სამსახურებრივი შეხვედრები იანვარში
1-ლი იანვრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №133
7 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
13 წთ.: „ქადაგებისას გამოავლინე გამჭრიახობა“. განიხილე ძირითადი აზრები და გააკეთე ერთი ან ორი შეთავაზების ინსცენირება.
15 წთ.: „კარგი მანერები საველე მსახურებისას განადიდებს ღმერთს“. კითხვა-პასუხით განხილვა. წაიკითხე 3-6 აბზაცები. როცა განიხილავ მე-3 აბზაცს, სთხოვე ძმებს, გაიხსენონ შემთხვევები, რომლებმაც კარგი მანერების გამო კარგი შთაბეჭდილება დატოვა ადამიანებზე საველე მსახურების დროს.
10 წთ.: «იეჰოვას მოწმეების 1996 წლის საოლქო კონგრესი „ღვთიური მშვიდობის მაცნეები“». კითხვა-პასუხით განხილვა მდივნის მიერ. ნაწილში — „შენი თანამშრომლობა დაფასებულია“ — ყურადღება გაამახვილე, რომ პატიოსნების, მორჩილების, სხვებზე სიყვარულით ზრუნვისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპები ყოველ ჩვენგანს ეხება. შეაქე ისინი, ვინც საბინაო ღონისძიებებთან თანამშრომლობს.
სიმღერა №28 და დამამთავრებელი ლოცვა.
8 იანვრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №138
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. სათანადოდ შეაქე კრება მსოფლიო საქმისა და კრების ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელიც ხმარდება კეთილი ცნობის ქადაგებას.
15 წთ.: წინასწარი სამედიცინო განკარგულების/პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ბარათის დამცავი ფასეულობა. უხუცესი კრებასთან განიხილავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი პიროვნების მიერ წინასწარი სამედიცინო განკარგულების/პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ბარათის ზუსტად შევსება და ამ ბარათის ყოველთვის თან ქონა და, ასევე, რამდენად საჭიროა, ყოველთვის თან ჰქონდეთ ბავშვებს პირადობის მოწმობა. ბარათის სათაურიდან გამომდინარე, ის წინასწარ იტყობინება, რა არის სასურველი (ან რა — არა) სამედიცინო დახმარების დროს. რატომ კეთდება ეს ყოველწლიურად? მიმდინარე წლის ბარათი უფრო დამარწმუნებელია, ვიდრე ის, რომელიც, შეიძლება, ვადაგასულად ჩაითვალოს ან აღარ ირეკლავდეს პიროვნების მრწამსს. საბუთი ილაპარაკებს შენს მაგივრად, თუ შენ ვერ შეძლებ ამის გაკეთებას. ბარათები დარიგებული იქნება იმავე საღამოს. ზუსტად უნდა იქნეს შევსებული სახლში, მაგრამ არ უნდა იყოს ხელმოწერილი. როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში კეთდებოდა, ხელმოწერა და დამოწმება გაკეთდება კრების წიგნის შესწავლის ადგილზე, წიგნის შესწავლის ხელმძღვანელების მეთვალყურეობით. მათ, რომლებიც ხელს აწერენ, როგორც მოწმეები, უნდა უყურონ, როგორ აწერს ხელს საბუთზე ბარათის მფლობელი. ეს გაკეთებული იქნება 15 იანვრიდან დაწყებული კვირის განმავლობაში, წიგნის შესწავლის შემდეგ (საკითხების განსახილველად იხილე 1995 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურება“ მე-2 გვერდი, ასევე 1994 წლის 1 იანვრის წერილი). ყველა მონათლულ მაუწყებელს შეუძლია შეავსოს წინასწარი სამედიცინო განკარგულების/პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ბარათი. მოუნათლავ მაუწყებლებს, შესაძლოა, სურთ ამოიწერონ საკუთარი განკარგულება და ამ ბარათში მოცემული შეცვალონ თავიანთი ვითარებებითა და მრწამსით. მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ თავიანთ შვილებს პირადობის მოწმობის შევსებაში.
20 წთ.: „იყავით შემსრულებელნი — არა მხოლოდ მომსმენნი“. კითხვები და პასუხები. თუ დრო ნებას გრთავს, განიხილე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მორჩილება. ამისთვის გამოიყენე 1992 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული ინფორმაცია (რუს.), გვ. 26, 27.
სიმღერა №70 და დამამთავრებელი ლოცვა.
15 იანვრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №77
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოკლედ განიხილე ის მზარდი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ მობინადრე სახლში არ გვხვდება. მოუწოდე მაუწყებლებს, გამოისყიდონ დრო იმით, რომ ინიციატივა გამოავლინონ და მივიდნენ იმ ხალხთან, რომლებიც, შესაძლოა, გამვლელები არიან, დგანან ტროტუარზე ან სხედან მანქანებში.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები (ან „შეინარჩუნეთ გადაუდებლობის გრძნობა“, დაფუძნებული 1995 წლის 1 ოქტომბრის გამოცემაზე [რუს.], გვერდები 25–28).
18 წთ.: „განმეორებით მოინახულე ხალხი ზოგიერთის გადასარჩენად“. განიხილე შემოთავაზებული წარმოდგენები. ურჩიე, მიზნად დაისახონ შესწავლის დაწყება ახალი წიგნით, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“.
სიმღერა №156 და დამამთავრებელი ლოცვა.
22 იანვრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №200
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
17 წთ.: „სარგებლობა მიიღე თეოკრატიული სამსახურის სკოლიდან 1996 წელს“. სკოლის ზედამხედველის მოხსენება. განიხილე „თეოკრატიული სამსახურის სკოლის ინსტრუქციებში“ მოსწავლეების დავალებებისთვის მოცემული მითითებები, რომლებიც გამოქვეყნებულია 1995 წლის ოქტომბრის „ჩვენს სამეფო მსახურებში“ (რუს.).
18 წთ.: „გაბედულად ილაპარაკე“. მოხსენება და განხილვა წარმოდგენილი უნდა იყოს უხუცესის მიერ. განიხილე კვირა დღეს მსახურების ადგილობრივი ღონისძიებები. შეაქე კარგი მხარდაჭერისთვის და მიეცი რჩევები, სადაც გაუმჯობესებაა საჭირო.
სიმღერა №92 და დამამთავრებელი ლოცვა.
29 იანვრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №31
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: დამოწმება ცუდი ამინდის დროს. ზამთარში მრავალმა უნდა „გადალახოს“ მკაცრი ყინვა, დიდი თოვლი ან წვიმა. სამი ან ოთხი მაუწყებლისგან შემდგარი ჯგუფი განიხილავს, როგორ შეუძლიათ გააგრძელონ მსახურებაში კარგი მონაწილეობის მიღება ცუდ ამინდში. მრავალი კრება ზაფხულში სოფლის ტერიტორიებში ქადაგებს, ზამთარში — ქალაქის ტერიტორიებში და მსახურებისთვის შეხვედრებს თავიანთ უბანში აწყობენ, რომ ზედმეტად აღარ იმგზავრონ. ზოგი მრავალბინიან სახლებს იტოვებს ცუდი ამინდებისთვის. მანქანით ბევრნი ნუ წახვალთ, რომ ზედმეტ ლოდინს აერიდოთ. კარდაკარ მსახურებისას ზოგჯერ ჩართე განმეორებითი მონახულებები. რომ არ დასველდე და თბილად იყო, ჩაიცვი შესაბამისი ტანსაცმელი. როცა გონივრული არ არის გარეთ გასვლა, გამოიყენე ტელეფონი ან წერილები ქადაგებისთვის. განიხილე ისეთი აზრები, რომლებიც შენს ტერიტორიებში პრაქტიკულია.
20 წთ.: თებერვალში შესთავაზე წიგნი „ოჯახური ცხოვრება“ (რუს.). წიგნის პირველ თავში მოცემული აზრების გამოყენებით დაანახე, რატომ არის ეს წიგნი საჭირო. მოუწოდე მაუწყებლებს, ეს აზრები დაიმახსოვრონ, რათა საფუძველი ჰქონდეთ კართან სასაუბრო თემისთვის. ყურადღება მიაქციე მე-3 გვერდზე მოცემულ სარჩევს და აჩვენე, როგორ შეიძლება მისი გამოყენება წიგნის მთლიანად განსახილველად. ყველას შეახსენე, რომ თან ჰქონდეთ ამ წიგნის ეგზემპლარები მსახურებაში გამოსაყენებლად.
სიმღერა №143 და დამამთავრებელი ლოცვა.