მზად ხარ რწმენის გამომცდელი სამედიცინო სიტუაციის შესახვედრად?
ეს ინფორმაცია ისეთ ადგილზე შეინახე, რომ საჭიროების დროს მალე მონახო
1 არავინ ფიქრობს ალბათობაზე, რომ დღეს ან ხვალ შეიძლება მოხვდეს საავადმყოფოში. მაგრამ ჯერ კიდევ „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“ (ეკლ. 9:11). შეიძლება ფიქრობ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არ გჭირდება სამედიცინო მკურნალობა, მაგრამ რას გააკეთებ სისხლის არასასურველი გადასხმისგან თავის დასაზღვევად, თუ უბედური შემთხვევის შედეგად უგრძნობ მდგომარეობაში აღმოჩნდები და სასწრაფოდ წაგიყვანენ საავადმყოფოში? დიახ, უბედურმა შემთხვევამ ან ჯანმრთელობის უეცარმა გაუარესებამ შეიძლება მოულოდნელად დაგაყენოს რწმენის გამოცდის წინაშე.
2 თუ რაღაც მიზეზის გამო აღმოჩნდები საავადმყოფოში, და ვინმე გეტყვის, რომ სისხლის გადასხმის გარეშე მოკვდები რას გააკეთებ უმწიკვლოების შესანარჩუნებლად? ნაჩქარევად ხომ არ დაასკვნი, რომ შენ მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში ხარ? სრულიად ხარ დარწმუნებული, რომ არ გინდა სისხლი? მზად ხარ, რომ შეხვდე რწმენის ასეთ გამოცდას და ‘თავი შეიკავო სისხლისგან’? (საქ. 15:28, 29).
3 თავიდანვე საჭიროა მტკიცე რწმენა, რათა არასასურველ, სულიერად წამბილწველ სისხლის გადასხმაზე წინააღმდეგობის გაწევაში წარმატებას მივაღწიოთ. ასეთი რწმენა დაფუძნებული უნდა იყოს იმის ნათელ გაგებაზე, თუ რას ამბობს ბიბლია სისხლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ მომენტში, როცა ემოციებით ხარ შეპყრობილი, ადვილად დაგაშინებს ის, ვინც ირწმუნება, რომ შენზე მეტი იცის ასეთ ვითარებებთან დაკავშირებით. შეცდებოდი თუ არა ისეთი აზრის განვითარებით, რომ ექიმებს ღმერთზე მეტი ესმით სისხლის შესახებ? უეჭველია, ასეთი ვითარებების დროს უნდა გქონდეს ‘მტკიცე გადაწყვეტილება’ (აქ) და ‘მოიქცე სწორად’ იეჰოვას თვალში, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ჩვეულებრივი ადამიანები (რჯლ. 12:23–25). ნუთუ მარტო მოგიწევს რწმენის ასეთ გამოცდასთან შეხვედრა? (ეკლ. 4:9–12).
საავადმყოფოების საინფორმაციო მომსახურება და საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტები
4 სისხლის გადასხმასთან დაკავშირებულ პრობლემაში მოხვედრილთა დასახმარებლად, საგუშაგო კოშკის საზოგადოებამ დააფუძნა საავადმყოფოების საინფორმაციო მომსახურება. აგრეთვე ცენტრალურ ქალაქებში მან დააფუძნა საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტები. ყოველი კომიტეტი შედგება რამდენიმე უხუცესისგან, რომლებიც სპეციალურად ამ საქმისთვის არიან მომზადებულნი.
5 საავადმყოფოების საინფორმაციო მომსახურებას შეუძლია აწარმოოს კვლევა-ძიება მთელი მსოფლიოს 3 600-ზე მეტ სამედიცინო ჟურნალში, რათა იპოვოს ინფორმაცია, რომელიც შეეხება სისხლის გარეშე სხვადასხვა სახის ოპერაციისა და მკურნალობის არსებულ მეთოდებსა და ეფექტურობას. შემდეგ, მედიცინაში სიახლეების შესახებ ინფორმაციებს ის აწვდის საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტებს, ჯანმრთელობის დაცვის ცენტრებსა და ზოგიერთ ექიმს. (საავადმყოფოების საინფორმაციო მომსახურება ზოგჯერ გზავნიდა სამედიცინო სტატიებს, რომლებშიც ნაჩვენები იყო, თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო სისხლის გარეშე და ამით წარმატებით აცხრობდა უწყვეტ დაპირისპირებებს საავადმყოფოებში). ის ყოველთვის ატყობინებს კომიტეტებს დადებითი სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ, რაც დაეხმარება მოსამართლეებს უფრო მეტი გონება-გამჭრიახობით აწარმოონ ჩვენი საქმე. აგრეთვე ის ინახავს ჩანაწერებს ექიმების შესახებ, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის, ასე რომ, კომიტეტებს ყოველთვის აქვთ ახალი კარტოთეკები სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული პრობლემების დროს გამოსაყენებლად.
6 აგრეთვე საავადმყოფოების საინფორმაციო მომსახურება ზედამხედველობას უწევს საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტების მომზადებასა და მუშაობას. ქალაქებში არსებული საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტები რეგულარულად წარუდგენენ საინფორმაციო ცნობებს საავადმყოფოების პერსონალს მათთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. აგრეთვე ისინი აწარმოებენ პერსონალის გამოკითხვას, რომ იპოვონ სხვა ექიმები, რომლებიც მკურნალობას სისხლის გამოყენების გარეშე ჩაატარებენ. ეს ძმები მუდამ მზად არიან, რომ დაგეხმარონ, მაგრამ შენ წინასწარ უნდა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები, რითაც საფუძველს ჩაუყრი, რომ მათ თავიანთი სამუშაო უფრო ეფექტურად შეასრულონ.
წინასწარი გადამწყვეტი ნაბიჯები — გადადგი უკვე ასეთი ნაბიჯები?
7 პირველყოვლისა, დარწმუნდი, რომ ოჯახის თითოეულ წევრს აქვს პირადი სამედიცინო განკარგულების ბარათი, რომელიც შევსებულია ზედმიწევნით — დათარიღებულია, ხელმოწერილია და დამოწმებულია. როდესაც ზოგიერთი ძმა საავადმყოფოში მოხვდა, მისი დაუთარიღებელი ან დაუმოწმებელი ბარათის ვარგისიანობა საეჭვო გახდა. აგრეთვე ყველა მოუნათლავ შვილს შევსებული აქვს თუ არა პირადობის მოწმობა? თუ არა, მაშინ საიდან ეცოდინება საავადმყოფოს პერსონალს შენი პოზიცია სისხლთან დაკავშირებით ან ვის შეატყობინოს, თუ ბავშვი უკიდურეს მდგომარეობაში იქნება?
8 შემდეგ ყურადღება მიაქციე, რომ თითოეულმა ყოველთვის ატაროს თავისი ბარათი. ყოველდღე შეუმოწმე ბარათი შენს ბავშვებს სკოლაში წასვლამდე, დიახ, მაშინაც კი, როცა სათამაშოდ მიდიან ეზოში ან სადმე დასასვენებელ ადგილზე. თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს ბარათი თან გვაქვს სამსახურში, შვებულებაში თუ ქრისტიანულ კონგრესზე. ნურასოდეს იქნები მის გარეშე!
9 დაფიქრდი, რა შეიძლება მოხდეს, თუ მძიმე მდგომარეობაში მოხვდები რეანიმაციაში და იქნები გრძნობადაკარგული ან არ შეგეძლება ლაპარაკი. თუ თან არ გექნება ბარათი და საავადმყოფოში ჯერ არ იქნებიან მოსული შენი ნათესავები ან უხუცესი, რომ შენს მაგივრად ილაპარაკონ, და თუ გადაწყდება, რომ ‘საჭიროა სისხლი’, შენ, ალბათ, გადაგისხამენ სისხლს. საუბედუროდ, ეს ზოგიერთს დაემართა. მაგრამ როცა თან გაქვს ბარათი, ის შენს მაგიერ ილაპარაკებს და გამოხატავს შენს სურვილს.
10 ამიტომ სამედიცინო ბარათი უკეთესია სამედიცინო სამაჯურსა და ყელსაბამზე. სამაჯური და ყელსაბამი არ განმარტავენ ბიბლიაზე დაფუძნებულ მიზეზებს ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით და არა აქვთ ხელმოწერები, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნას. კანადაში ერთი ჩვენი დის ბარათის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება ამბობდა: „[პაციენტმა] იმ შემთხვევისთვის, თუ იქნებოდა უგრძნობ მდგომარეობაში ან ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ შეძლებდა თავისი სურვილის გამოთქმას, ამოირჩია ერთადერთი საშუალება, რითაც შეატყობინებდა ექიმებსა და მედიცინის სხვა მუშაკებს, რომ თანახმა არ იქნებოდა სისხლის გადასხმაზე“. ამიტომ, ყოველთვის თან გქონდეს ბარათი!
11 თუმცა ჩვენი „სამედიცინო განკარგულება“ ძირითადად უკიდურესი შემთხვევებისთვის არის განკუთვნილი, დაგეგმილი ოპერაციის დროს შენი მხრიდან ბრძნული იქნებოდა, თუ დაწერდი უფრო ვრცელ პირად წინასწარ განკარგულებას (რომელიც დაფუძნებულია ჩვენს „სამედიცინო განკარგულებაზე“), ამიტომ მასში შეგიძლია ჩართო, როგორი ოპერაცია გინდა, ასევე ექიმებისა თუ საავადმყოფოების სახელები. შენ გაქვს ამის უფლება და ამით უზრუნველყოფილი იქნები შენს მიერ ამორჩეული მკურნალობით. მაშინაც კი, როცა არც შენ და არც ექიმები არ მოელით სერიოზულ გართულებებს, აუხსენი, რომ ნებისმიერი უცაბედი შემთხვევის დროს უნდა მიჰყვნენ ამ განკარგულებას (იგავ. 22:3).
12 შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის საუბარი იმ სამედიცინო პერსონალთან, რომელთანაც მოგიწევს ურთიერთობა რეკომენდებული ან გადაუდებელი მკურნალობის დროს. განსაკუთრებით კი, ვისთან უნდა ისაუბრო?
ესაუბრე სამედიცინო პერსონალს
13 ექიმების ბრიგადა: ამ დროს ადამიანების მიმართ შიშმა არ უნდა გვძლიოს (იგავ. 29:25). თუ დაჯერებულობა არ გეტყობა, ვინმემ შეიძლება დაასკვნას, რომ გულწრფელი არა ხარ. როდესაც საჭირო ხდება დაგეგმილი თუ გადაუდებელი ოპერაციის გაკეთება, შენ ან შენმა ახლო ნათესავმა გაბედულად უნდა დაუსვათ გარკვეული კონკრეტული კითხვები ბრიგადის მთავარ ქირურგს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა: პატივს სცემენ თუ არა ისინი პაციენტის სურვილს და ნებისმიერ შემთხვევაში უმკურნალებენ თუ არა სისხლის გარეშე? ასეთი გარაანტიის გარეშე არ იქნები კარგად დაცული.
14 გასაგებად და ღირსეული დამაჯერებლობით მოახსენე შენი სურვილების შესახებ. გააგებინე მათ, რომ გინდა ალტერნატიული სამედიცინო დახმარება სისხლის გამოყენების გარეშე. მშვიდად და მტკიცედ ესაუბრე შენი პირადი წინასწარი სამედიცინო განკარგულებისა და აგრეთვე საავადმყოფოს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ბლანკის შესახებ. თუ ქირურგს არ სურს შენი სურვილის თანახმად მოქმედება, დროს მოიგებ, თუ საავადმყოფოს ადმინისტრატორს სთხოვ, მოგიძებნოს სხვა ექიმი. ეს მისი სამუშაოს ერთ-ერთი ნაწილია.
15 ანესთეზიოლოგი: ექიმთა ბრიგადის ერთ-ერთი წევრი, ვისთანაც მოგიწევს საუბარი ოპერაციამდე; არ უნდა გამოგრჩეს, ესაუბრო ამ ექიმს. ოპერაციის დროს ანესთეზიოლოგს ევალება, შეგინარჩუნოს სიცოცხლე და ის წყვეტს სისხლთან დაკავშირებულ საკითხებს. ამიტომ მხოლოდ ქირურგთან საუბრით სავსებით დაცული არ იქნები. მაშასადამე, უნდა ელაპარაკო და დააჯერო ანესთეზიოლოგი შენს პოზიციასთან დაკავშირებით, რათა გაიგო, პატივს სცემს თუ არა შენს პოზიციას (შეადარე ლუკა 18:3–5).
16 როგორც ჩანს, ჩვეულებრივია, რომ ანესთეზიოლოგები მცირე ხნით აკითხავენ პაციენტს ოპერიაციის წინა დღეს, გვიან ღამით, რაც უკვე ძალიან დაგვიანებულია, თუ ის ეწინააღმდეგება შენს პოზიციას სისხლთან დაკავშირებით. დაჟინებით მოითხოვე, რომ ქირურგმა წინასწარ ამოირჩიოს ისეთი ანესთეზიოლოგი, რომელიც მზად არის თანამშრომლობისთვის და რომელთანაც შეგიძლია ისაუბრო დაგეგმილ ოპერაციამდე დიდი ხნით ადრე. შემდეგ დრო გექნება, რომ იპოვო სხვა ანესთეზიოლოგი, თუ პირველი არ ეთანხმება შენს სურვილებს. ნურავინ დაგათმობინებს უფლებას, ოპერაციის დროს გყავდეს ის ანესთეზიოლოგი, რომელიც გინდა.
17 ყველასთვის ნათელი უნდა გახადო შენი მტკიცე პოზიცია: არავითარი სისხლი. სთხოვე ალტერნატიული სამედიცინო დახმარება სისხლის გამოყენების გარეშე. მოიხსენიე შენი სიტუაციისთვის გამოსადეგი სისხლის ნებისმიერი ცნობილი შემცვლელები. თუ ექიმთა ბრიგადა ფიქრობს, რომ ამ შემცვლელთაგან არც ერთი არ არის სასარგებლო შენთვის, სთხოვე, გამოიძიონ სამედიცინო ლიტერატურაში არსებული სხვა შესაძლებლობების შესახებ. დაარწმუნე, რომ თუ სურთ, შეგიძლია მონახო მათთვის რამე ინფორმაცია იმით, რომ სთხოვ შენს უხუცესებს, დაუკავშირდნენ საავადმყოფოებთან საურთიერთო უახლოეს კომიტეტს.
შენი უფლებების გამოყენება
18 ყურადღებით განიხილე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ბლანკი და თანხმობის ბლანკი, რომლებზეც მიღებისთანავე უნდა მოაწერო ხელი საავადმყოფოს თხოვნით. როდესაც ამბობენ, რომ პატივს სცემენ შენს სურვილს, ზოგჯერ იქვე, მომდევნო აბზაცში აცხადებენ, რომ ხელისმომწერი თანახმაა, გართულების შემთხვევაში საავადმყოფომ ჩაუტაროს „სიცოცხლის გადამრჩენი“ მკურნალობა. ამაში შეიძლება შედიოდეს სისხლი. შენ გაქვს უფლება, საერთოდ წაშალო ან შეცვალო ნებისმიერი ასეთი განაცხადი, რათა გამორიცხო სისხლი. ექთნებმა შეიძლება სცადონ შენი დარწმუნება, რომ ამის უფლება არ გაქვს, მაგრამ შენ გაქვს ეს უფლება! აუხსენი, რომ ასეთი ბლანკი არის შენსა და მათ შორის ხელშეკრულება და არ მოუწერ ხელს ისეთ ხელშეკრულებაზე, რომელსაც არ ეთანხმები. თუ ვინმე შეეცდება დაძალებას, რომ ხელი მოაწერო შენი სურვილის საწინააღმდეგოდ, სთხოვე, რომ დაგალაპარაკონ საავადმყოფოს ადმინისტრატორთან.
19 გაქვს უფლება გააკეთო ასეთი რამ? დიახ. ამიტომ იცოდე, როგორც პაციენტის, შენი უფლებების შესახებ. როცა საავადმყოფოში შედიხარ, ადამიანის უფლებები მის შესასვლელთან არ რჩება. მკურნალობისთვის საჭირო არ არის უარი თქვა შენს უფლებებზე. ნურავის დართავ ნებას სხვაგვარად გელაპარაკოს.
20 ერთ ასეთ უფლებათაგანს ეწოდება გაცნობიერებული დათანხმების უფლება, რომელიც ითვალისწინებს, რომ ვერავითარ მკურნალობას ვერ ჩაგიტარებენ შენი ნებართვის გარეშე. თუ გსურს, ყველანაირი მკურნალობის უარყოფაც შეგიძლია. მკურნალობაზე დათანხმებამდე ნათლად უნდა აგიხსნან, თუ რის გაკეთებას აპირებს ექიმთა ბრიგადა, ყველა რისკის ჩათვლით. შემდეგ უნდა გითხრან ყველა არსებული ალტერნატივის შესახებ. იმის შემდეგ, რაც გაგათვიცნობიერებენ, შენ ირჩევ იმ მკურნალობას, რომელიც გსურს.
21 დარწმუნებული რომ იყო, თუ რაზე ამბობ თანხმობას, უნდა დაუსვა ვრცელი შეკითხვები ყველაფრის შესახებ, რაც არ გესმის, განსაკუთრებით, როცა საავადმყოფოს პერსონალი იყენებს რთულ სიტყვებს ან სამედიცინო ტერმინებს. მაგალითად, თუ ექიმი ამბობს, რომ უნდა გამოიყენოს „პლაზმა“, შეიძლება მიამიტურად დაასკვნა, რომ ის გულისხმობს „პლაზმის მოცულობის შემავსებელს“, მაგრამ ეს ასე არ არის. დათანხმებამდე ჰკითხე: „სისხლის კომპონენტი ხომ არ არის?“ ნებისმიერი პროცედურის შესახებ ჰკითხე: „ამ მკურნალობაში შედის თუ არა სისხლის პროდუქტების გამოყენება?“ თუ ის აღწერს გარკვეულ მოწყობილობებს, რომელთა გამოყენება სურს, ჰკითხე: „ჩემი სისხლი სადმე შეინახება თუ არა ამ მოწყობილობის გამოყენების ნებისმიერ დროს?“
22 მაგრამ რა უნდა გააკეთო, თუ ყველაფერი მოიმოქმედე ზემოხსენებულის თანახმად და მაინც არ სურთ თანამშრომლობა ან შენს პოზიციას წინააღმდეგობასაც კი უწევენ? ნუ დააყოვნებ, მოითხოვო დახმარება. ზოგმა დიდი ხნით დააყოვნა დახმარების მოთხოვნა და საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.
ძვირფასი დახმარება საჭიროების დროს
23 როცა 1) შენ ან შენს ახლობელს საქმე გექნებათ დაგეგმილ ან გადაუდებელ ოპერაციასთან, სადაც საავადმყოფო გეწინააღმდეგება და სურს სისხლის გამოყენება; ან 2) თუ შენი ან შენი ახლობლის მდგომარეობა სერიოზულად უარესდება; ან 3) თუ ბავშვის (ან სრულწლოვანის) შემთხვევაში ექიმი, ექთანი ან ადმინისტრატორი ამბობენ, რომ სასამართლოში გადასცემენ საქმეს, ყურადღება მიაქციე შემდეგ საფეხურებს საჭირო დახმარების მისაღებად:
24 დაუკავშირდი შენს ადგილობრივ უხუცესებს, თუ მანამდე არ გაგიკეთებია ეს. (მართლაც, სისხლთან დაკავშირებული ჩვენი პოზიციის გამო, ბრძნულია, რომ უხუცესები ყოველთვის გვყავდეს საქმის კურსში, როცა კი საავადმყოფოში მისვლა გვიწევს). შემდეგ, თუ საჭიროდ ჩათვლიან, უხუცესები დაურეკავენ საავადმყოფოებთან საურთიერთო უახლოეს კომიტეტს (გახსოვდეთ, რომ ჯერჯერობით საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტები მხოლოდ მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგშია. უკიდურესი შემთხვევის დროს უხუცესები სხვა ქალაქებიდან დაუკავშირდებიან საავადმყოფოებთან საურთიერთო უახლოეს კომიტეტს ან ადმინისტრაციულ ცენტრს. დროთა განმავლობაში დიდ ქალაქებში დაფუძნებული იქნება დამატებითი კომიტეტები.). თუ ისეთ რაიონში ცხოვრობ, სადაც არის საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტი და გსურს, კომიტეტის რამდენიმე წევრს ამ დროს დახმარების მიზნით შეუძლია მოსვლა (ეს. 32:1, 2).
25 საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტის უხუცესები იცნობენ შენი რაიონის ექიმებს, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობაზე, მათ შეუძლიათ დაგაკავშირონ ამ ექიმებთან და დაიწყონ ისეთი ექიმების ან საავადმყოფოების ძებნა, რომლებიც დაგეხმარებიან. თუ ადგილზე ვერაფერი ნახეს, უხუცესები იკითხავენ უახლოეს კომიტეტში. და თუ ეს არ გაამართლებს, ისინი გადაურეკავენ საავადმყოფოების საინფორმაციო მომსახურებას სოლნეჩნოეში. აგრეთვე მათ შეუძლიათ თანამშრომლობის მსურველ ექიმთან მოაწყონ კონსულტაცია, რომელიც შენს მკურნალ ექიმთა ბრიგადას აუხსნის, რა შეიძლება გაკეთდეს სისხლის გარეშე. საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტის ძმები მომზადებული არიან ასეთი სიტუაციების გასამკლავებლად.
26 საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტის წევრები აგრეთვე მზად არიან დაგეხმარონ შენ ან შენს ნათესავს, ესაუბროთ ექიმს ან ადმინისტრატორს, მაგრამ ეს დახმარება შენ უნდა სთხოვო. რა თქმა უნდა, ძმები შენს ნაცვლად არ გამოიტანენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ, ხშირად, მათ შეუძლიათ დაგეხმარონ ამ საკითხებზე საგუშაგო კოშკის საზოგადოების თვალსაზრისის განხილვაში და ყურადღება გაამახვილონ შენი არჩევნის მიმართ სამედიცინო და იურიდიულ საკითხებში.
27 თუ სამედიცინო ბრიგადას მაინც არ სურს თანამშრომლობა, მიმართე უხუცესებს, რომლებიც შეეცდებიან სხვა საავადმყოფოს პოვნას. მხოლოდ მაშინ ექნება აზრი საავადმყოფოდან წასვლას, თუ სხვაგან უსათუოდ გეყოლება ნაპოვნი სხვა ქირურგი და შეიძლება შენი გადაყვანა.
28 გაქვს ამის უფლება? დიახ, გაქვს. და თუ მოგვიანებით საქმე გადაეცემა მოსამართლეს, შენი დაწერილი განცხადება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შენი სურვილების აღიარებაში. ამან შეიძლება მორალურად გზა გაუხსნას სხვა ქირურგებს, რომ გადადგან ნაბიჯი და შემოგთავაზონ თავიანთი მომსახურება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მოგიპოვებს აუცილებელ სამედიცინო ყურადღებას შენი მდგომარეობის უკიდურესად გაუარესებამდე. დიდხანს ნუ დააყოვნებ!
პროვოკაციული კითხვები, რომლებსაც უნდა უფრთხილდე
29 უნდა იცოდე, რომ არსებობს ზოგიერთი კითხვა, რომლებსაც ექიმები და სხვები ზოგჯერ ცუდი აღძვრებით სვამენ. კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ ექიმები (და ზოგი მოსამართლე), შემდეგია: • „სიკვდილი გირჩევნიათ თქვენთვის (თქვენი შვილისთვის) ‘სიცოცხლის გადამრჩენი სისხლის გადასხმას’?“
30 თუ უპასუხებ: „დიახ“, ეს სწორი იქნება რელიგიური ასპექტით. მაგრამ, ხშირად, ამ პასუხს არასწორად იგებენ და ეს ზოგჯერ იწვევს სასამართლოს არასასიამოვნო გადაწყვეტილებას. უნდა გახსოვდეს, რომ ამ შემთხვევაში მსახურებაში არ იმყოფები. პირიქით, შენ ელაპარაკები საჭირო სამედიცინო მკურნალობის თაობაზე. ამიტომ შენ უნდა შეეწყო შენს მსმენელებს, ექიმებს თუ იურიდიულ პირებს (ფსალმ. 38:2; კოლ. 4:5, 6).
31 ექიმისთვის, მოსამართლისთვის ან საავადმყოფოს ადმინისტრატორისთვის „დიახ“ შეიძლება ნიშნავდეს, რომ შენ გინდა იყო წამებული ან გსურს საკუთარი ბავშვი შესწირო შენს რწმენას. ამ შემთხვევაში რომ ელაპარაკო აღდგომის მტკიცე რწმენის შესახებ, ჩვეულებრივ, არ შველის. ისინი რელიგიურ ფანატიკოსად ჩაგთვლიან, რომელსაც არ შეუძლია გონივრული გადაწვეტილების მიღება, როცა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ბავშვების შემთხვევაში კი ისინი გულგრილ მშობლად ჩაგთვლიან, რომელიც უარს ამბობს ეგრეთ წოდებულ „სიცოცხლის გადამრჩენ“ სამედიცინო მკურნალობაზე.
32 მაგრამ, როგორც ასეთი, შენ არ უარყოფ სამედიცინო მკურნალობას. შენი თვალსაზრისი მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებით განსხვავდება ექიმების თვალსაზრისისგან. ხშირად, ეს პოზიცია უსათუოდ ცვლის მთლიან სურათს მათთვის და შენთვის. გარდა ამისა, მათ შეცდომაში შეჰყავხარ, როცა ამბობენ, რომ სისხლი უსაფრთხოა და ერთადერთი სამკურნალო საშუალება. (იხილე „როგორ შეუძლია სისხლს შენი სიცოცხლის ხსნა?“ გვერდები 7–22 [რუს.]). ასე რომ, ეს საკითხი ძალიან ნათელი უნდა გახადო. როგორ შეგიძლია ამის გაკეთება? შეგიძლია უპასუხო:
• „მე არ მინდა სიკვდილი (ჩემი ბავშვის სიკვდილი). მე (ჩემი ბავშვის) სიკვდილი რომ მდომებოდა, სახლში დავრჩებოდი. მაგრამ მე აქ მოვედი, რომ მიმკურნალონ (უმკურნალონ), რათა ცოცხალი დავრჩე (ბავშვი ცოცხალი დარჩეს). მე მესაჭიროება (ჩემს ბავშვს ესაჭიროება) ალტერნატიული სამედიცინო დახმარება სისხლის გამოყენების გარეშე. ალტერნატივები არსებობს“.
33 აი, კიდევ სხვა კითხვები, რომლებსაც ექიმები და მოსამართლეები სვამენ:
• „რა მოხდება, თუ სასამართლოს განკარგულებით ძალით გადაგისხამენ სისხლს? იქნებით თუ არა ამაზე პასუხისმგებელი?
• „თქვენი ნებართვით ან ძალით სისხლის გადასხმა ხომ არ გამოიწვევს იმას, რომ გაგრიცხავენ თქვენი რელიგიიდან ან უარს გეტყვიან მარადიულ სიცოცხლეზე? რა შეხედულება ექნება კრებას თქვენზე?“
34 ერთმა დამ მოსამართლეს უპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში არ იქნებოდა პასუხისმგებელი იმაზე, რასაც მოსამართლე გადაწყვეტდა. თუმცა ერთი მხრივ, ეს სწორი პასუხი იყო, მოსამართლემ ამას ისეთი მნიშვნელობა მიანიჭა, რომ თუ ჩვენი და არ იქნებოდა პასუხისმგებელი, მაშინ თვითონ აგებდა პასუხს მასზე. მან გასცა განკარგულება გადასხმაზე.
35 უნდა გესმოდეს, როცა ასეთ კითხვებს სვამენ, ზოგი ეძებს ხელჩასაჭიდებელს, რომ უგულებელყონ შენს მიერ სისხლის გადასხმის უარყოფა. დაუდევრობით ნუ მისცემ მათ ამის შესაძლებლობას! მაშ, როგორ შეგვიძლია მოვერიდოთ ასეთ გაუგებრობას? შეგიძლია უპასუხო:
• „თუ დამაძალებენ სისხლის მიღებას ნებისმიერი სახით, ჩემთვის ეს გაუპატიურების ტოლფასია. მთელი ჩემი ცხოვრება მომიწევს დავიტანჯო ამ არასასურველი თავდასხმით გამოწვეული ემოციური და სულიერი შედეგებისგან. მე მთელი ძალებით გავუწევ წინააღმდეგობას ჩემი ნებართვის გარეშე ჩემს სხეულზე ასეთ ძალადობას. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სასამართლოს წესით განვდევნო ჩემი თავდამსხმელები, როგორც მოძალადეები“.
36 მტკიცედ და თვალსაჩინოდ უნდა გამოვხატოთ, რომ ძალდატანებით გადასხმას ვთვლით ჩვენი სხეულის წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობად. ეს შემთხვევითი საკითხი არ არის. მტკიცედ იდექი. ნათელი გახადე მათთვის, რომ გსურს ალტერნატიული სამედიცინო დახმარება სისხლის გამოყენების გარეშე.
რას გააკეთებ მზადყოფნისთვის?
37 ჩვენ განვიხილეთ ზოგიერთი რამ, რაც გესაჭიროება, რომ სისხლის არასასურველი გადასხმისგან დაიცვა საკუთარი თავი და შენი ოჯახი. (მოგვიანებით, ვიმედოვნებთ, რომ მოგაწვდით უფრო მეტ დაწვრილებით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაუმკლავდეთ სირთულეებს, როცა ჩვილებსა და ბავშვებს ემუქრებათ გადასხმა). ჩვენ აგრეთვე დავინახეთ, რა გააკეთა თავისი მზრუნველობით საგუშაგო კოშკის საზოგადოებამ, რომ დახმარება შემოგვთავაზოს საჭიროების დროს. როგორ უნდა მოექცე ამ ინფორმაციას, რათა დარწმუნებული იყო, რომ მზად ხარ რწმენის გამომცდელი სამედიცინო სიტუაციის შესახვედრად?
პირველი: ოჯახთან მსჯელობის დროს გაიმეორეთ ეს საკითხები და შეიმუშავეთ, რას ილპარაკებთ და რას გააკეთებთ განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევის დროს.
მეორე: შეამოწმე, თუ გაქვთ ყველა საჭირო ბარათი.
მესამე: ეს იეჰოვას მიმართ ლოცვის სერიოზულ საკითხად აქციე, რომ მხარი დაგიჭიროს შენს მტკიცე გადაწყვეტილებაში, ‘თავი შეიკავო სისხლისგან’. სისხლთან დაკავშირებული კანონის დაცვა გვარწმუნებს მის კეთილგანწყობაში, რომ მივიღებთ მარადიულ სიცოცხლეს (საქ. 15:29; იგავ. 27:11, 12).
[ჩარჩო 5 გვერდზე]
თუ რომელიმე სამედიცინო სიტუაცია იმდენად სერიოზულად იძაბება, რომ სისხლის გადასხმა გემუქრება, გაეცანი ამ ჩარჩოს, რათა იცოდე, რა უნდა აკეთო:
1. შეატყობინე შენი კრების უხუცესებს, რომ დაგეხმარონ.
2. თუ საჭიროა, უხუცესები დაუკავშირდნენ საავადმყოფოებთან საურთიერთო უახლოეს კომიტეტს.
3. საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტს შეუძლია დაგეხმაროს ექიმებსა და სხვა პირებთან საუბარში.
4. საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტს შეუძლია დაგეხმაროს, დაუკავშირდე ექიმებს, რომლებიც კონსულტაციას ჩაუტარებენ შენზე მომაგრებულ ქირურგებს ალტერნატივებთან დაკავშირებით.
5. საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტს აგრეთვე შეუძლია დაგეხმაროს საჭირო მკურნალობისთვის იმ საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, სადაც უფრო მეტ პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს.