კეთილი ცნობა „ინტერნეტით“
დღევანდელ ტექნიკურ საუკუნეში ზოგი ადამიანი ინფორმაციას ელექტრონული წყაროების, მათ შორის, „ინტერნეტის“ საშუალებით იღებს. ამიტომ საზოგადოებამ „ინტერნეტში“ მოათავსა ზოგი ზუსტი ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების მრწამსისა და მოღვაწეობის შესახებ.
„ინტერნეტის“ ქსელში ჩვენი განყოფილების მისამართია http://www.watchtower.org და მასში ჩადებულია ტრაქტატები, ბროშურები, სტატიები ჟურნალებიდან „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ გერმანულ, ესპანურ, ინგლისურ, რუსულ, ჩინურ (გამარტივებული ვარიანტი) და სხვა ენებზე. „ინტერნეტის“ ქსელის ამ განყოფილებაში ჩადებული პუბლიკაციები უკვე არის კრებებში და მათ მსახურებაშიც კი იყენებენ. „ინტერნეტის“ ქსელში ჩვენი განყოფილების არსებობის მიზანია, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს ელექტრონული ფორმატის გამომყენებლებისთვის და არა ის, რომ გამოვაქვეყნოთ ახალი პუბლიკაციები. საჭირო არ არის, რომ ვინმემ მოამზადოს ელექტრონული გვერდები „ინტერნეტში“ იეჰოვას მოწმეების, ჩვენი საქმისა და მრწამსის შესახებ. „ინტერნეტში“ ჩვენი ოფიციალური პროგრამა წარადგენს ზუსტ ინფორმაციას ნებისმიერი პიროვნებისთვის, ვისაც ამის გაგება სურს.
თუმცა „ინტერნეტის“ ქსელში ჩვენს განყოფილებაში არ არის გათვალისწინებული ელექტრონული ფოსტის გაგზავნა (E-mail), იქ მაინც ჩამოთვლილია მსოფლიოში არსებული ფილიალების მისამართები. ასე რომ, მსურველებს შეუძლიათ მისწერონ უფრო მეტი ინფორმაციისთვის ან ადგილობრივი მოწმეებისგან სულიერი დახმარების მიღებისთვის. ზემოხსენებული „ინტერნეტის“ მისამართი თავისუფლად შეგიძლიათ მისცეთ ნებისმიერს, ვინც განწყობილია ბიბლიური ჭეშმარიტების შესასწავლად ამ ფორმატიდან.