ყოველთვის ეცნობი საინფორმაციო დაფაზე განთავსებულ ინფორმაციას?
უხუცესები, მომსახურეები და სხვები, ვისაც გარკვეული პასუხისმგებლობები აქვთ კრებაში, სისტემატურად ეცნობიან დაფაზე განთავსებულ ინფორმაციას, რათა გაიგონ, რა დავალებები აქვთ შესასრულებელი. თუმცა კრების ყველა წევრს შეუძლია დაფაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მონახვა. მაგალითად, იცით განრიგით, როდის გიწევთ სამეფო დარბაზის დალაგება? თქვენმა კრებამ რაიმე მნიშვნელოვანი წერილი ხომ არ მიიღო სარაიონო ზედამხედველისგან ან ფილიალიდან? შეგიძლიათ უთხრათ თქვენს ბიბლიის შემსწავლელს, რა საჯარო მოხსენება იქნება წაკითხული ამ კვირაში? ცვლილებები ხომ არ მოხდა თქვენი კრების ან სამქადაგებლო მსახურების შეხვედრის ჩატარების განრიგში? ამ ინფორმაციის უმეტესობა განცხადებების სახით აღარ წაიკითხება კრების მსვლელობისას და შეუძლებელია, რომ უხუცესებმა ეს ინფორმაცია პირადად გადასცეს თითოეულ მაუწყებელს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის პირადად უნდა გავეცნოთ საინფორმაციო დაფაზე განთავსებულ ინფორმაციას. თუ ასე მოვიქცევით, მაშინ ყველაფერი „წესიერად და ორგანიზებულად“ წარიმართება (1 კორ. 14:40).