ყოველდღე დაუთმე ყურადღება იეჰოვას სიტყვას!
1 ყოველი დღე ახალი სიძნელის წინაშე აყენებს შენს რწმენას. შეიძლება ქვეყნიური ნაცნობი გიბიძგებს პაემანზე წასვლისკენ ან მასწავლებელს უნდა, რომ რამე ქვეყნიურ კარიერას მიჰყვე. შეიძლება დამსაქმებელი შენგან სამუშაოსთვის უფრო მეტი დროის დათმობას მოითხოვს ან ფიზიკური ჯანმრთელობა გაწუხებს. თუმცა ასეთ გამოცდებს შეიძლება ნებისმიერ დროს წააწყდე, მარტო არა ხარ. იეჰოვა მზად არის, მოგცეს მათ გადასატანად საჭირო სიბრძნე. ბროშურაში „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა“ მოცემულ ბიბლიურ მუხლსა და კომენტარზე ფიქრი ღვთის სიტყვის რეგულარულად განხილვის ერთ-ერთი საშუალებაა. სარგებლობ ამ საშუალებით?
2 დახმარება ხელმისაწვდომია. ესაიას 30:20 იეჰოვას აღწერს როგორც დიდებულ „მოძღვარს“; ღვთის ხალხს შეუძლია დახმარებისთვის მას მიმართოს. ის ზუსტად იმით უზრუნველგყოფს, რაც რწმენის გამოცდებთან შესახვედრად გჭირდება. როგორ? მომდევნო მუხლი ხსნის: „თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე“. დღეს იეჰოვას „სიტყვა“ გვესმის საღვთო წერილისა და ‘ერთგული მონის’ პუბლიკაციების საშუალებით (მათ. 24:45). თუნდაც მხოლოდ „საგუშაგო კოშკის“ განვლილ სტატიებში უხვად არის სიბრძნე, რომელიც, ფაქტობრივად, ქრისტიანული ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. ბროშურაში „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა“ მითითებული სტატიების გამეორება გეხმარება შემეცნების მარაგის დაგროვებაში, რაც ფასდაუდებელია ნებისმიერი გამოცდის გადასატანად (ეს. 48:17).
3 გამოუყავი დრო. ერთი დედა, თუმცა დილაობით ცოტა დრო ჰქონდა, თავის ვაჟთან ერთად საუზმის დროს კითხულობდა და განიხილავდა ბიბლიურ მუხლსა და კომენტარს. ეს სიტყვები ლოცვასთან ერთად ბოლო სიტყვები იყო, რასაც მისი ვაჟი ყოველ დილით ისმენდა სკოლაში წასვლამდე. ამ სიტყვებმა გააძლიერა ის, რომ წინ აღდგომოდა სექსუალურ გარყვნილებას, უკომპრომისო პოზიცია დაეკავებინა ნაციონალიზმის საკითხში და გაბედულად ექადაგა მოსწავლეებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც. თუმცა ის ერთადერთი მოწმე იყო სკოლაში, არასოდეს უგრძნია მარტოობა.
4 მიმართე იეჰოვასა და მის სიტყვას ხელმძღვანელობისთვის. თუ ასე მოიქცევი, ის შენთვის სანდო მეგობარივით რეალური იქნება. ყოველდღე მიმართე მას! მთელ მსოფლიოში მცხოვრებ სხვა მილიონებთან ერთად, რომლებიც ყოველდღე განიხილავენ ღვთის სიტყვას, დაე შენი თვალებიც იქცეს ‘თვალებად, რომლებიც შენს [დიდებულ] მოძღვარს ხედავს’.