საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 8/96 გვ. 7
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • მსგავსი მასალა
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • როგორ შევძლო თავისუფლად ლაპარაკი?
    გამოიღვიძეთ! — 2004
  • დიდება მივაგოთ ღმერთს და არა ადამიანს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
km 8/96 გვ. 7

შეკითხვების ყუთი

◼ რა უნდა გაკეთდეს, როცა წინასწარ დანიშნული საჯარო მომხსენებელი ვერ მოდის დაგეგმილ დროზე შეხვედრაზე?

ზოგჯერ გადაუდებელი ვითარებები ხელს უშლის ძმას, რომ დაგეგმილ დროს წარმოთქვას მოხსენება. თუ დანამდვილებით არის ცნობილი, რომ მოგვიანებით მოვა, უხუცესებს შეუძლიათ დაიწყონ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა; საჯარო მოხსენება შეიძლება შედგეს შემდეგ. რა უნდა გაკეთდეს, თუ ცხადი გახდება, რომ მომხსენებელი ვერ მოვა? ადგილობრივი მომხსენებლებიდან ერთ-ერთს შეუძლია უკვე მომზადებული მოხსენების წარმოთქმა.

წინასწარ ყურადღებით დაგეგმვა, ჩვეულებრივ, ამ პრობლემას აგვაცილებს. საჯარო მოხსენებებზე პასუხისმგებელი უნდა დაუკავშირდეს ყოველ მომხსენებელს, სულ ცოტა, ერთი კვირით ადრე, რათა შეახსენოს დავალება. ამ შეხსენებაში შედის შეხვედრის დაწყების დრო, სამეფო დარბაზის მისამართი და ტელეფონის ნომერი და ნათელი ახსნა, თუ როგორ მივიდეს დარბაზამდე. მომხსენებელმა ამ დეტალების შესახებ ზუსტი ჩანაწერები უნდა გააკეთოს. ის სერიოზულად უნდა მოეკიდოს დავალებას და ყველა საჭირო ცვლილება უნდა შეიტანოს პირად საქმეებში, რათა შეძლოს ამ პასუხისმგებლობის შესრულება. თუ გადაუდებელი რამ წამოიჭრება, რაც მას ხელს შეუშლის, ის დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს საჯარო მოხსენების კოორდინატორს, რათა სხვა გამომსვლელი მოიძებნოს. ყველაფერი უნდა იღონონ, რომ თავიდან აიცილონ ბოლო წუთებში გაუქმება. თუ მომხსენებელს შეაგვიანდა და რამდენიმე წუთის შემდეგ მოვა, შეუძლია გადარეკოს სამეფო დარბაზში, რათა ძმებმა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ.

საჯარო მოხსენების დაფასება, წინასწარ კარგად დაგეგმვა, წინასწარ შეხსენებები და ყურადღებით ზედამხედველობა უზრუნველყოფს კრებას, რომ ყოველ კვირას სასარგებლო საჯარო მოხსენება ჰქონდეს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება