ბიბლია — ჭეშმარიტი ბედნიერების გასაღები
1 გამოცხადების 1:3-ში მოცემული მოციქული იოანეს სიტყვები ჩვენთვის კეთილი ცნობაა, რადგან ის გვეუბნება, როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება. მოციქულმა დაწერა: „ნეტარია [ბედნიერია, აქ] წამკითხველი და მომსმენი ამ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი“. ბიბლიის კითხვა არის გასაღები ჭეშმარიტი ბედნიერებისკენ. წიგნი „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“ (რუს.), რომელშიც გამოყენებულია ჯანსაღი ბიბლიური რჩევები, მრავალს დაეხმარა უფრო მეტი ბედნიერების პოვნაში. ჩვენ კარგი საფუძველი გვაქვს სხვებს შევთავაზოთ ის.
2 საუბარი შეგიძლია დაიწყო შემდეგი შეკითხვით:
▪ „თქვენის აზრით, შეუძლია ბიბლიას დაგვეხმაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში? [დააცადე, გიპასუხოს]. მრავალს აქვს თქვენნაირი თვალსაზრისი. ნახეთ, რას ამბობს ბიბლია გამოცხადების 1:3-ში. [წაიკითხე]. ასე რომ, ბიბლიის გაგება შესაძლებელია და მასში მოცემულ შემეცნებას ჩვენთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია. მაგალითად, როგორ არის ეს შესაძლებელი ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებში?“ განიხილე აზრები მე-2 გვერდზე მოცემული შესავლიდან და შემდეგ თქვი: „ეს პუბლიკაცია ბიბლიურ რჩევებს სთავაზობს ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ეს წიგნი, უეჭველად, იმსახურებს, რომ გამოყოთ დრო მის წასაკითხავად. მე სიამოვნებით დაგიტოვებთ ამ ეგზემპლარს“.
3 რადგან მრავალი ზრუნავს მატერიალურ მოთხოვნილებებზე, ამ სიტყვებს შეუძლია ინტერესის გამოწვევა:
▪ „როგორ ფიქრობთ, რა არის ჩვენი ყველაზე უდიდესი საზრუნავი? [დააცადე, გიპასუხოს]. მრავალი ადამიანი დარწმუნებულია, რომ გვესაჭიროება რაც შეიძლება ბევრი მატერიალური ნივთი“. გადაშალე 185-ე გვერდზე და განიხილე მთავარი აზრები მე-9 აბზაციდან. საუბარი ასე გააგრძელე: „ეს ცხადყოფს, რომ მატერიალურ ნივთებს დიდი ყურადღება ექცევა; უფრო მეტად კი ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზე უნდა ვზრუნავდეთ. სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება ჭეშმარიტი შემეცნება. მაგრამ რასთან დაკავშირებული შემეცნება?“ წაიკითხე იოანეს 17:3 და ახსენი, როგორ შეუძლია შემეცნებას ღმერთის შესახებ მოგვიტანოს დღეს ბედნიერი ოჯახური ცხოვრება და მომავალში მარადიული სიცოცხლე. შესთავაზე, რომ დაუტოვებ წიგნს და დაბრუნდები, იმის საჩვენებლად, როგორ შესანიშნავ ინფორმაციას იძლევა ის ღმერთის განზრახვის შესახებ, დააკმაყოფილოს კაცობრიობის ყველა საჭიროება.
4 რადგან მრავალს აწუხებს ქვეყნიერებაზე არსებული გაჭირვება, შეგიძლია სცადო შემდეგი:
▪ „ვისთანაც კი ვსაუბრობ, ყველას აწუხებს მომავლის საკითხი. ზოგიერთი მსოფლიო ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ვდგავართ ახალი მშვიდობიანი საუკუნის პირას. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? [დააცადე, გიპასუხოს]. ადამიანების ყველანაირი ძალისხმევის მიუხედავად, ძალადობა და გაჭირვება მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ბიბლია გვთავაზობს ერთადერთ გამოსავალს, რომელიც სამუდამოდ გადაწყვეტს ამ პრობლემებს. [წაიკითხე 2 პეტრეს 3:13. გადაშალე 189-ე გვერდზე მოცემულ სურათზე და ახსენი, როგორ უზრუნველყოფს ღვთის სამეფო ყველა ოჯახს მუდმივი მშვიდობითა და უსაფრთხოებით]. ეს პუბლიკაცია დაგეხმარებათ იმის გაგებაში, როგორ მოაწყოთ უფრო ბედნიერად თქვენი ოჯახური ცხოვრება ჩვენს დროში და როგორ შეგიძლიათ იყოთ იმ ახალი საზოგადოების ნაწილი, რომელიც მარადიული სიცოცხლით დატკბება ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით“.
5 თუ ისეთ პიროვნებას შეხვდი, რომელსაც არ სცალია, და მოკლედ უნდა ესაუბრო, შეგიძლია უთხრა შემდეგი:
▪ „რადგან მცირე დრო გაქვთ, მინდა დაგიტოვოთ ეს ტრაქტატი [ან ჟურნალის სტატია] სათაურით [ამოარჩიე შესაბამისი ტრაქტატი ან სტატია] „იხარე ოჯახური ცხოვრებით“. [ტრაქტატი გადაშალე მე-6 გვერდზე, მიუთითე გამოცხადების 21:3, 4-ზე და ეს მუხლები ბიბლიიდან ამოიკითხე]. მე მსურს წაგახალისოთ, ამის წასაკითხავად. მომავალში მცირე ხნით შემოგივლით, რომ გავიგო, რას ფიქრობთ ამის შესახებ“.
6 როდესაც სთავაზობ ჩვენს ლიტერატურას, შესაძლებლობა მიეცი პიროვნებებს გამოხატონ თავიანთი მადლიერება შესაწირავის გაღებით იმ ხარჯების დასაფარავად, რომლებიც მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობაზე მიდის. ბიბლიაში მოცემული შესანიშნავი რჩევის ჩაწვდომით მიღებულ მათ ბედნიერებას კიდევ მეტ ბედნიერებას შემატებს ასეთი შესაწირავის გაღება (იგავ. 3:13).