საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/02 გვ. 1
  • დაეხმარეთ არააქტიურებს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დაეხმარეთ არააქტიურებს
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
  • მსგავსი მასალა
  • მხედველობიდან არ გამოგრჩეს არააქტიურები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
  • „დამიბრუნდით“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
  • დაეხმარე მათ, რომ მალევე დაუბრუნდნენ კრებას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
km 4/02 გვ. 1

დაეხმარეთ არააქტიურებს

1 იესო თავის ერთ-ერთ იგავში მოიხსენიებს მწყემსს, რომელმაც 99 ცხვარი დატოვა და ერთი დაკარგულის საძებნელად წავიდა. გახსოვთ, რა თქვა მან ამ დაკარგულის პოვნასთან დაკავშირებით? „თუ მოხდება და იპოვის მას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ“ (მათ. 18:13). ასეთი სასიხარულო ამბავი ბევრ კრებაში მოხდა, როდესაც ღვთის სამწყსოს დაუბრუნდა არააქტიური მაუწყებელი.

2 ამ ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მათთვის დახმარების გაწევას, რომლებიც არააქტიურები გახდნენ. ზედამხედველებს ევალებათ, რომ ყურადღება მიაქციონ მთელ სამწყსოს (საქ. 20:28). ამიტომ ისინი ინიციატივას იჩენენ, მოინახულონ ეს არააქტიური მაუწყებლები. ამის შედეგად, ბევრი გამოეხმაურა სიყვარულით ნაკარნახებ ამ მცდელობებს და კვლავ სამეფოს აქტიური მაუწყებელი გახდა. არიან შენს კრებაში ისეთები, რომლებიც ამ ბოლო წლებში გახდნენ არააქტიურები? რის გაკეთება შეგიძლიათ მათ დასახმარებლად?

3 რის გაკეთება შეიძლება. სამსახურებრივი ზედამხედველი და მდივანი ერთსულოვნად ცდილობენ, ხელმძღვანელობა გაუწიონ არააქტიურებისთვის დახმარებას. ასეთი პიროვნებები თავდაპირველად უხუცესებმა უნდა მოინახულონ. ზოგჯერ შეიძლება არააქტიურმა პიროვნებამ დიდი სიამოვნებით მიიღოს წინადადება, რომ ვინმემ ბიბლია შეასწავლოს. ასეთ შემთხვევაში კრების სამსახურებრივი კომიტეტის სხვა წევრებთან მოთათბირების შემდეგ სამსახურებრივმა ზედამხედველმა უნდა გადაწყვიტოს, ვის შეუძლია ამ შესწავლის ჩატარება (იხილე 1998 წლის ნოემბრის „სამეფო მსახურებაში“ „შეკითხვების ყუთი“). ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ეს შესწავლა ჩაეტარებინა იმ დას ან ძმას, ვინც თავიდანვე ასწავლიდა მას, ან ისეთ პიროვნებას, ვისაც იცნობს და პატივს სცემს. თუ ეს მთლიან ოჯახს ეხება, შეიძლება უხუცესს ან სათანადო თანაშემწეს სთხოვონ შესწავლის ჩატარება. არააქტიურ დას შეიძლება გამოცდილმა დამ შეასწავლოს. ახალგაზრდას კი შეიძლება ახალგაზრდა თანაშემწემ ასწავლოს ან რომელიმე სათანადო პიონერმა. სამსახურებრივმა ზედამხედველმა შეიძლება მათ ურჩიოს, რომ გარკვეული თემები ან მთლიანი პუბლიკაცია შეისწავლონ. მიზანი საჭირო დახმარების აღმოჩენაა. ამიტომაც სამსახურებრივმა ზედამხედველმა შეიძლება მიმართოს ნებისმიერ პიროვნებას, ვინც ყველაზე საუკეთესოდ შეძლებდა ამ დახმარების აღმოჩენას.

4 ზოგმა უხუცესმა გამოცდილებიდან იცის, თუ რამდენად სასარგებლოა პირველი მონახულებისას 2000 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატიის „რატომ ემსახურები ღმერთს?“ ან 1992 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატიის „მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ“ (რუს.) განხილვა. ჩამტარებელმა შეიძლება ყურადღება გაამახვილოს იეჰოვას მიმტევებლობაზე და მოყვეს გამამხნევებელი შემთხვევები მათ შესახებ, ვინც იეჰოვას დაუბრუნდა. შემდგომ შეიძლება ბიბლიის რეგულარული შესწავლა დაიწყონ.

5 მაუწყებლებმა, რომლებსაც ასეთი შესწავლების ჩატარების პასუხისმგებლობა და უპირატესობა დაეკისრებათ, შემსწავლელების მიმართ პირადი ინტერესი უნდა გამოავლინონ. უნდა დაუმეგობრდნენ მათ; დაანახვონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, კვლავ გაძლიერდნენ სულიერად; დაეხმარონ იმის დაფასებაში, რომ იეჰოვამ სიყვარული გამოავლინა, მათზე იზრუნა და თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ეს პირადი დახმარება აღმოუჩინა.

6 თუმცა გარკვეულ მაუწყებლებს სთხოვენ, რომ არააქტიურებს დაეხმარონ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ. თითოეულს შეუძლია გამოავლინოს ინიციატივა და სამეფო დარბაზში შემოსულ ასეთ პიროვნებებს მიესალმოს და მათთან სასიამოვნო საუბარიც გააბას. დავანახვოთ, რომ გვახარებს სამეფო დარბაზში მათი ყოფნა და ვიმედოვნებთ, რომ წინსვლას განარგძობენ. მათ მიმართ ყოველთვის უნდა გამოვავლინოთ ასეთი ინტერესი. ერთიანი ძალისხმევის შედეგად კი დადებით შედეგებს მივაღწევთ (ეფეს. 4:16).

7 დიახ, ნამდვილად გვახარებს, რომ ერთდროს არააქტიურები კვლავ ჩვენთან არიან. ამ სიხარულს განსაკუთრებით ისინი განიცდიან, რომლებმაც მათ დახმარებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ უხვად აკურთხოს ჩვენი ძალისხმევა „სიკეთე მოვიმოქმედოთ“ არააქტიურების მიმართ, რომლებიც „რწმენით ჩვენიანები“ არიან (გალ. 6:10).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება