საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 5/1 გვ. 5-7
  • ვინ არის იეჰოვა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ არის იეჰოვა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მისი სახელის მნიშვნელობა
  • იეჰოვას ძირითადი თვისებები
  • ყველა ხალხის ღმერთი
  • სარგებლობა, რომელიც იეჰოვას გაცნობას მოაქვს
  • ვინ არის იეჰოვა?
    ვინ არის იეჰოვა?
  • ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი?
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
  • განადიდე იეჰოვა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
  • იეჰოვა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 5/1 გვ. 5-7

ვინ არის იეჰოვა?

იეჰოვამ ერთ ერთგულ მსახურს უთხრა: „ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს“ (გამოსვლა 33:20). „ღმერთი არის სული“ და ადამიანებისთვის ფიზიკური თვალებით შეუძლებელია მისი დანახვა (იოანე 4:24). შუადღისას მზეს პირდაპირ რომ შევხედოთ, ისიც კი მავნეა ჩვენი თვალებისათვის, ასე რომ, გამანადგურებელი იქნებოდა, შეგვეხედა უზარმაზარი ენერგიის წყაროსთვის, რომელმაც შექმნა არა მარტო ჩვენი კაშკაშა მზე, არამედ სამყაროს სხვა უთვალავი ვარსკვლავიც.

საბედნიეროდ, იეჰოვას შესახებ ცნობების მისაღებად, საჭირო არ არის მისი დანახვა. ბიბლია გვამცნობს, თუ ვინ მოგვიმზადა ეს შესანიშნავი ამანათი, დედამიწა, და როგორი პიროვნებაა ის. ამიტომ ღირს გადავშალოთ ბიბლია და გავიგოთ, თუ ვინ არის ჩვენი მამა, რომელმაც მოგვცა სიცოცხლე, მოგვიმზადა შესანიშნავი სახლი, სადაც შეგვიძლია, დავტკბეთ სიცოცხლით.

მისი სახელის მნიშვნელობა

ყველა სახელს აქვს მნიშვნელობა, თუმცა დღეს შეიძლება მრავალმა არც კი იცოდეს ეს მნიშვნელობები. მაგალითად, საქართველოში გავრცელებული სახელის, დავითის, ქართული მნიშვნელობაა „საყვარელი“. შემოქმედის, იეჰოვას, სახელსაც აქვს მნიშვნელობა. რა არის მისი მნიშვნელობა? იმ ენაზე, რომელზეც ბიბლია დაიწერა, ებრაულზე, ღვთის სახელი ოთხი ასოთი, ჲჰვჰ, იწერება და ის ბიბლიის ებრაულ წერილებში დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება. მიიჩნევენ, რომ ღვთის სახელის მნიშვნელობას გადმოსცემს ზმნა: „აქცევინებს“. ამაში ისიც იგულისხმება, რომ იეჰოვა ბრძნულად, თავისი განზრახვების შესასრულებლად რადაც უნდა იმად იქცევს თავს. ის არის შემოქმედი, მოსამართლე, მხსნელი, სიცოცხლის შემნარჩუნებელი და ამიტომ მას შეუძლია თავისი აღთქმების შესრულება. გარდა ამისა, ებრაული სახელის, იეჰოვას, აღმნიშვნელი ზმნის ფორმა მიზნის მისაღწევ მოქმედებასაც ნიშნავს. დიახ, იეჰოვა დღესაც განაგრძობს საკუთარი თავის თავისი განზრახვების შემსრულებლად ქცევას. ის ცოცხალი ღმერთია!

იეჰოვას ძირითადი თვისებები

ბიბლია ჩვენს შემოქმედს ‘მწყალობელ, სულგრძელ, დიდმადლიან და ჭეშმარიტ, ათასთა მიმართ სიყვარულის შემნახავ, დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებლად’ აღწერს (გამოსვლა 34:6, 7). სიტყვა „დიდმადლიანი“ გადმოთარგმნილია მრავალმნიშვნელოვანი ებრაული სიტყვიდან. ის მიუთითებს კეთილმოსურნეობაზე, რომელიც ობიექტისკენ სიყვარულით არის მიმართული იმ დროის განმავლობაში, სანამ ობიექტის მიმართ ამ თვისების მქონე სუბიექტის განზრახვა სრულდება. ის შეიძლება „გულითად სიყვარულადაც“ გადმოითარგმნოს. იეჰოვას კეთილმოსურნეობა სიყვარულით არის მიმართული თავისი ქმნილებებისკენ და მისი შესანიშნავი განზრახვის შესრულებას ემსახურება. განა არ გაუფრთხილდებოდით მთელი გულით ისეთი პიროვნების სიყვარულს, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქათ?

იეჰოვა რისხვაში ნელი და შეცდომების მიტევებაში სწრაფი ღმერთია. ასეთ პიროვნებასთან ახლო ურთიერთობა ძალზე სასიამოვნოა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ის ეგუება ბოროტ მოქმედებას. ის აცხადებს: „მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძალადობა და უკეთურება“ (ესაია 61:8). როგორც სამართლიანი ღმერთი, ის ყოველთვის არ მოუთმენს უტიფარ შემცოდველებს, რომლებიც ბოროტების ჩადენას არ იშლიან. ამგვარად, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ თავის დროზე იეჰოვა მოსპობს უსამართლობას. ის ზურგს არ შეაქცევს უსამართლობით დაჩაგრულებს.

ადვილი არ არის სრულყოფილად გაწონასწორებული სიყვარულისა და სამართლიანობის შენარჩუნება. თუ მშობელი ხართ, გიადვილდებათ გადაწყვიტოთ, როდის, როგორ და რა ზომით დასაჯოთ თქვენი შვილები, როდესაც ცუდად იქცევიან? სამართლიანობისა და სიყვარულით აღსავსე თანაგრძნობის გაწონასწორებას დიდი სიბრძნე სჭირდება. ამ თვისებას იეჰოვა უხვად ავლენს ადამიანებთან დამოკიდებულებაში (რომაელთა 11:33–36). შემოქმედის სიბრძნის დანახვა ყველგან შეიძლება, მაგალითად, ჩვენს ირგვლივ არსებულ საოცარ ქმნილებებში (ფსალმუნი 103:24; იგავნი 3:19).

მაგრამ მარტო სიბრძნე არ კმარა. თავისი ნების შესასრულებლად შემოქმედს ძალაც უნდა ჰქონდეს და, მართლაც, ბიბლია გვიცხადებს, რომ ღმერთი ძალიან ძლიერია: „ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას, არავინ დააკლდება ძალამოსილს და ყოვლადძლიერს“ (ესაია 40:26). თავისი ‘ძალამოსილებით’ იეჰოვა ყველაფერს აკეთებს. განა იეჰოვასკენ არ გიზიდავს მისი ეს თვისება?

ყველა ხალხის ღმერთი

«მაგრამ, განა იეჰოვა „ძველი აღთქმის“, ძველი ისრაელის ღმერთი არ არის?» — შეიძლება გაიკვირვოთ თქვენ? მართალია, რომ იეჰოვა გამოეცხადა ისრაელებს, მაგრამ, ვინაიდან პირველი წყვილი იეჰოვამ შექმნა, ის არის ღმერთი „ვის მიერაც იწოდება ყოველი მამობა“ (ეფესელთა 3:15). თუ, თქვენი აზრით, მართებულია, პატივი ვცეთ წინაპრებს, განა მართებული არ იქნებოდა, პატივი მიგვეგო პიროვნებისთვის, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა პირველ მამაკაცს, ჩვენს საერთო წინაპარს, რომელიც დედამიწაზე დღეს არსებული ყველა გვარტომის ფესვს წარმოადგენს?

კაცობრიობის შემოქმედი არ არის ვიწრო დიაპაზონით მოაზროვნე ღმერთი. მართალია, ერთ დროს მას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ისრაელებთან, მაგრამ მაშინაც კი, ის გულში იხუტებდა ყველას, ვინც მის სახელს უხმობდა. ისრაელის ბრძენმა მეფემ იეჰოვასადმი ლოცვაში თქვა: „უცხოელსაც, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელიანი, მაგრამ შორი ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო. . . [და] მოუსმენ ციდან. . . აუსრულე ყველაფერი, რასაც შემოგღაღადებს უცხოელი, რომ იცოდეს ქვეყნიერების ყველა ხალხმა შენი სახელი“ (მესამე მეფეთა 8:41–43). დღეს ყველა ერის წარმომადგენელს შეუძლია გაეცნოს იეჰოვას და ახლო ურთიერთობა დაამყაროს მასთან. მაგრამ რა სარგებლობა მოაქვს ამას თქვენთვის?

სარგებლობა, რომელიც იეჰოვას გაცნობას მოაქვს

დავუბრუნდეთ წინა სტატიაში მოყვანილ თვალსაჩინო მაგალითს; ლამაზად შეფუთული ამანათი რომ მიგეღოთ, ბუნებრივია, გაგიჩნდებოდათ სურვილი, გაგეგოთ, თუ რისთვის გამოგიგზავნეს ეს საჩუქარი? როგორ გამოგეყენებინათ ის და როგორ მოგევლოთ მისთვის? მსგავსად ამისა, გვსურს, გავიგოთ, თუ რა განზრახვა ჰქონდა ღმერთს, როდესაც მან დედამიწა მოგვიმზადა. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთს დედამიწა „საუკაცრიელოდ არ შეუქმნია“, არამედ „დასასახლებლად“, ესე იგი, ადამიანებისთვის შექმნა (ესაია 45:18).

მაგრამ ადამიანების უმეტესობა არ უფრთხილდება შემოქმედის საჩუქარს. ისინი ანადგურებენ დედამიწას, რაც იეჰოვას დიდ უკმაყოფილებას იწვევს. მაგრამ, ღმერთის სახელის მნიშვნელობის თანახმად, იეჰოვას გადაწყვეტილი აქვს, შეასრულოს ადამიანებისა და დედამიწის მიმართ თავისი პირვანდელი განზრახვა (ფსალმუნი 113:24; გამოცხადება 11:18). ის აღადგენს დედამიწაზე ნორმალურ პირობებს და მემკვიდრეობად გადასცემს მათ, ვისაც სურს მისი მორჩილი შვილი იყოს (მათე 5:5).

ბიბლიის უკანასკნელი წიგნი აღგვიწერს, თუ რა მოხდება ამ დროს: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და. . . მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4). მაშინ აღარავინ დაღვრის დარდის ან საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული მწუხარების ცრემლებს. არავის დასჭირდება დახმარების ძიება გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის ან სასიკვდილო დაავადების მიერ მიყენებული ტკივილის გამო. მაშინ ‘სიკვდილიც კი განქარდება’ (1 კორინთელთა 15:26; ესაია 25:8; 33:24). აი, ეს არის იმ ცხოვრების აღწერილობა, როგორიც იეჰოვას თავდაპირველად, ჩვენი პირველი წინაპრების შექმნისას, სურდა, რომ გვქონოდა.

იეჰოვას თაყვანისმცემელთა შორის უკვე დღეს შეიძლება შენიშნო სამოთხისმაგვარი ატმოსფერო. იეჰოვა თავის ხალხს ეუბნება: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (ესაია 48:17). იეჰოვა არის კეთილი მამა, რომელიც ჩვენ, შვილებს, ცხოვრების საუკეთესო გზებს გვასწავლის. ადამიანებისთვის მიცემული მისი მითითებები ზედმეტად შემზღუდველი კი არ არის, არამედ მათში სიყვარულიდან გამომდინარე დაცვის სურვილი ჩანს. როგორც ბიბლია აღნიშნავს, ამ მითითებების შემსრულებლები ნამდვილად თავისუფლები და ბედნიერები იქნებიან: „ხოლო უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 კორინთელთა 3:17). ისინი, ვინც ღვთის სიტყვაში მოცემულ მითითებებსა და მის ხელმძღვანელობას მიჰყვებიან, მშვიდად არიან და ერთ მშვენიერ დღეს, ეს სიმშვიდე მთელ დედამიწაზე დაისადგურებს (ფილიპელთა 4:7).

რა კეთილმოსურნე მამაა იეჰოვა! გსურთ თუ არა, უფრო მეტი გაიგოთ პიროვნების შესახებ, რომელიც ყველა არსებული საოცარი ქმნილების შემოქმედია? ისინი, ვისაც სურთ, დღესაც ფასდაუდებელ სარგებლობას ღებულობენ, ხოლო მომავალში მარადიულად მიიღებენ კურთხევებს.

[სურათი 5 გვერდზე]

ოთხი ებრაული ასოთი გამოსახული ღვთის სახელის პოვნა შესაძლებელია მრავალი ძველი ეკლესიის კედლებზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება