მხედველობიდან არ გამოგრჩეს არააქტიურები
1. რატომ უნდა გავამხნევოთ ისინი, რომლებიც არააქტიურები გახდნენ?
1 იცნობ ისეთ ვინმეს, ვინც არააქტიური გახდა? შესაძლოა, მან კრებასთან ურთიერთობა გაწყვიტა და გზას ასცდა. შეიძლება ასეთ ადამიანს კარდაკარ მსახურების დროს შეხვედრიხარ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არააქტიური ჯერ კიდევ ჩვენი ძმაა. გვინდა, რომ ასეთები ჩვენს სიყვარულში დავარწმუნოთ და დავეხმაროთ, დაუბრუნდნენ კრებას და ‘ჩვენი სულების მწყემსსა და ზედამხედველს’ (1 პეტ. 2:25).
2. როგორ შეგვიძლია არააქტიურის გამხნევება?
2 გამოავლინე ინტერესი: თუ ტელეფონით გადავურეკავთ ან ცოტა ხნით შევუვლით, ამან არააქტიური შეიძლება დაარწმუნოს, რომ ჩვენ ის არ დაგვიწყებია. რა შეგვეძლო გვეთქვა მისთვის? შეგვეძლო გაგვემხნევებინა თუნდაც იმის თქმით, რომ ვფიქრობთ მასზე. ისაუბრე დადებით და გამამხნევებელ თემებზე (ფილ. 4:8). საუბარში შეგეძლო ის საინტერესო აზრები მოგეხსენიებინა, რომლებიც ბოლო დროს მოისმინე შეხვედრებზე. არააქტიური შეგვეძლო კრების მომავალ შეხვედრასა თუ კონგრესზე დაგვეპატიჟა და გვეთქვა, რომ მისთვის ჩვენ გვერდით ადგილს დავიკავებდით ან მანქანით გავუვლიდით.
3. როგორ დაბრუნდა ერთი არააქტიური და კრებაში?
3 ერთი მაუწყებელი უბანზე ქადაგებისას შეხვდა ჩვენს დას, რომელიც 20 წელზე მეტი ხანი არააქტიური იყო. მართალია, მას სურვილი არ ჰქონდა, რომ ბიბლიის შესწავლა დაეწყო, მაგრამ დამ, რომელიც მას შეხვდა, მომდევნო მონახულებაზე მიმდინარე თვის ჟურნალები დაუტოვა. საოლქო კონგრესის შემდეგ მაუწყებელმა არააქტიურ დას კონგრესზე მოსმენილი საინტერესო აზრები გაუზიარა; საბოლოოდ ეს არააქტიური და კვლავ დაბრუნდა კრებაში.
4. როგორ უნდა მივიღოთ არააქტიური, რომელმაც კრებაზე დასწრება დაიწყო?
4 როდესაც არააქტიური ბრუნდება: როდესაც არააქტიური ძმა კრებაზე სიარულს იწყებს, როგორ უნდა მივიღოთ ის? გაიხსენე, როგორ მოექცა იესო თავის მოწაფეებს, რომლებმაც დროებით მიატოვეს? იესომ თბილად მოიხსენია ისინი, როცა „ძმები“ უწოდა, და მათ მიმართ ნდობა გამოხატა. იესომ მნიშვნელოვანი დავალებაც კი მისცა მათ (მათ. 28:10, 18, 19). ამის შემდეგ, მალევე, იესოს მოწაფეები „დაუღალავად“ აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას (საქ. 5:42).
5. აღნიშნე, როდის არის აუცილებელი, რომ არააქტიურის შესახებ უხუცესებს დაველაპარაკოთ.
5 სანამ არააქტიურს ბიბლიის შესწავლას შევთავაზებთ ან დავგეგმავთ მსახურებას ძმასთან, რომელიც დიდი ხანია არააქტიურად ითვლება, პირველ რიგში რჩევისთვის უხუცესებს უნდა მივმართოთ. თუ უბანზე არააქტიურს შევხვდებით, ამის შესახებ უხუცესებს უნდა შევატყობინოთ, რათა მათ შეძლონ საჭირო დახმარების აღმოჩენა.
6. რა სიხარული შეიძლება მოგვიტანოს არააქტიურების დახმარებამ?
6 ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვინც ფინიშამდე მივლენ (მათ. 24:13). ამიტომ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის, ვინც წაბორძიკდა ან გზას ასცდა. თუ მოთმინებით ვირეკლავთ იეჰოვას სიყვარულს იმით, რომ გულწრფელ ინტერესს ვავლენთ არააქტიურების მიმართ, დიდი სიხარული შეიძლება მოგვიტანოს იმის დანახვამ, რომ ისინი ჩვენთან ერთად კვლავაც ასრულებენ წმინდა მსახურებას (ლუკ. 15:4—10).