საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w09 4/1 გვ. 31
  • უმამო ბავშვების მამა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უმამო ბავშვების მამა
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • მსგავსი მასალა
  • გულთბილი ინტერესი გამოავლინე „ობოლთა“ მიმართ
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
  • უმამო ბავშვი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ობოლი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • უმამო ოჯახები — გამოსავალი არსებობს
    გამოიღვიძეთ! — 2000
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
w09 4/1 გვ. 31

დაუახლოვდით ღმერთს

უმამო ბავშვების მამა

გამოსვლა 22:22—24

„უმამო ბავშვების მამა“ არის „ღმერთი თავის წმინდა სამყოფელში“ (ფსალმუნი 68:5). ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს გულში ჩამწვდომი სიტყვები გვასწავლის, რომ ღმერთს მხედველობიდან არ რჩება დაჩაგრულთა მდგომარეობა. ისრაელისადმი მიცემულ კანონში ნათლად ჩანს, რომ ღმერთი ზრუნავს დაობლებულ ბავშვებზე. განვიხილოთ გამოსვლის 22:22—24, სადაც პირველად მოიხსენიება „უმამო ბავშვები“.

ღმერთი ისრაელებს აფრთხილებდა: „არ დაჩაგროთ . . . უმამო ბავშვი“ (მუხლი 22). ეს არ იყო უბრალოდ თხოვნა, რომ დაობლებულ ბავშვებს დახმარებოდნენ, არამედ ღვთის ბრძანება იყო. ბავშვი, რომელსაც მამა უკვდებოდა, თავისი მფარველისა და მარჩენლის გარეშე რჩებოდა. არავის არ უნდა „დაეჩაგრა“ ასეთი ბავშვი. ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში სიტყვა „დაჩაგვრა“ ნათარგმნია, როგორც „სასტიკად, ცუდად მოპყრობა“ და „საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება“. უმამო ბავშვისადმი ცუდად მოპყრობა ღვთისთვის მიუღებელი იყო.

შემდეგ მუხლში ვკითხულობთ: „თუ დაჩაგრავ და ის შემომღაღადებს, უეჭველად მოვისმენ მის ღაღადს“ (მუხლი 23). 22-ე მუხლში მიმართვა მრავლობითშია, ხოლო 23-ში მხოლობითში. როგორც მთელი ერი, ისე თითოეული ისრაელი ვალდებული იყო შეესრულებინა ეს კანონი. იეჰოვას ყური მიპყრობილი ჰქონდა უმამო ბავშვებისკენ და მზად იყო, მათ ღაღადს დაუყოვნებლივ გამოხმაურებოდა (ფსალმუნი 10:14; იგავები 23:10, 11).

როგორ მოიქცეოდა ღმერთი, თუ ვინმე ცუდად მოეპყრობოდა ობოლ ბავშვს? „აენთება ჩემი რისხვა, — ამბობს იეჰოვა, — და მახვილით დაგხოცავთ“ (მუხლი 24). ერთ ბიბლიურ ცნობარში აღნიშნულია, რომ «სიტყვასიტყვით ეს გამოთქმა ნიშნავს „ჩემი ცხვირი გაცხელდება“, რაც დიდი მრისხანების გამომხატველი იდიომაა». ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველას, ვინც დაუცველ ბავშვს დაჩაგრავდა, იეჰოვა თავად გაუსწორდებოდა — ამ საქმეს ღმერთი ისრაელი მსაჯულების იმედად არ ტოვებდა (კანონი 10:17, 18).

იეჰოვა არ იცვლება (მალაქია 3:6). მას ძალიან ებრალება ობოლი ბავშვები (იაკობი 1:27). უმამო ბავშვების მამა სამართლიანად დასჯის მათ, ვინც დაჩაგრავს უდანაშაულო ბავშვებს. ასეთ ბოროტ ადამიანებს ‘იეჰოვას მრისხანება დაატყდება’ (სოფონია 2:2). ისინი მიხვდებიან, რომ „საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა“ (ებრაელები 10:31).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება