საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 2/96 გვ. 8
  • დაეხმარე მათ, რომ გაიგონ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დაეხმარე მათ, რომ გაიგონ
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • მსგავსი მასალა
  • კეთილი ცნობის შეთავაზება გადაუდებლობის გრძნობით
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
  • ბიბლია — ჭეშმარიტი ბედნიერების გასაღები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • ღვთის შემეცნება მრავალ კითხვას პასუხობს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
  • ყოველი მწყურვალი მოიწვიე
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
km 2/96 გვ. 8

დაეხმარე მათ, რომ გაიგონ

1 მოციქული პეტრე აღიარებდა, რომ ბიბლიაში ზოგი რამ „ძნელად გასაგებია“ (2 პეტ. 3:16). მრავალი ადამიანი ფიქრობს ამგვარად ბიბლიის შესახებ. მაგრამ ის ძალიან გასაგებად იხსნება ჩვენს პუბლიკაციებში. წიგნი „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“ შეიცავს პრაქტიკულ ბიბლიურ რჩევებს. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ დაინტერესებულ ადამიანებს მის საუკეთესო გამოყენებაში?

2 თუ პირველი მისვლისას ისაუბრე გამოცხადების 1:3-ის შესახებ, შემდეგი აზრი ხელახლა გააღვივებს ინტერესს:

▪ „წინა შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ აბედნიერებს ჩვენს ოჯახურ ცხოვრებას ბიბლიის გაგება. მაგრამ ასეთი ბედნიერება თავისთავად არ მოდის. ამისთვის სულ მცირე, ორი რამ მოგვეთხოვება: უნდა შევისწავლოთ ბიბლია და შესწავლილი ცხოვრებაში უნდა გამოვიყენოთ“. წაიკითხე და კომენტარი გაუკეთე იაკობის 1:25-ს. გადაშალე მე-7 გვერდზე მოცემულ მე-7 და მე-8 აბზაცებზე და აღნიშნე, როგორ დაგვეხმარება ბიბლია ოჯახურ ცხოვრებაში ბედნიერების პოვნის სწავლაში.

3 თუ პირველი მიკითხვის დროს ესაუბრე იოანეს 17:3-ის შესახებ, ბიბლიიდან უფრო მეტი შემეცნების შეძენის საჭიროებაზე შეგიძლია შემდეგი სიტყვებით გაამახვილო ყურადღება:

▪ „ბოლოს რომ ვიყავი, იოანეს 17:3-ში წავიკითხეთ, რომ ღმერთის შესახებ შემეცნების შეძენას ბედნიერება მოაქვს ოჯახურ ცხოვრებაში, ხოლო მომავალში მოგვიტანს მარადიულ სიცოცხლეს. მაგრამ ისურვებდით მარადიულად ცხოვრებას ისეთ სამყაროში, როგორშიც ახლა ვცხოვრობთ? [დააცადე, გიპასუხოს]. მრავალი არ ისურვებდა. ამ მიზეზის გამო ჩვენ შეგვიძლია შევხაროდეთ, რასაც ვიგებთ ღმერთის დანაპირებთან დაკავშირებით“. გადაშალე წიგნი 191-ე გვერდზე, მე-18 აბზაცზე, წაიკითხე გამოცხადების 21:4 და შემდეგ აღწერე, როგორი იქნება სამყარო, როდესაც ‘წინანდელნი გარდახდებიან’. უთხარი, რომ კიდევ მიაკითხავ საუბრის გასაგრძელებლად.

4 თუ შენ გამოიყენე 189-ე გვერდზე მოცემული სურათი, რათა გეჩვენებინა, რომ ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს გაჭირვებას, შეგიძლია ისევ გადაშალო იმავე გვერდზე და უთხრა:

▪ „ჩვენ ვისაუბრეთ აქ აღწერილ კურთხევებზე, რომ ადამიანები გაიხარებენ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა ვაკეთოთ, თუ გვსურს ამ სამეფოს ქვეშევრდომობით ცხოვრება? [დააცადე, გიპასუხოს]. ბიბლიურ დროში მცხოვრებმა ადამიანებმა შესანიშნავი მაგალითები დაგვიტოვეს, რომელთა მიყოლაც სასარგებლო იქნება ჩვენთვის“. წაიკითხე საქმეების 17:11 და ხაზი გაუსვი ‘წერილების ყოველდღიურად გარჩევის’ აუცილებლობას. აუხსენი, რომ იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან მის მეზობლად მცხოვრებ გულწრფელ ადამიანებს ღვთის სიტყვის შესწავლასა და უკეთესად გაგებაში.

5 თუ მობინადრეს არ ეცალა საუბრისთვის და დაუტოვე ტრაქტატი „იხარე ოჯახური ცხოვრებით“, შეგიძლია უთხრა:

▪ «ამას წინათ, როდესაც მოგაკითხეთ, ძალიან დაკავებული ბრძანდებოდით. მე ტრაქტატი დაგიტოვეთ, რომელშიც აღძრული იყო ამ მშფოთვარე დროს ჩვენი ქვეყნიერების გადარჩენასთან დაკავშირებული საკითხი. ამ წიგნში, სახელწოდებით „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“, წავიკითხეთ გამოცხადების 21:4. [წაიკითხე მე-18 აბზაცი 191-ე გვერდზე]. ეს სურათი [189-ე გვერდზე] წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა მოხდება, როდესაც ‘ღმერთი ყველა ცრემლს მოსწმენდს ჩვენი თვალებიდან’. ეს წიგნი გვთავაზობს იმის დამაჯერებელ მტკიცებას, რომ ეს დანაპირები უახლოეს მომავალში შესრულდება. თუ გსურთ მისი წაკითხვა, მაშინ ინებეთ».

6 თუ პიროვნებები დაინტერესდებიან, ყურადღება გადაიტანე წიგნზე, სახელწოდებით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ და დაიწყე შესწავლა. შენ აუცილებლად ჰპოვებ უდიდეს სიხარულს, რომ დაეხმარები და ‘შთააგონებ გულუბრყვილოებს’ (ფსალმ. 118:130).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება