საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w01 10/15 გვ. 31
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • მსგავსი მასალა
  • რა არის შეთანხმების კიდობანი?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • შეთანხმების კიდობანი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • წმინდათაწმინდა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სიარული ახლებურად!
    გამოიღვიძეთ! — 2005
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
w01 10/15 გვ. 31

მკითხველთა შეკითხვები

მესამე მეფეთა 8:8-ში აღნიშნულია, რომ აღთქმის კიდობნის სატარებელი კეტების თავები წმიდიდან მოჩანდა. სად იყო მოთავსებული კეტები?

კარვის ასაშენებელი გეგმის მიხედვით, რომელიც იეჰოვამ მოსეს მისცა უდაბნოში, კარვის მთავარი შემადგენელი ნაწილი აღთქმის კიდობანი იყო. მოოქროვილ მართკუთხა ფორმის ხის ყუთში აღთქმის ფიქალები და სხვა საგნები ეწყო. ის წმიდათა წმიდაში ანუ შიდა ოთახში ინახებოდა. კიდობნის სახურავზე დამაგრებული იყო ოქროსგან გამოჭედილი ორი ქერუბიმი, რომლებსაც გადმოშლილი ჰქონდათ ფრთები. კიდობნის თითოეულ კუთხეში ისე იყო მიმაგრებული რგოლები, რომ ორი კეტით, რომლებიც აკაციის ხისგან იყო დამზადებული და ოქროთი მოჭედილი, კიდობნის ტარება შეიძლებოდა. ლოგიკურია, რომ კეტები რგოლებში იყო გაყრილი კიდობნის მთელ სიგრძეზე. ამგვარად, კიდობანი, რომელიც კარვის წმიდათა წმიდაში იდგა, აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული, ხოლო კეტები ჩრდილო-სამხრეთისკენ. მოგვიანებით ამნაირადვე იყო დადგმული კიდობანი სოლომონის მიერ აშენებულ ტაძარშიც (გამოსვლა 25:10—22; 37:4—9; 40:17—21)a.

ფარდა წმიდათა წმიდას წმიდისგან (გარეთა ოთახი) ყოფდა. წმიდაში მომსახურე მღვდლებს არ შეეძლოთ წმიდათა წმიდაში შესვლა და კიდობნის დანახვა, რომელზეც ღმერთი ივანებდა (ებრაელთა 9:1—7). ამიტომ, მესამე მეფეთა 8:8-ში ჩაწერილი სიტყვები შეიძლება დამაბნეველი იყოს: „კეტები იმ სიგრძის იყო, რომ მხოლოდ მათი თავები ჩანდა წმიდათა წმიდიდან, დაბირის წინ, და არ ჩანდა გარეთ“. მსგავსი სიტყვებია ჩაწერილი მეორე ნეშტთას 5: 9-ში. მაშინ, როგორ შეეძლო ვინმეს ტაძრის წმიდიდან კეტების დანახვა?

ზოგის წარმოდგენით, კეტები ფარდას ეხებოდა, რის გამოც მისი თავები გამოშვერილი იყო. მაგრამ ეს არ იქნებოდა ასე, თუ კეტები ჩრდილო-სამხრეთისკენ იყო მიმართული და ფარდა მათ პარალელურად ჩამოკიდებული (რიცხვნი 3:38). უფრო გონივრული შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება ყოფილიყო: კეტების დანახვა იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ფარდასა და ტაძრის კედელს შორის ძალიან პატარა შუალედი იქნებოდა დარჩენილი ან, თუ მღვდელმთავარი შევიდოდა წმიდათა წმიდაში. ფარდა მთლიანად ფარავდა კიდობანს, მაგრამ, რადგან კეტები კიდობანზე გრძელი იყო, ისინი კედელსა და ფარდას შორის დარჩენილი პატარა შუალედიდან მოჩანდა. თუმცა შეიძლება ასეთი ახსნა დამაჯერებელი იყოს, ვერ იქნებით მის უტყუარობაში დარწმუნებული.

უდავოა, რომ ბევრი წვრილმანი ჯერ კიდევ გაუგებარია ჩვენთვის. მოციქულმა პავლემ ებრაელთა მიმართ წერილში კიდობნის ზოგიერთი თავისებურება მოიხსენია და შემდეგ ასეთი რამ თქვა: „ამაზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ დაწვრილებით“ (ებრაელთა 9:5). როდესაც ღვთის ერთგული მსახურები აღდგებიან, შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცემა, ბევრი რამ შევიტყოთ ისეთი მამაკაცებისგან, როგორებიც იყვნენ მოსე, აარონი, ბეცალიელი და სხვები, რომლებიც გაცნობილი იყვნენ კარვის ასაშენებელ გეგმასა და მისი გამოყენების მიზანს (გამოსვლა 36:1).

[სქოლიოები]

a კეტები რგოლებიდან არ უნდა გამოეძროთ მაშინაც კი, როცა კიდობანი კარავში იდგა. აქედან გამომდინარე, ისინი სხვა მიზნით არ გამოიყენებოდა. ამავე დროს, კიდობანს არ უნდა შეხებოდნენ; რგოლებიდან კეტების გამოძრობის შემთხვევაში, მათში კეტების ხელახლა გასაყრელად საჭირო იქნებოდა ღვთის კიდობნისთვის ხელის შეხება. რიცხვნის 4:6-ში ჩაწერილი სიტყვები „გაუყრიან კეტებს“, შესაძლოა მიუთითებდეს ახალ ბანაკში მძიმე კიდობნის გადატანის მიზნით რგოლებში კეტების კარგად მორგებაზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება