დღე და ღამე წმინდა მსახურება
1 ჩვენ განსაკუთრებული უპირატესობა მოგვეცა. ეს არის იეჰოვას მოწმეებად ყოფნა. ჩვენ ვართ მსოფლიო მასშტაბით სახარების მქადაგებელთა ორგანიზაციის ნაწილი, რომელსაც იეჰოვა, სამეფოს შესახებ ოდესღაც დაწყებული ქადაგების უდიდესი საქმის დასასრულებლად იყენებს! (მარ. 13:10). დროის გადაუდებლობისა და ჩვენი შესაძლებლობის გათვალისწინებით, ვმონაწილეობთ ამ საქმეში სრულად?
2 არ ვიცით, თუ რამდენი გამოეხმაურება საბოლოოდ ჩვენს ქადაგებას. იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ისინი იქნებიან „უამრავი ხალხი“, რომლებიც ამოცნობილი არიან თავიანთი ‘დღე და ღამე მსახურებით’ (გამოცხ. 7:9, 15). უკვე ხუთ მილიონზე მეტი მოწმეა ღმერთის მსახურებაში, რომლებიც უბრალოდ არ არიან დაინტერესებულები და შეხვედრებსაც უბრალოდ არ ესწრებიან. ისინი არიან მუშები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით აცხადებენ კეთილ ცნობას!
3 ყოველდღე არის შესაძლებლობა, განადიდო იეჰოვა, იქნება ეს საველე მსახურებაში, თუ არაფორმალურად. დაფიქრდი იმ უდიდეს დამოწმებაზე, რომელიც შეიძლება მოხდეს, თუ თითოეული ჩვენგანი გამოავლენს ინიციატივას, რომ ყოველდღე მხოლოდ ერთ პიროვნებას ესაუბროს ჭეშმარიტებაზე. იეჰოვას მიმართ მადლიერებამ უნდა აღგვძრას, ენთუზიაზმით ვისაუბროთ მასზე (ფსალმ. 91:2, 3).
4 დაეხმარე სხვებს წმინდა მსახურებაში: იეჰოვა ზრდით იძლევა კურთხევას (ანგ. 2:7, აქ). გასული სამსახურებრივი წლის განმავლობაში რუსეთსა და მეზობელ ქვეყნებში ყოველთვიურად, საშუალოდ 108 412 ბიბლიის საშინაო შესწავლა ტარდებოდა. როდესაც მათ ვასწავლით ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ, გახდნენ იესოს მოწაფეები (მათ. 28:19, 20). უმრავლესობას უკვე კარგი პროგრესი აქვს კრებებზე რეგულარული დასწრებით. მათ ‘ღვთის იმ დიად საქმეებზე’ დაიწყეს საუბარი ნაცნობებთან, რომლებიც ისწავლეს (საქ. 2:11). შეიძლება ახლა მათი მოწვევა საჯარო მსახურებაში?
5 აპრილში განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ, რომ ახლები, რომლებიც კვალიფიციურნი არიან, მოვიწვიოთ, შემოგვიერთდნენ საველე მსახურებაში. გამოავლინა შენმა მოსწავლემ სურვილი ამის გასაკეთებლად? თუ დიახ, შეესაბამება ის ბიბლიურ მოთხოვნებს? (იხილე წიგნი „ჩვენი მსახურება“, გვერდები 98–100 [რუს.]). როცა მოსწავლეს სურს მონაწილეობა მიიღოს საველე მსახურებაში, ესაუბრე ამის შესახებ თავმჯდომარე ზედამხედველს, რომელიც იზრუნებს, რომ ორმა უხუცესმა განიხილოს მასთან ერთად საკითხები. თუ მოსწავლე შეესაბამება მოუნათლავ მაუწყებლობას, მიიწვიე, რომ შემოგიერთდეს მსახურებაში. განსაკუთრებით, სამსახურებრივმა ზედამხედველებმა და წიგნის შესწავლის ჩამტარებლებმა უნდა იცოდნენ მათ შესახებ, რომლებმაც აპრილში შეიძლება დაიწყონ ქადაგება.
6 მშობლები უნდა დაფიქრდნენ, მზად არის თუ არა თავიანთი შვილი, რომ იყოს მოუნათლავი მაუწყებელი (ფსალმ. 148:12, 13). თუ თქვენს შვილს სურს, დაიწყოს სამეფო მსახურება და აქვს კარგი ქცევა, თქვენ შეგიძლიათ ამის შესახებ ესაუბროთ სამსახურებრივი კომიტეტიდან ერთ-ერთ უხუცესს. როცა ორი უხუცესი შეხვედრას მოაწყობს თქვენთან და თქვენს შვილთან, ამის შემდეგ დაადგენენ, შეიძლება თუ არა, რომ ის ჩაითვალოს მაუწყებლად. სიხარულის განსაკუთრებული მიზეზია, როდესაც შვილი ღმერთის განდიდებაში გვიერთდება!
7 მხოლოდ იეჰოვა იმსახურებს ჩვენს წმინდა მსახურებას (ლუკ. 4:8). დაე, თითოეულმა ჩვენგანმა გამოიყენოს ეს ბრწყინვალე უპირატესობა, განადიდოს ის „ფრიად“ (ფსალმ. 108:30; 112:3).