო. ერთი კვირის მოგვიანებით, შვიდი კონტრაბანდისტი დააპატიმრეს მიუნხენში, რომელთაც აღმოაჩნდათ 2,2 კილოგრამი ურანი. ორი კვირის განმავლობაში კონტრაბანდული რადიოაქტიური ნივთიერებით ვაჭრობის ორმა შემთხვევამ თავზარი დასცა ოფიციალურ პირებს, რადგან გასულ წელს მთელ მსოფლიოში მხოლოდ ხუთი მსგავსი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
არ არის ცნობილი, რა ჰქონდათ განზრახული ამ ადამიანებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთვის უნდა მიეყიდათ ბირთვული კონტრაბანდა — ტერორისტული ჯგუფებისთვის თუ ეროვნული მთავრობისთვის. მაგრამ, ბირთვული ტერორიზმის შემთხვევების შესაძლებლობა იზრდება. ევროპის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, დოქტორი დეივიდ ლოური, ამ საშიშროებასთან დაკავშირებით იძლევა განმარტებას: „ყველაფერი, რაც ტერორისტს მოეთხოვება, არის ის, რომ ცნობილ ექსპერტს გადაუგზავნოს ურანის უაღრესად მდიდარი სინჯი, ასევე ინფორმაცია, რომ აქვს ურანის განსაზღვრული რაოდენობა და უგზავნის დამამტკიცებელ საბუთს. ეს ძალიან ჰგავს იმას, როდესაც გამტაცებლები მსხვერპლის ყურს უგზავნიან ახლობლებს“.
მშვიდობიანი „დაყოვნებული მოქმედების ბომბები“ და „სასიკვდილო ხაფანგები“
ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად 1992 წლის დასაწყისში დაიწყო 420 ატომური რეაქტორის მშვიდობიანი მიზნით გამოყენება; ხოლო სხვა 76 ატომური რეაქტორის მშენებლობა კი მიმდინარეობდა. უკვე რამდენიმე წელია რეაქტორებზე ავარიების შემთხვევებმა გამოიწვია ავადმყოფობის, მუცლის მოშლისა და განუვითარებელი ბავშვების შობადობის ზრდა. ერთ-ერთ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 1967 წლისთვის საბჭოთა კავშირის პლუტონიუმის ქარხანაში სამჯერ მეტი გამოსხივება მოხდა, ვიდრე ჩერნობილის კატასტროფის დროს.
რასაკვირველია, რომ ინციდენტი, რომელიც მოგვიანებით მოხდა ჩერნობილში (უკრაინა) 1986 წლის აპრილში, ფართოდ იყო გაშუქებული საინფორმაციო საშუალებებში. გრიგორ მედვედევი, 1970-იან წლებში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ატომური ენერგეტიკის მთავარი ინჟინრის მოადგილე, განმარტავს, რომ „ხანგრძლივი მოქმედების გიგანტური რადიოაქტიური მასა“, რომელიც ატმოსფეროში ავარდა „შეიძლება შეედაროს ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბს, მხოლოდ ათჯერ უფრო მეტს, თუ ვილაპარაკებთ შედეგების ხანგრძლივობაზე“.
მედვედევმა თავის წიგნში „ჩერნობილის ქრონიკა“ (რუს.) ჩამოთვალა ატომურ რეაქტორებზე 11 სერიოზული ავარია, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში 1980-იანი წლების შუა პერიოდში მოხდა და ასევე 12 ავარია, რომელსაც შეერთებულ შტატებში ჰქონდა ადგილი. უკანასკნელთა შორის იყო გამაოგნებელი ავარია, რომელიც მოხდა 1979 წელს „ტრი მაილ აილენდზე“. ამასთან დაკავშირებით მედვედევმა აღნიშნა: „ეს იყო პირველი ავარია, რომელმაც სერიოზულად გაუტეხა სახელი ატომური ენერგიის გამოყენებას და მშვიდობიანი მიზნებისთვის ატომური ენერგიის სადგურების შესახებ ილუზიები მრავალ ადამიანს გაუფანტა — მაგრამ არა ყველას“.
ეს ცხადყოფს, თუ რატომ ხდება ამდენი უბედური შემთხვევა. მათი რიცხვი რუსეთში, 1992 წლის განმავლობაში დაახლოებით 20 პროცენტით გაიზარდა. ერთ-ერთი ამ ინციდენტის შემდეგ, იმავე წლის მარტში სოსნოვი-ბორის ატომურ სადგურში (სანქტ-პეტერბურგთან, რუსეთი), რადიაციის დონე 50 პროცენტით გაიზარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში, ხოლო ესტონეთსა და სამხრეთ ფინეთში რადიაციამ დასაშვები დონის მაქსიმუმს ორჯერ გადააჭარბა. ნიუკასლის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონ ერკარტმა, აღნიშნა: „მე ვერ დავამტკიცებ, რომ რადიაციის დონის აწევის მიზეზი იყო სოსნოვი-ბორი — ხოლო თუ სოსნოვი-ბორი არა, მაშინ რა იყო მიზეზი?“
ზოგიერთი ავტორიტეტული პირი ირწმუნება, რომ ჩერნობილის რეაქტორების ტიპის რეაქტორების კონსტრუქციაში დაშვებულია შეცდომა და მათი გამოყენება, უბრალოდ, ძალიან საშიშია. მიუხედავად ამისა, ათზე მეტი რეაქტორი კვლავ მოქმედებაშია, იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის მოხმარების უდიდესი მოთხოვნილება. რეაქტორების ზოგიერთ ოპერატორს წაუყენეს ბრალდება, რომ მათ ენერგიის გამომუშავების გაზრდის მიზნით გამორთეს უსაფრთხოების მაკონტროლებელი სისტემები. მსგავსი უწყებები აძრწუნებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, რომელიც იყენებს ატომურ სადგურებს იმისთვის, რომ გამოიმუშაოს ელექტროენერგიის 70 პროცენტი. „ჩერნობილის“ მსგავსი კიდევ ერთი შემთხვევა და შესაძლოა საფრანგეთის რამოდენიმე ატომური ელექტროსადგური სამუდამოდ დაიხუროს.
წლების განმავლობაში თვით „უსაფრთხო“ რეაქტორებიც აშკარად სახიფათო ხდება. უსაფრთხოების რეგულარული შემოწმების დროს, 1993 წლის დასაწყისში, ბრუნსბიუტელში გერმანიის უძველესი რეაქტორის ფოლადის მილებში აღმოაჩინეს ასზე მეტი ბზარი. მსგავსი ბზარები აღმოაჩინეს საფრანგეთისა და შვეიცარიის რეაქტორებზეც. პირველი სერიოზული ავარია იაპონიის ერთ-ერთ ატომურ ქარხანაში მოხდა 1991 წელს, ამ ავარიას შესაძლოა ხელი შეუწყო ექსპლუატაციის დიდი ხნის ვადამ. მსგავსი ავარიები შესაძლოა ემუქრება შეერთებულ შტატებსაც, სადაც კომერციული რეაქტორების, დაახლოებით, ორი მესამედი ათ წელზე მეტი ხნისაა.
ატომური რეაქტორების ავარიები, შესაძლებელია მოხდეს ყველგან ნებისმიერ დროს. რაც უფრო მეტია რეაქტორი, მით უფრო დიდია საშიშროება; რაც უფრო მეტად ძველია რეაქტორი, მით უფრო სახიფათოა. ერთ-ერთმა გაზეთმა უსაფუძვლოდ არ უწოდა მათ დაყოვნებული მოქმედების ბომბები და რადიოაქტიური სასიკვდილო ხაფანგები.
სად უნდა „ჩაიმარხოს“ ნარჩენები?
ახლახანს, ხალხის გასაკვირად, საფრანგეთის ალპებთან გადაიკეტა ერთ-ერთი მდინარისპირა დასასვენებელი ზონა და პოლიციელების მიერ იქნა ბლოკირებული და დაცული. გაზეთი „ევროპიენ“-ი (ინგლ.) იტყობინებოდა: „რადიოაქტიურობის შემოწმების დროს, რომლის ჩატარების ბრძანება გაიცა მას შემდეგ, როდესაც ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქე, შემოწმებამდე ორი თვით ადრე, დაიღუპა ბერილიუმით მოწამვლის გამო, გამოირკვა, რომ რადიაციის დონემ დასასვენებელ ზონაში 100-ჯერ გადააჭარბა მიმდებარე ტერიტორიების საერთო დონეს“.
ბერილიუმი, საოცრად მსუბუქი ლითონი, რომლის გამომუშავება სხვადასხვანაირი პროცესით ხდება, გამოიყენება საავიაციო ინდუსტრიაში, ხოლო გამოსხივების შემდეგ — ატომური ენერგიის სადგურებში. როგორც ჩანს, ქარხანა, რომელიც აწარმოებდა ბერილიუმს, საშიში გამოსხივების პროცესის შედეგად მიღებულ ნარჩენებს ყრიდა დასასვენებელი ზონის ტერიტორიაზე ან მის მახლობლად. „ბერილიუმის მტვერი, მაშინაც კი, როდესაც აღარ არის რადიაციული, — აღნიშნავს „ევროპიენ“-ი, — ადამიანთა შორის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, ინდუსტრიული ნარჩენი“.
რადიოაქტიური ნარჩენების, დაახლოებით, 17 000 კონტეინერი 30 წლის განმავლობაში ჩაუშვეს ახალი მიწის სანაპირო წყლებში, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირი 1950-იან წლებში იყენებდა პოლიგონად. გარდა ამისა, ამ მოხერხებულ „ნაგავსაყრელზე“ ჩაძირეს ატომური წყალქვეშა გემების რადიოაქტიური სექციები და სულ ცოტა 12 რეაქტორის ნაწილები.
წინასწარ არის განზრახული თუ არა, რადიონუკლიდებით დედამიწის დაბინძურება მაინც საშიშია. ნორვეგიის სანაპიროზე 1989 წელს წყალქვეშა გემის ჩაძირვის შესახებ „ტაიმი“ (ინგლ.) იძლეოდა გაფრთხილებას: «ჩაძირული წყალქვეშა გემიდან უკვე ჟონავს ცეზიუმ-137, კანცეროგენული იზოტოპი. თუმცა, გამონაჟონი არცთუ ისე დიდია, რომ ზეგავლენა მოახდინოს ზღვაში არსებულ სიცოცხლესა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე. მაგრამ წყალქვეშა გემზე, „კომსომოლეცზე“, იმყოფებოდა კიდევ ორი ატომური ტორპედო 13 კილოგრამი პლუტონიუმით, რომლის ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 24 000 წელს, ხოლო ტოქსიკურობა იმდენად დიდია, რომ მტვრის თვით პატარა ნამცეციც კი მომაკვდინებელია. რუსი ექსპერტები იძლეოდნენ გაფრთხილებას, რომ შესაძლებელია პლუტონიუმი მოხვდეს წყალში და 1994 წლისთვის დააბინძუროს ოკეანის წყლების უდიდესი ნაწილი».
რასაკვირველია, რადიოაქტიური ნარჩენების გადაყრა მხოლოდ საბჭოთა კავშირისა და საფრანგეთის პრობლემა არ არის. შეერთებულ შტატებში არსებობს „რადიოაქტიური ნარჩენების მთები და არ არის მათი ჩამარხვის მუდმივი ადგილი“ — აღნიშნავს „ტაიმი“. ჟურნალში ნათქვამია, რომ დროებით საწყობებში მილიონობით კასრით ალაგია მომაკვდინებელი ნივთიერება და ყოველთვის არსებობს „დანაკარგის, ქურდობისა და გარემომცველი ტერიტორიების დაზიანების საშიშროება, რომელიც არასწორი გამოყენების შედეგად იარსებებს“.
იმისთვის, რომ თვალსაჩინოდ დავინახოთ არსებული საშიშროება, ტომსკში (ციმბირი), 1993 წლის აპრილში, ყოფილ იარაღის ქარხანაში, მოხდა ატომური ნარჩენებით სავსე ავზის აფეთქება, რომელმაც ისეთი ვითარება გამოიწვია, როგორიც იყო ჩერნობილში.
ცხადია, რომ ბირთვული საშიშროების დასრულების საფუძველზე მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ლაპარაკი არ არის მტკიცე საყრდენი. მიუხედავად ამისა, მშვიდობა და უსაფრთხოება არის ახლოს. საიდან ვიცით ეს?
[ჩარჩო მე-4 გვერდზე]
ბირთვული იარაღის 12 მპყრობელი და შესაძლო პრეტენდენტები
ოფიციალურად ცნობილი, ანუ დე-ფაქტო: ბელორუსია, ბრიტანეთი, ინდოეთი, ისრაელი, პაკისტანი, რუსეთი, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა, უკრაინა, ყაზახეთი, შეერთებული შტატები, ჩინეთი.
პოტენციური: ალჟირი, არგენტინა, ბრაზილია, ერაყი, ირანი, ლიბია, სამხრეთ კორეა, სირია, ტაივანი, ჩრდილოეთ კორეა.
[სურათი მე-5 გვერდზე]
ატომური ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებაც კი საშიშია.
[საავტორო უფლება]
ფონი: U.S. National Archives photo
[საავტორო უფლება მე-2 გვერდზე]
გარეკანზე: Stockman/International Stock
[საავტორო უფლება მე-3 გვერდზე]
U.S. National Archives photo