ჩვენი მსახურება — ჭეშმარიტი სიყვარულის გამოვლენა
1 ჩვენი მსახურებით ორი უდიდესი მცნებისადმი მორჩილებას ვავლენთ (მათ. 22:37–39). იეჰოვასადმი სიყვარული აღგვძრავს, ვისაუბროთ მის შესახებ. მოყვასის მიმართ სიყვარული აღგვძრავს, მოვუწოდოთ მათ ეძიონ ღვთის ნებისა და განზრახვების შემეცნება, რათა ჩვენს მსგავსად მათაც შეიყვარონ იეჰოვა და მათაც მიეცეთ მარადიული სიცოცხლის მიღების საშუალება. ამგვარად, ჩვენი მსახურებით განვადიდებთ იეჰოვას სახელს და სამეფოს ფასდაუდებელ იმედს ვუზიარებთ ჩვენს მოყვასს. დიახ, ჩვენი მსახურება ღვთისა და ადამიანისადმი ჭეშმარიტ სიყვარულს გამოხატავს.
2 სიყვარული აღგვძრავს, ვილაპარაკოთ ყველანაირ ადამიანთან ყველანაირ სიტუაციაში (1 კორ. 9:21–23). მაგალითად, თვითმფრინავში უხუცესი ძმა კათოლიკე მღვდლის გვერდით იჯდა. უხუცესმა მღვდელს საუბარი რამდენიმე ტაქტიანი კითხვის დასმით გაუბა და შემდეგ კი სამეფოზე წარმართა ლაპარაკი. თვითმფრინავიდან ჩამოსვლამდე მღვდელმა ჩვენი ორგანიზაციის ორი წიგნი მიიღო. როგორი შესანიშნავი შედეგი მოჰყვა უხუცესის მიერ მოყვასის მიმართ გამოვლენილ ჭეშმარიტ სიყვარულს!
3 ჭეშმარიტი სიყვარული აღგვძრავს ვიქადაგოთ. დამხმარე და სრული დროით პიონერები ნამდვილად ავლენენ ღვთისა და მოყვასის მიმართ ჭეშმარიტ სიყვარულს. პიონერები მუდამ სწირავენ თავიანთ დროსა და ენერგიას სხვების სულიერ დახმარებას. რა აღძრავს მათ ამის გასაკეთებლად? ერთმა პიონერმა დამ თქვა: „ვიცი, რომ სიყვარული ღვთის სულის ნაყოფია. ამის გარეშე საერთოდ არ ვიქნებოდი ჭეშმარიტებაში და მითუმეტეს კი პიონერი. სიყვარული აღმძრავს, დავინტერესდე ადამიანებით, გავიგო მათი მოთხოვნილებები. ვაფასებ, როდესაც სიყვარულს ეხმაურებიან“. იესო ხალხის მიმართ ასეთ სიყვარულს ავლენდა. ერთხელ, როდესაც ის და მისი დაღლილი მოწაფეები მიდიოდნენ ‘მცირე მოსასვენებლად’ ხალხი მათზე ადრე მივიდა იქ. რა ქნა იესომ? „შეებრალა ისინი“, თავისი პირადი მოთხოვნილებები დათრგუნა, რათა ‘მრავალი რამ ესწავლებინა მათთვის’ (მარ. 6:30–34).
4 მაშინაც კი, როდესაც ადამიანები გულგრილნი არიან კეთილი ცნობის მიმართ, რომელსაც ვთავაზობთ, შინაგან სიხარულს განვიცდით, რადგანაც ვიცით, რომ სიყვარულით ამოქმედებულები ყველაფერს ვაკეთებთ მათ დასახმარებლად, რომ გადარჩნენ. როდესაც ყოველი ჩვენგანი საბოლოოდ იესოს მიერ გასამართლდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რომ გამოვავლინეთ ჭეშმარიტი სიყვარული ‘ჩვენი მსახურების აღსრულებით’ (2 ტიმ. 4:5).