ვიხაროთ მეტი ჟურნალის გავრცელებით
1 იეჰოვას საყოველთაო ორგანიზაცია თავისი ნაყოფიერებით არის ცნობილი. იესო ქრისტეს მეშვეობით იეჰოვამ ისე განავითარა თავისი მიწიერი ორგანიზაცია, რომ მოხალისე და ნაყოფიერად მომუშავე ადამიანებით გამოირჩევა (ფსალმ. 109:3; მათ. 9:37, 38). თუ მსახურებაში ხარისხთან ერთად ყურადღებას ვამახვილებთ რაოდენობაზეც, ამას შედეგად მეტი სიხარული მოაქვს (ლუკ. 10:17). ეს განსაკუთრებით მაშინ არის ასე, როცა ვცდილობთ, უფრო მეტი ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ გავავრცელოთ.
2 ჟურნალების გავრცელება ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც სამეფოს ცნობა ვრცელდება სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა სამქადაგებლო საქმიანობის ზრდასთან ერთად ეს ასეც ხდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგან გავრცელებული ჟურნალების რაოდენობა შემცირდა. როგორ შეიძლება ამ ტენდენციის გამოსწორება? რომელი ზოგიერთი მთავარი საკითხი უნდა გვქონდეს მხედველობაში, რაც მეტი ჟურნალის გავრცელების საშუალებას მოგვცემს?
3 შაბათი — ჟურნალების გავრცელების დღე. საზოგადოება გვახალისებს, რომ მონაწილეობა მივიღოთ ჟურნალების გავრცელებაში ყოველ შაბათს. რაღაც თემაზე საუბრის ნაცვლად, ნახევარი წუთიდან ერთ წუთამდე შეთავაზებისას მოკლედ შეეხე ერთ სტატიას და შემდეგ ორივე ჟურნალი შესთავაზე. თუ მობინადრე კითხვებს სვამს ან ჩვეულებრივზე უფრო მეტ ინტერესს ავლენს, სწრაფადვე ნუ გადავინაცვლებთ სხვა კართან.
4 რაც შეეხება „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს, მათში მრავალფეროვნება ნამდვილად არ არის მწირი. ხშირად ძმა, რომელიც სამსახურებრივი შეხვედრის პირველ ნაწილს უძღვება, მიმდინარე ჟურნალებიდან საინტერესო სასაუბრო პუნქტებს იხსენიებს. ყურადღებით იყავი, რომ ჩაიწერო რჩევები, რომლებსაც გამოიყენებდი. თუ სამსახურებრივ შეხვედრაზე ინსცენირებაც არის წარმოდგენილი, დაიმახსოვრე, როგორ კეთდება ეს, გაივარჯიშე და შაბათს გამოიყენე მსახურებაში. თუ შენს შეთავაზებას მცირე გამოხმაურება მოჰყვა, მიმოხილვისთვის სხვა სტატია შეარჩიე. თითოეული ნომერი მრავალ საინტერესო საკითხს შეიცავს სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანების მისაზიდად. თუ გეცოდინება, რა სტატიებია ორივე ჟურნალში, გაგიადვილდება შენი შეთავაზების მობინადრის ინტერესებთან შესაბამება.
5 დადებითი განწყობა. გაეცანი ჟურნალებს — ეს არის უფრო მეტი ჟურნალის გავრცელების პირველი ნაბიჯი. ამ მიზნის მიღწევა უფრო ადვილია, როდესაც რეგულარულად ვკითხულობთ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს. თუ გაცნობილი ვართ მათ შინაარსს, გვსურს, ყველა ხელსაყრელი შემთხვევა გამოვიყენოთ ხალხისთვის მათ შესათავაზებლად. ჩვენ შორის უმეტესობას შაბათობით ჟურნალების კარდაკარ გავრცელებაში მონაწილეობის კარგი შესაძლებლობა ეძლევა. მრავალი კრება ჟურნალების გავრცელებისთვის შუა კვირაში გამოყოფს ხოლმე დროს, რათა დაეხმარონ იმ მაუწყებლებს, რომლებსაც შაბათობით არ შეუძლიათ მსახურება. ზოგიერთმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ საღამოობით შესანიშნავი საშუალება ეძლევა ჟურნალების კარდაკარ გასავრცელებლად. ქუჩაში, მაღაზიებში არაფორმალურად ქადაგება და ჟურნალების გავრცელების მარშრუტი — ყოველივე ეს საუკეთესო საშუალებებია, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ჟურნალების გავრცელებაში. თუ კარდაკარ რეგულარულად მსახურების დროს იმ თვეში გასავრცელებელ ლიტერატურაზე უარი თქვეს, შეგვიძლია შევთავაზოთ ჟურნალების ბოლო ნომრები. ამის მზადყოფნით კეთებას სიხარულის მოტანა შეუძლია.
6 მარტივი შეთავაზება მეორე რჩევაა უფრო მეტი ჟურნალის გასავრცელებლად. როგორც ჩანს, ზოგიერთი მაუწყებელი ჟურნალების გავრცელებისას გრძელ შეთავაზებებს იყენებს. სხვები რომელიმე თემის შესახებ ვრცლად საუბრობენ, როდესაც ჟურნალების გავრცელებაში მონაწილეობენ. თუმცა ეს არ არის რეკომენდებული. 1956 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“(ინგლ.), რომელშიც უფრო მეტი ჟურნალის გავრცელებისკენ მოუწოდებდნენ, ნათქვამი იყო: «მოკლე, კონკრეტული შეთავაზება საუკეთესო საშუალებაა ჟურნალების გასავრცელებლად. მიზანი ბევრი ეგზემპლარის გავრცელებაა. ისინი თავად „ილაპარაკებენ“ საკუთარ თავზე. საზოგადოება გვირჩევს ნახევარი წუთიდან ერთ წუთამდე ხანგრძლივობის კარგად მომზადებულ შეთავაზებას, რომელიც ჟურნალში განხილულ ერთ რომელიმე საკითხთან იქნება დაკავშირებული».
7 შემდგომი რჩევაა: იყავი მოქნილი. მოამზადე ერთზე მეტი შეთავაზება. თუ ცვალებად სიტუაციაში აღმოჩნდი, ყველანაირ ადამიანთან საუბარს და შენი შეთავაზების მათი ინტერესებისთვის მორგებას შესძლებ. ასეთ წინასწარ მომზადებას ხშირად შედეგად უფრო მეტი ჟურნალის გავრცელება და მეტი სიხარული მოაქვს.
8 ბოლო რჩევა: დაისახე პირადი მიზნები. შენ შესაძლოა გახსოვს, რომ ეს უკვე რამდენჯერმე იყო ხაზგასმული „ჩვენს სამეფო მსახურებაში“. შესაძლოა ცდილობ, რომ თვეში ნამსახურებ ყოველ ერთ საათში საშუალოდ ერთი ჟურნალი გაავრცელო. შენი მიზანი გონივრული უნდა იყოს, დაუფიქრდი საკუთარ მდგომარეობას და იმას, თუ რამდენი დრო შეგიძლია გამოუყო მსახურებას.
9 იეჰოვა, თავისი ხილული ორგანიზაციის მეშვეობით, კვლავაც უზრუნველგვყოფს ყოველივე იმით, რაც იმისათვის გვესაჭიროება, რომ მსახურებაში უფრო მეტი მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ გვაქვს მშვენიერი, მრავალფეროვანი ჟურნალები, რომლებსაც მსახურებაში ვიყენებთ. ჩვენი მხრიდან კი უნდა ვეცადოთ, ჟურნალების გავრცელებისთვის კრების ღონისძიებებში მივიღოთ მონაწილეობა. იმის გამო, რომ ეს საქმიანობა იეჰოვას განადიდებს, გვექნება დიდი სიხარული, რომელიც მსახურებაში უფრო მეტი ჟურნალის გავრცელებას მოაქვს (იოან. 15:8).