საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 11/98 გვ. 6
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
  • მსგავსი მასალა
  • დაეხმარეთ არააქტიურებს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
  • მხედველობიდან არ გამოგრჩეს არააქტიურები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • „დამიბრუნდით“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
km 11/98 გვ. 6

შეკითხვების ყუთი

◼ მიზანშეწონილი, თუ არა კრების კომიტეტის წევრების მითითებით ბიბლიის საშინაო შესწავლის ჩატარება არააქტიურ ძმასთან ან დასთან?

უხუცესების პასუხისმგებლობაა, დამწყემსონ კრება, მათ შორის ნებისმიერი არააქტიური წევრი. ისინი ინახულებენ ასეთებს და ადგენენ, თუ თითოეულს როგორი დახმარება ესაჭიროება. თუ საჭიროდ ჩათვლიან, შეიძლება არააქტიურ მაუწყებელს ბიბლიის პირადი შესწავლა შესთავაზონ. წიგნში „ორგანიზებული ვართ ჩვენი მსახურების შესასრულებლად“ (რუს.) 104-ე გვერდზე ახსნილია, რომ კრების სამსახურებრივი კომიტეტი წყვეტს, თუ ვის შეიძლება გაეწიოს ასეთი დახმარება.

სამსახურებრივი ზედამხედველი განსაზღვრავს, თუ ვინ შეძლებს საუკეთესო დახმარების აღმოჩენას, რა საკითხები უნდა განიხილონ და რომელი პუბლიკაციების გამოყენება იქნება საუკეთესო. შეიძლება მაუწყებლებმა, ვინც თავდაპირველად ატარებდა შესწავლას ამ პიროვნებასთან ან ვისაც კარგად იცნობს და აფასებს არააქტიური მაუწყებელი, საუკეთესო დახმარება გაუწიოს მას. უნარიან და მოწიფულ დას შეიძლება სთხოვონ, რომ დაეხმაროს არააქტიურ დას. ჩვეულებრივ, აუცილებელი არ არის, რომ სხვა მაუწყებელი ახლდეს დანიშნულ ჩამტარებელს. თუ მაუწყებელს დანიშნავენ, მაშინ მას შეუძლია ჩაიწეროს დრო, განმეორებითი მონახულებები და შესწავლა.

რადგან მაუწყებელი მონათლულია, ჩვეულებრივ, შესწავლა დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა გაგრძელდეს. მიზანი ის უნდა იყოს, რომ არააქტიურ მაუწყებელს დახმარება გაეწიოს, დაიწყოს კრების ყველა შეხვედრაზე დასწრება და კეთილი ცნობის რეგულარული მაუწყებელი გახდეს. სამსახურებრივი ზედამხედველი პასუხისმგებელი იქნება ასეთ შესწავლებზე. ამ სიყვარულით აღსავსე ღონისძიების შედეგი ის უნდა იყოს, რომ ასეთმა ძმებმა და დებმა შეძლონ, იტვირთონ თავიანთი პასუხისმგებლობა იეჰოვას წინაშე და მტკიცედ ‘გაიდგან ფესვი და დაფუძნდნენ’ ჭეშმარიტებაში (ეფეს. 3:17; გალ. 6:5).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება