საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp19 № 2 გვ. 6-7
  • როცა საყვარელ ადამიანს კარგავთ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როცა საყვარელ ადამიანს კარგავთ
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2019
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲐᲠᲗᲕᲐ ᲖᲝᲒᲛᲐ ᲗᲐᲕᲘ
  • როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამ ტკივილით?
    როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი
  • როგორ გავუმკლავდეთ ტკივილს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • რა შეუმსუბუქებს ჭირისუფალს ტკივილს?
    გამოიღვიძეთ! — 2011
  • ტკივილთან გამკლავება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2019
wp19 № 2 გვ. 6-7
ზღვის სანაპიროზე დამწუხრებული წყვილი ჰორიზონტს გაჰყურებს

როცა საყვარელ ადამიანს კარგავთ

„თავი სრულიად უმწეოდ ვიგრძენი, როცა ჩემი უფროსი ძმა მოულოდნელად გამოგვეცალა ხელიდან. თვეების შემდეგაც კი მის გახსენებაზე ისეთ საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, თითქოს გულში დანას მიყრიდნენ. ზოგჯერ ვბრაზობდი, რატომ უნდა მომკვდარიყო ჩემი ძმა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ მეტი დრო არ გავატარე მის გვერდით“ (ვანესა, ავსტრალია).

ᲗᲣ ᲗᲥᲕᲔᲜᲪ დაგეღუპათ ახლობელი, შეიძლება ათასნაირი გრძნობა დაგეუფლოთ — დროდადრო სევდა შემოგაწვეთ, თავი მარტოდ და უმწეოდ იგრძნოთ; ზოგჯერ გაბრაზდეთ, თავი დაიდანაშაულოთ ან შიშმა შეგიპყროთ. ისიც კი შესაძლოა იფიქროთ, რომ თქვენს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს.

გლოვა ნამდვილად არ არის სისუსტის მაჩვენებელი. პირიქით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენთვის ძალიან ძვირფასი იყო ადამიანი, რომელიც ხელიდან გამოგეცალათ. შესაძლებელია, ეს გაუსაძლისი ტკივილი ოდნავ მაინც დაიამოთ?

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲐᲠᲗᲕᲐ ᲖᲝᲒᲛᲐ ᲗᲐᲕᲘ

შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს ტკივილი არასდროს გაყუჩდება, თუმცა ქვემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინება გარკვეულწილად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.

ᲓᲠᲝ ᲛᲘᲔᲪᲘᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲡ

ყველა ერთნაირად არ გლოვობს. მდგომარეობიდან რომ გამოვიდნენ, ზოგს მეტი დრო სჭირდება, ზოგს — ნაკლები. ასეთ დროს ტირილი დაგეხმარებათ, ემოციებისგან დაიცალოთ. ზემოთ მოხსენიებული ვანესა ამბობს: „გაუთავებლად ვტიროდი; მინდოდა, ამ საშინელი ტკივილისგან თავი დამეღწია“. სოფია, რომელსაც და მოულოდნელად დაეღუპა, გვიზიარებს: „ძალიან მწარეა რეალობისთვის თვალის გასწორება. ეს იმის მსგავსია, ჭრილობა არაერთხელ გაგიხსნან და დაგიმუშაონ. ამ დროს აუტანელ ტკივილს გრძნობ, თუმცა ნელ-ნელა ჭრილობა გიშუშდება“.

ᲘᲡᲐᲣᲑᲠᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲔᲑᲖᲔ

ბუნებრივია, ზოგჯერ განმარტოება მოგინდეთ. თუმცა თუ მარტო ეცდებით ტკივილთან გამკლავებას, ეს იგივეა, მძიმე ტვირთი მარტომ ატაროთ. 17 წლის ჯერედი, რომელსაც მამა მოუკვდა, იხსენებს: „ჩემს გრძნობებს სხვებს ვუზიარებდი. მართალია, ბოლომდე ვერ გამოვთქვამდი სათქმელს, მაგრამ თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდი“. პირველ სტატიაში მოხსენიებული ჯანეტი ამის კიდევ ერთ დადებით მხარეს აღნიშნავს: „ძალიან დიდი შვებაა, როცა სხვებს გულს უშლი. ისინი შედიან შენს მდგომარეობაში და თავს აღარ გრძნობ მარტო“.

ᲣᲐᲠᲡ ᲜᲣ ᲘᲢᲧᲕᲘᲗ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐᲖᲔ

ერთი ექიმი აღნიშნავს: „როდესაც მგლოვიარე ტრაგედიის დატრიალებიდან მალევე იღებს მეგობრებისა თუ ნათესავებისგან დახმარებას, უფრო ადვილად იშუშებს ტკივილს“. ასე რომ, უთხარით მეგობრებს, რით შეუძლიათ დაგეხმარონ; შეიძლება მათ უნდოდეთ, მხარში ამოგიდგნენ, მაგრამ არ იცოდნენ, ეს როგორ გააკეთონ (იგავები 17:17).

ᲓᲐᲣᲐᲮᲚᲝᲕᲓᲘᲗ ᲦᲛᲔᲠᲗᲡ

ტინა ამბობს: „როდესაც მეუღლე კიბოთი დამეღუპა, მეტად აღარ შემეძლო, მისთვის გული გადამეშალა. ამიტომ ყველაფერს ღმერთს ვუყვებოდი. ყოველდღე ვემუდარებოდი, დამხმარებოდა, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი. ვერც კი ჩამოვთვლი, რამდენი რამ გააკეთა ღმერთმა ჩემთვის“. ტარშა, რომელსაც 22 წლის ასაკში დედა მოუკვდა, იხსენებს: „ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა დიდად მანუგეშებდა. ყოველთვის ვპოულობდი რაღაც გამამხნევებელს, რაზეც შემეძლო მეფიქრა“.

ᲬᲐᲠᲛᲝᲘᲓᲒᲘᲜᲔᲗ, ᲠᲝᲒᲝᲠᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲛᲙᲕᲓᲠᲔᲗᲘᲗ ᲐᲦᲓᲒᲝᲛᲐ!

ტინა დასძენს: „თავიდან არანაირად არ მანუგეშებდა აღდგომის იმედი, რადგან მე მაშინ მჭირდებოდა ჩემი მეუღლე, ჩემს ვაჟებს კი — მამა. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ახლა ამ იმედს ისე ვეჭიდები, როგორც მაშველ რგოლს. წარმოვიდგენ ხოლმე იმ დროს, როცა კვლავ ერთად ვიქნებით და ეს დიდ სიმშვიდეს მგვრის“.

ცხადია, ამ გაუსაძლის ტკივილს უმალვე ვერ დაიამებთ, მაგრამ ის, რასაც ვანესა გვიზიარებს, ნამდვილად განუგეშებთ: „შეიძლება გგონიათ, რომ ვერასდროს გამოხვალთ მდგომარეობიდან, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ერთ დღესაც აუცილებლად გამოიდარებს“.

გახსოვდეთ, სიცარიელის გრძნობას ბოლომდე ვერ შეივსებთ, მაგრამ ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა ნამდვილად არ ღირს. მოსიყვარულე ღვთის დახმარებით თქვენ კვლავ გაიხარებთ სხვებთან თბილი ურთიერთობით და დაიბრუნებთ ცხოვრების ხალისს. მალე კი ღმერთი თქვენს ახლობლებს მკვდრეთით აღადგენს. მისი სურვილია, კვლავ შეხვდეთ მათ და გულში ჩაიკრათ. მაშინ ამ ტკივილისგან სამუდამოდ გათავისუფლდებით!

ბიბლიური რჩევები

ღმერთს აღელვებს თქვენი მდგომარეობა

ბიბლიის ერთმა დამწერმა ასეთი სიტყვებით მიმართა ღმერთს: „შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში! განა შენს წიგნში არ გაქვს შემონახული ჩემი ცრემლები?!“ (ფსალმუნი 56:8).

გული გადმოუღვარეთ ღმერთს

„მას [ღმერთს] ვუყვები ჩემს გასაჭირს . . . შენ მოგიხმობ საშველად, იეჰოვაa“ (ფსალმუნი 142:2, 5).

გქონდეთ იმედი!

„იქნება მკვდრეთით აღდგომა“ (საქმეები 24:15).

ღმერთი მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა სიცოცხლეს დაუბრუნებს მილიონობით ადამიანს, რომელთაც სიკვდილმა დარია ხელი (იობი 14:14, 15).b

a იეჰოვა ღვთის სახელია, როგორც ამას ბიბლიიდან ვიგებთ.

b თუ გსურთ, მეტი გაიგოთ მკვდრეთით აღდგომის შესახებ, იხილეთ წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ 30-ე გაკვეთილი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. მისი უფასოდ ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ვებგვერდიდან www.jw.org.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება