სწორად გადასცემ ღვთის სიტყვას?
1 დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებთაგან იესო ქრისტე ყველაზე დიდებული მასწავლებელი იყო. ის ისეთნაირად ლაპარაკობდა, რომ ადამიანთა გულებს ეხებოდა, მათ გრძნობებს აღძრავდა და კეთილი საქმეებისკენ ახალისებდა (მათ. 7:28, 29). თავისი სწავლების საფუძვლად ის ყოველთვის ღვთის სიტყვას იყენებდა (ლუკ. 24:44, 45). ის იეჰოვა ღმერთს მიაწერდა ყველაფერს, რაც იცოდა და რისი სწავლებაც შეეძლო (იოან. 7:16). იესომ შესანიშნავი მაგალითი მისცა თავის მიმდევრებს ღვთის სიტყვის სწორად გადაცემაში (2 ტიმ. 2:15).
2 ღვთის სიტყვის ეფექტურად გადაცემაში პავლე მოციქულიც ცნობილ მაგალითს წარმოადგენდა. ის მხოლოდ კი არ უკითხავდა წერილებს სხვებს, არამედ აკეთებდა უფრო მეტს — უხსნიდა წაკითხულს და მსჯელობდა მასზე, როცა ღვთის სიტყვიდან დამამტკიცებელი საბუთი მოჰყავდა, რომ იესო იყო ქრისტე (საქ. 17:2–4). აგრეთვე ენამჭევრი მოწაფე აპოლონი იყო „ძლიერი წერილებში“ და ჭეშმარიტების შთამბეჭდავი უწყებისას ის სწორად გადასცემდა მათ (საქ. 18:24, 28).
3 იყავი ღვთის სიტყვის მასწავლებელი: სამეფოს დღევანდელი მაუწყებლები შეხარიან შესანიშნავ წარმატებებს, რასაც გულწრფელი ადამიანების განსწავლაში აღწევენ ბიბლიაზე ყურადღების მიმართვითა და მასზე მსჯელობით. ერთხელ, პასტორთან და მისი მრევლიდან სამ პიროვნებასთან საუბრისას, ძმამ შეძლო ეზეკიელის 18:4-ისა და მასთან დაკავშირებული მუხლების გამოყენება იმის შესახებ, თუ რა ელით ბოროტებსა და მართლებს. შედეგად ეკლესიის რამდენიმე წევრმა შესწავლა დაიწყო და ერთ-ერთმა მათგანმა, საბოლოოდ, მიიღო ჭეშმარიტება. სხვა შემთხვევაში დას სთხოვეს, აეხსნა დაინტერესებული პიროვნების მოწინააღმდეგე ქმრისთვის, თუ რატომ არ ზეიმობენ იეჰოვას მოწმეები შობასა და დაბადების დღეებს. როცა დამ ბიბლიაზე დაფუძნებული პასუხები წაუკითხა უშუალოდ წიგნიდან — „მსჯელობა წერილების საფუძველზე“ (ინგლ.), — მამაკაცი დაეთანხმა. ამან მისი მეუღლე იმდენად გაახარა, რომ თქვა: „ჩვენ ვივლით თქვენს შეხვედრებზე“. ქმარიც დაეთანხმა!
4 გამოიყენე ხელმისაწვდომი დახმარება: „ჩვენი სამეფო მსახურება“ და სამსახურებრივი შეხვედრის პროგრამა ღვთის სიტყვის გადაცემაში დასახმარებლად შესანიშნავ ხელმძღვანელობას გვთავაზობს. მრავალი მაუწყებელი მადლიერებას გამოხატავს შეთავაზებების მრავალფეროვნებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ქვეყნდება და ინსცენირება უკეთდება და რომლებიც დროული და ეფექტური აღმოჩნდა. „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“ და „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“ უამრავ აზრს შეიცავს, თუ სწორად როგორ ავხსნათ ბიბლიაზე დაფუძნებული სხვადასხვა საკითხი. „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან შემეცნებაში“ მოკლედ არის გადმოცემული ყველა ძირითადი ბიბლიური სწავლება, რომელთა გაგებაც ახლებს ესაჭიროებათ. „თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოს“ 24-ე და 25-ე გაკვეთილები გვიჩვენებს, თუ დახელოვნებული მასწავლებლები როგორ სათანადოდ წარადგენენ, კითხულობენ და იყენებენ მუხლებს. ჩვენ სრულად უნდა ვისარგებლოთ ჩვენთვის ადვილად ხელმისაწვდომი თითოეული ამ დახმარებით.
5 როცა ღვთის სიტყვას სწორად გადავცემთ, აღმოვაჩენთ, რომ ის „არის ცოცხალი, მოქმედი. . . და სჯის [იმ ადამიანების] გულის აზრებსა და ზრახვებს“, რომლებთანაც ვქადაგებთ (ებრ. 4:12). წარმატება, რომელსაც ღვთის სიტყვის მეშვეობით შევხარით, გვიბიძგებს, უფრო დიდი გაბედულებით ვილაპარაკოთ! (საქ. 4:31).