იეჰოვას მოწმეების 1996 წლის საოლქო კონგრესი „ღვთიური მშვიდობის მაცნეები“
1 სულიერად გამაახალგაზრდავებელი პროგრამისთვის მადლიერების წრფელი სიტყვები ისმოდა 1 452 460 პიროვნებისგან, რომლებიც ჩვენს ტერიტორიებში ესწრებოდნენ 1995 წლის საოლქო კონგრესს დევიზით „სიხარულით ღვთის განმადიდებელი ხალხი“. ჩვენი გული აღსავსე იყო სიხარულით, როცა ვხედავდით იეჰოვას 5 460 განმადიდებელს, რომლებიც თავიანთ მიძღვნას ასიმბოლოებდნენ წყალში ნათლობით. ჩვენ გავიხარეთ სამი ახალი პუბლიკაციის მიღებით: „იეჰოვას მოწმეები და განათლება“, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ და „უსმინე დიდებულ მასწავლებელს“. შარშანდელი ასეთი გამამხნევებელი პროგრამით გახალისებულები, ნამდვილად აღძრული უნდა ვიყოთ, ყოველი ძალისხმევა მოვახმაროთ, რომ დავესწროთ 1996 წლისთვის ორგანიზებულ საოლქო კონგრესს, „ღვთიური მშვიდობის მაცნეები“. რასაკვირველია, ყველამ უნდა მოვიწვიოთ ისინი, ვისაც ბიბლიას ვასწავლით და დავეხმაროთ, რომ ჩვენთან ერთად იყვნენ კონგრესზე. ეს კონგრესები გამხნევებისა და გაძლიერების რეალურ წყაროდ აღმოჩნდება, ვინაიდან ამ ბოლო დღეებში სიხარულით ვაგრძელებთ იეჰოვასადმი მსახურებას.
2 დარწმუნებული იყავი, რომ ისე კარგად ხარ მომზადებული კონგრესისთვის, რომ შენ შეძლებ იქ გახალისდე მომხიბლავი სულიერი პროგრამით სამივე დღის განმავლობაში, საწყისი სიმღერიდან დამამთავრებელ ლოცვამდე. სიყვარულით ჩართე შენს გეგმებში ისინი, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას, განსაკუთრებით, ახლად დაინტერესებული პირები, რომ მათაც შეძლონ მთელ პროგრამაზე დასწრება. ძალზე სასარგებლო იქნებოდა, თუ ამ დანართში მოცემულ ინფორმაციას განიხილავ ბიბლიის ყველა შემსწავლელთან, რომლებიც აპირებენ კონგრესზე დასწრებას (გალ. 6:6, 10). პროგრამა იწყება პარასკევს 9:30-ზე, მუსიკით და მთავრდება, დაახლოებით, 16:30-ზე. შაბათის პროგრამა იწყება 9:30-ზე და მთავრდება სიმღერითა და ლოცვით, დაახლოებით, 16:30-ზე. კვირას დილის პროგრამა იწყება 9:30-ზე და მთავრდება დღისით, დაახლოებით, 16:00-ზე.
3 საერთო საცხოვრებლები: თითოეულის საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიზნით უმეტეს კონგრესებზე გამოყენებულია სკოლები. ამის შესახებ კრებები მოგვიანებით მიიღებენ ინფორმაციას. ისინი, რომლებიც საჭიროებენ ასეთი სახის დაბინავებას, უნდა მიჰყვნენ მოგვიანებით გამოგზავნილ ინსტრუქციებს.
4 განსაკუთრებული საჭიროებები: ასეთი უზრუნველყოფა მხოლოდ სამაგალითო მაუწყებლებისთვისაა, ასევე კარგი ყოფაქცევის მქონე მათი ბავშვებისთვის, რომლებიც კრების სამსახურებრივი კომიტეტის მიერ არიან მოწონებული. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პიროვნებებზე იმ კრებამ უნდა იზრუნოს, რომლის შეხვედრებსაც ისინი ესწრებიან, ეს ვალდებულება არ უნდა დაეკისროს კონგრესის ორგანიზაციას. უხუცესებსა და სხვებს, რომლებსაც შეგნებული აქვთ მათი პირადი ვითარებები, შეუძლიათ სიყვარულით გამოავლინონ დახმარება. ხშირად, ეს მოითხოვს, რომ მაუწყებლებმა გაითვალისწინონ სრული დროით მსახურების, მოხუცების, უძლური პირებისა და, შესაძლოა, სხვების მოთხოვნილებები. მაუწყებლებს შეუძლიათ დაეხმარონ ასეთებს იმით, რომ თავისთან წაიყვანონ ან სხვა მხრივ იზრუნონ მათ მოთხოვნილებებზე (იაკ. 2:15–17; 1 იოან. 3:17, 18).
5 რა თქმა უნდა, „დაბინავების განყოფილება“ შეეცდება, სათანადო საცხოვრებელი ბინები შესთავაზოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მაუწყებლებს, თუ მათ ვერ დაეხმარა კრება. ამ მაუწყებლებს შეუძლიათ განიხილონ თავიანთი მდგომარეობები კრების მდივანთან. მდივანმა უნდა ისაუბროს კრების სამსახურებრივ კომიტეტთან, რათა ნახონ, შესაძლებელია თუ არა, რომ კრება დაეხმაროს ასეთ პირებს და იზრუნონ მათ დაბინავებაზე. თუ კრებას არ შეუძლია საჭირო დახმარებით დააკმაყოფილოს, მდივანს შეუძლია მისცეს ასეთ პიროვნებას ბლანკი „განაცხადი განსაკუთრებული საჭიროებებისას ბინით დაკმაყოფილების შესახებ“. მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პიროვნებებმა უნდა შეავსონ ეს ბლანკი. ეს უნდა იყოს შევსებული იმ პიროვნების მიერ, რომელიც მოთხოვნას აკეთებს. ბლანკი უნდა დაუბრუნდეს მდივანს, რომელიც შეამოწმებს სიზუსტეს, სრულად არის თუ არა შევსებული, და დაადასტურებს ვითარებებს, რომელიც ღირსს ხდის პიროვნებას ამისთვის. ვითარებები მდივანმა დეტალურად უნდა აუხსნას ბლანკზე მოცემულ თავისუფალ ადგილზე. ყოველივე ეს უნდა გაკეთდეს კონგრესამდე საკმაოდ ადრე. როცა სამსახურებრივი კომიტეტი დაადასტურებს ამას, მდივანი გადასცემს ბლანკს „დაბინავების ბიუროს“. მოთხოვნის გამკეთებელ პირს პირადად აცნობებენ დაბინავების შესახებ.
6 როცა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პიროვნება ჩავა დანიშნულ ადგილზე, კონგრესზე არ უნდა მივიდეს ოთახის სათხოვნელად, ვინაიდან საბინაო განყოფილებას უნდა ჰქონდეს კრების სამსახურებრივი კომიტეტის დადასტურება.
7 საკუთარი სახლის დათმობა: მათ, ვისაც საკუთარ სახლს უთმობენ, არ შეჰფერით, რომ ბოროტად გამოიყენონ ძმების სტუმართმოყვარეობა იმით, რომ კონგრესამდე, ან მის შემდეგ მოითხოვონ ბინით უზრუნველყოფა დამატებითი დღეებით. ეს ადგილები მხოლოდ კონგრესის პერიოდისთვის არის განკუთვნილი. რომლებიც ასეთ ბინას იღებენ, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ისინი და მათი ბავშვები სახლსა და სახლის პატრონს პატივისცემით მოეპყრობიან და არ დაიწყებენ სახლის ჩხრეკას ან არ დააზიანებენ მასპინძლის ქონებას, ან არ შევლენ იმ ოთახებში, რომლებიც მათთვის არ არის განკუთვნილი. ასეთი ბინებით უზრუნველყოფილებს ასევე უნდა შეახსენონ, რომ თვითონ უნდა იზრუნონ თავიანთ საკვებზე. თუ ბინის პატრონი ხვდება რამე სირთულეს ამ საკითხში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დაბინავების ზედამხედველს კონგრესზე.
8 დელეგატები სხვა ტერიტორიებიდან: შენთვის განკუთვნილი საცხოვრებელი იქნება შენს კრებასთან ახლომდებარე ტერიტორიაზე. ორგანიზება იმისთვის, რომ იყოს საკმარისი დასაჯდომი ადგილი, ლიტერატურა, ბინა და ასე შემდეგ, დაფუძნებულია წინასწარ შეტყობინებაზე, თუ რამდენი მაუწყებელი დაესწრება კონგრესს, სადაც მათი კრება იქნება განაწილებული. მაგრამ თუ საფუძვლიანი მიზეზის გამო შენ გსურს, დაესწრო იმ კონგრესს, რომელზეც არ ხარ მიწვეული და შენ გესაჭიროება საცხოვრებელი ბინა, კრების მდივანმა რელიგიური ორგანიზაციიდან უნდა გაიგოს იმ კონგრესის მთავარი განყოფილების მისამართი და მოგცეს. შემდეგ შენ შეგიძლია წერილობითი სახით ჩამოაყალობო სათხოვარი იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც გესაჭიროება იმ ადგილზე. დარწმუნდი, რომ წერილი ჩადე მარკიან კონვერტში, სადაც მითითებული გაქვს საკუთარი მისამართი.
9 შენი თანამშრომლობა დაფასებულია: დაბინავების ორგანიზება დამოკიდებულია კონგრესზე დამსწრეთა თანამშრომლობაზე (შეადარე ებრაელთა 13:17). მრავალი ძმა და და თანამშრომლობს დაბინავების ორგანიზებაში. თუ შენ გაწუხებს ბინასთან დაკავშირებული პრობლემა, გეთაყვა, ნუ დააყოვნებ, რომ კონგრესზე შეატყობინო დაბინავების განყოფილების ზედამხედველს და ის დაგეხმარება, რომ დაუყოვნებლივ გადაწყვიტო საკითხი. მაგრამ ყოველთვის არ არის შესაძლებელი, საკმარისად უზრუნველყო კრების ყველა განაცხადი დელეგატებისთვის სასურველი და კომფორტული ბინით. ამიტომ საბინაო საკითხებზე პასუხისმგებელ ძმებთან თავმდაბლობით აღსავსე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული ორგანიზაცია იყოს შეუფერხებელი და კონგრესის დელეგატებმა თავი იგრძნონ ბედნიერად.
10 კონგრესის ორგანიზაცია ბევრს მუშაობს, რომ მოსახერხებელი ბინები ჰქონდეთ და ისინი ნაკლებად ხარჯიანი იყოს ძმებისთვის. ამიტომ ყველასთვის სასარგებლოა, რომ ითანამშრომლოს დაბინავების ორგანიზების საკითხში. ჩვენი მიზანია, რომ ასეთი ორგანიზებით დავეხმაროთ კონგრესის ყველა დელეგატს, უზრუნველყოფილი იყოს რაც შეიძლება მოსახერხებელი ბინით იმდენად, რამდენადაც ეკონომიკური სახსრები იძლევა საშუალებას, რომ დელეგატებმა შეძლონ ისიამოვნონ კონგრესზე მშვენიერი სულიერი პროგრამით. შენს მიერ გამოვლენილი ერთგული მხარდაჭერა იეჰოვას ამ მზრუნველობის მიმართ, რომელიც ერთგული და გონიერი მონის საშუალებით ხდება, დიდად არის დაფასებული.
შენიშვნა უხუცესთა კორპორაციისთვის: რამდენადაც შესაძლებელია, კონგრესთან დაკავშირებული მასალა და განცხადებები მომავალ სამსახურებრივ შეხვედრებზე უნდა გააშუქოს კრების მდივანმა გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სხვაგვარად არ იქნება მითითება ან თუ მას არ შეეძლება ამის გაკეთება.