ზედამხედველები, რომლებიც ხელმძღვანელობას სწევენ — სამსახურებრივი ზედამხედველი
1 სამსახურებრივი ზედამხედველი დაინტერესებულია კრებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე სამქადაგებლო საქმის წინსვლასთან დაკავშირებული ყოველი წვრილმანით. ამგვარად ის მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს კეთილი ცნობის ქადაგების მოვალეობის შესრულებაში. როგორც გულმოდგინე მქადაგებელი, ორგანიზებას უწევს სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც უნარიანი მასწავლებელი, თითოეულ მაუწყებელს ეხმარება მსახურების გაუმჯობესებაში (ეფეს. 4:11, 12).
2 ეს უხუცესი პირადად ზედამხედველობს ლიტერატურაზე, ჟურნალებსა და უბნებზე დანიშნული სამსახურებრივი თანაშემწეების საქმიანობას. ის პასუხისმგებელია დარწმუნდეს, რომ ყოველთვიურად არის ლიტერატურის, ჟურნალებისა და მსახურების სხვადასხვა ბლანკების საკმარისი რაოდენობა. წელიწადში ერთხელ ამოწმებს იმ უბნების კართოტეკას, სადაც აღნიშნულია ყველა იმ სახლის მისამართი, სადაც ურჩიეს, რომ არ მისულიყვნენ და ნიშნავს გამოცდილ ძმებს, რომ მიაკითხონ ამ ბინებს.
3 სამსახურებრივი ზედამხედველი პასუხისმგებელია, უხელმძღვანელოს ქადაგების სხვადასხვა სფეროს, მათ შორის საქმიან ტერიტორიაზე, ქუჩაში და ტელეფონით ქადაგებას. ყოველთვის ცდილობს ორგანიზება გაუწიოს მთელი კვირის განმავლობაში და დასვენების დღეებში პრაქტიკულ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებს. მას ნამდვილად აინტერესებს ბიბლიის შესწავლების საქმიანობა. ის ცდილობს სულიერად დაეხმაროს მათ, ვინც არარეგულარული ან არააქტიური გახდა მსახურებაში. მას განსაკუთრებით აინტერესებს პიონერების საქმიანობა და პირადად უწევს ზედამხედველობას პროგრამას „პიონერები ეხმარებიან სხვებს“.
4 სამსახურებრივ ზედამხედველს, როგორც კრების სამსახურებრივი კომიტეტის წევრს, შეაქვს წინადადება ნებისმიერ საჭირო ცვლილებაზე კრების წიგნის შესწავლის ჯგუფებში. ეცადე, დაესწრო წიგნის შესწავლას მისი მონახულების დროს და ითანამშრომლე მასთან სამქადაგებლო მსახურებაში.
5 კრებაში ყველამ სიხარულით უნდა მიიღოს სამსახურებრივი ზედამხედველის მიერ მოცემული რჩევები. ეს მოწაფეების მომზადების საქმეში ჩვენი წინსვლის საწინდარი იქნება და უფრო მეტ სიხარულს ვპოვებთ მსახურებაში.