თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ჩაწერა
1 თეოკრატიული სამსახურის სკოლამ მილიონობით იეჰოვას მოწმე მოამზადა კეთილი ცნობის მსახურად. უმეტეს ჩვენგანს ახსოვს, თუ როგორ შიშსა და უსუსურობას განვიცდიდით, როდესაც პირველად ჩავეწერეთ სკოლაში, ახლა კი მადლიერებით ვაღიარებთ მის როლს ჩვენი სულიერობის განვითარებაში, როგორც ღვთის სიტყვის მომხსენებლების და მასწავლებლების (შეადარე საქმეები 4:13). ხარ ჩაწერილი ამ შესანიშნავ სკოლაში?
2 ვის შეუძლია ჩაეწეროს? წიგნის „ორგანიზებული ვართ ჩვენი მსახურების შესასრულებლად“ (რუს.) 73, 74-ე გვერდები გვპასუხობენ: „ყველას, ვინც აქტიურად შემოუერთდა კრებას, შეუძლია ჩაეწეროს, იმ ადამიანების ჩათვლით, რომლებმაც ახლახანს დაიწყეს შეხვედრებზე დასწრება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათი ცხოვრება შეესაბამება ქრისტიანულ პრინციპებს“. ვინც შეესაბამება მოთხოვნებს, ყველას ვიწვევთ, — მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს, — რომ მივიდნენ სკოლის ზედამხედველთან და ჩაეწერონ.
3 სკოლის პროგრამა 1997 წლისთვის: 1997 წლის თეოკრატიული სამსახურის სკოლის პროგრამაში შედის ბიბლიის სხვადასხვა სწავლებები და პირები. საუბრისა და სწავლების უნარის გაუმჯობესების გარდა, ჩვენ ვისწავლით მრავალი სულიერი განძიდან, რომელიც მოცემულია ყოველი კვირის გეგმაში (იგავ. 9:9). თუ ვემზადებით სკოლისთვის, რომელიც მოიცავს ბიბლიის ყოველკვირეულ კითხვას, და რეგულარულად ვესწრებით, პროგრამიდან სულიერ სარგებლობას მივიღებთ.
4 1997 წლის პროგრამის №2 დავალებაში ბიბლიის კითხვის უმეტესი ნაწილი მოკლეა, ვიდრე წინა წლებში. ამ დავალებისთვის მზადების დროს მოსწავლემ ფრთხილად უნდა დაგეგმოს დრო კითხვისთვის და შემდეგ განსაზღვროს, თუ ხუთი წუთიდან, რომელიც განკუთვნილია მისი ნაწილისთვის, რამდენი შეიძლება დაეთმოს შესავალსა და დასკვნას. ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეს, სრულიად გამოიყენოს თავისი დრო და განავითაროს, როგორც კითხვის აგრეთვე იმპროვიზირებული საუბრის ხელოვნება (1 ტიმ. 4:13).
5 წიგნ „შემეცნებაზე“ დაფუძნებული №4 დავალების შესრულებისას შეთავაზებების სიტუაციების შესაქმნელად დაემატა არაფორმალური დამოწმება. მაშასადამე, დას შეუძლია აირჩიოს ან განმეორებითი მონახულება ან ბიბლიის საშინაო შესწავლა ან არაფორმალური დამოწმება ამ დავალების სიტუაციის შესაქმნელად. რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ეფექტურ სწავლებაზე და არა სიტუაციაზე.
6 გინდ დამმოძღვრავი თემის წარმოთქმის უპირატესობა გქონდეს, გინდ ბიბლიის ღირსშესანიშნავი პუნქტების, თუ მოსწავლის დავალება, თეოკრატიული სამსახურის სკოლისთვის მადლიერების გამოხატვა შეგიძლია შენი ნაწილის მომზადებითა და კარგი გამეორებით, მისი დამაჯერებლობითა და ენთუზიაზმით წარმოთქმით, დროის დაცვით, სკოლის ზედამხედველის რჩევების მოსმენითა და გამოყენებით, და დავალების ყოველთვის ერთგულად შესრულების მცდელობით. ამგვარად სკოლაში შენი ჩაწერა ნამდვილად კურთხევა იქნება როგორც შენთვის აგრეთვე ყველა დამსწრესთვის.