დაეხმარე მათ, რომ კვლავ ამოქმედდნენ
1 როცა მოციქულმა პავლემ აღიარა თანაქრისტიანების პოტენციური სულიერი საფრთხე, მისწერა მათ: „დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ“ (რომ. 13:11). პავლეს გული შესტკიოდა ძმებზე, რომლებსაც სულიერად ეძინათ; მას მგზნებარედ სურდა, გამოეცოცხლებინა ისინი, რათა განეახლებინათ საქმიანობა.
2 ჭეშმარიტად არის ნათქვამი, რომ ამ ძველი ქვეყნიერების ღამე იწურება და ახალი ქვეყნიერების განთიადი გვიახლოვდება (რომ. 13:12). კარგი მიზეზი გვაქვს, რომ გული შეგვტკიოდეს ძმებზე, რომლებმაც ურთიერთობა შეწყვიტეს ჩვენთან, როგორც კეთილი ცნობის მქადაგებლებმა. გასულ სამსახურებრივ წელს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 27 000-ზე მეტი მაუწყებელი კვლავ ამოქმედდა. როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ სხვა უმოქმედო პირებს, რომ კვლავ ემსახურონ იეჰოვას?
3 რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს: უმოქმედოთა უმეტესობას არ მიუტოვებია ჭეშმარიტება; უბრალოდ, ისინი აღარ ქადაგებენ მხნეობის დაკარგვის, პირადი პრობლემების, მატერიალიზმის ან სიცოცხლეზე ზრუნვის გამო (ლუკ. 21:34–36). თუ შესაძლებელია, უკეთესია, დაეხმარო, სანამ უმოქმედონი გახდებიან. კრების მდივანმა უნდა აცნობოს წიგნის შესწავლის ჩამტარებელს, როცა მაუწყებელი მსახურების შესახებ ანგარიშებს არარეგულარულად აბარებს. შეიძლება სამწყემსო მონახულების ორგანიზაცია. ისინი უნდა ეცადონ, დაადგინონ პრობლემის ძირითადი მიზეზი და როგორ შეიძლება დახმარება (იხილე 1993 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 20–23 [რუს.]).
4 როგორ შეუძლიათ სხვებს დახმარება: ჩვენგან უმეტესობა იცნობს ისეთ პიროვნებას, ვინც უმოქმედო გახდა. შესაძლოა ეს ის პიროვნებაა, რომელიც ჩვენი ახლო მეგობარი იყო. რის გაკეთება შეგვიძლია მათ დასახმარებლად? მოდი, შევჩერდეთ მცირე ხნით სტუმრობაზე. უთხარი, რომ მოგენატრა მასთან ურთიერთობა. იყავი მხიარული და დადებითად განწყობილი. გამოავლინე მზრუნველობა ისე, რომ არაფერი ახსენო მისი სულიერი დასუსტების შესახებ. მოუყევი გამამხნევებელი შემთხვევები ან სხვა კარგი საქმეები, რომლებიც კრებამ შეასრულა. ენთუზიაზმით მოიხსენიე საოლქო კონგრესი — „ღვთიური მშვიდობის მაცნეები“ — და მოუწოდე, დაესწროს. კრებასთან ურთიერთობის განახლება უფრო მეტად დაეხმარება, ვიდრე სხვა რამე. შესთავაზე შეხვედრებზე თან გაყოლა. მისი პასუხი უხუცესებს აცნობე.
5 უმოქმედო პიროვნება კრებების შეხვედრებზე დაბრუნებისას, უხერხულად გრძნობს თავს, როცა მოულოდნელად ხვდება ძველ ნაცნობებს. ნუ შეეკითხები მას: „სად იყავი?“ პირიქით, აგრძნობინე, რომ მოხარული ხარ მისი დანახვით. მონაწილეობა მიაღებინე საუბარში. გააცანი, ვისაც არ იცნობს. შეხვედრის განმავლობაში მის გვერდით იჯექი, დარწმუნდი, რომ აქვს სიმღერების წიგნი და შესასწავლი მასალა. გაამხნევე, რომ კვლავ მოვიდეს და თუ საჭიროა, დაეხმარე.
6 იეჰოვასა და იესოს უხარიათ, როცა გზააბნეულები ჩვენი თბილი ურთიერთობის შედეგად, სულიერ განახლებას განიცდიან (მალ. 3:7; მათ. 18:12–14). ჩვენც გვექნება მსგავსი სიხარული, თუ დავეხმარებით სხვებს და ამით ხელს შევუწყობთ, რომ კვლავ ემსახურონ იეჰოვას.