შეკითხვების ყუთი
◼ რა შედის საჯარო შეხვედრის თავმჯდომარის მოვალეობებში?
საჯარო შეხვედრის თავმჯდომარის მოვალეობაა, კეთილმოსურნეობა და სიმშვიდე გადასცეს აუდიტორიას და პროგრამის ნაწილებზე ლაკონურად გადასვლა. ამისთვის კი მან წინასწარ უნდა მოამზადოს შესავალი სიტყვები. მოკლედ საუბარი მნიშვნელოვანია. გამოცდილი ძმა, ძირითადად უხუცესი ან სამსახურებრივი თანაშემწე, წინასწარ უნდა იყოს დანიშნული საჯარო შეხვედრის თავმჯდომარედ. მას შემდეგ რაც გულთბილად მიესალმება დამსწრეებს, ის სთხოვს კრებას იეჰოვას სადიდებელი სიმღერა შეასრულონ, რის შემდეგაც წარმოთქვამს ლოცვას. შემდეგ კი თავმჯდომარემ უნდა აცნობოს აუდიტორიას მოხსენების სათაური და წარუდგინოს მომხსენებელი. თუ მომხსენებელი სტუმარია, თავმჯდომარემ შეიძლება მოიხსენიოს, რომელი კრებიდან არის. არ არის აუცილებელი კრებაში მისი პასუხისმგებლობის მოხსენიება, არც იმის დაკონკრეტება, რამდენ ხანში წარმოთქვამს მოხსენებას. მისი კომენტარები ძალიან მოკლე უნდა იყოს.
მოხსენების შემდეგ კომენტარი ძალიან მოკლე უნდა იყოს. შეუძლია შემდეგი კვირის მოხსენების თემა გამოაცხადოს და დაპატიჟოს დამსწრეები. მას შეუძლია ნებისმიერი განცხადების გაკეთება, რაც სათანადო იქნება დამსწრეებისთვის. რადგან საჯარო მოხსენებას „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა მოსდევს, შეიძლება განსახილველი თემის სათაურის გამოცხადება და აუდიტორიის წახალისება, რომ დარჩნენ.
რადგან თავმჯდომარის კომენტარი მოკლე იქნება და კონკრეტული, ამით არ დაეკარგება ფასი და არც გამეორდება მომხსენებლის შესავალი და დასკვნითი სიტყვები. აუდიტორია ისმენს იმას, რისთვისაც მოვიდა, კერძოდ, მომხსენებლის მოხსენებას და თავმჯდომარე დროს არ აჭარბებს (იხილე აგრეთვე „ჩვენი მსახურება“ გვერდები 68—70 [რუს.]).