მზად ხარ სკოლაში დასამოწმებლად?
1. რისი შესაძლებლობა გეძლევა სკოლაში?
1 შენ, როგორც ქრისტიანს, სკოლაში ალბათ ბევრ სირთულესთან გიწევს გამკლავება. მაგრამ სკოლაში იმის შესაძლებლობაც გეძლევა, რომ „ჭეშმარიტების შესახებ დაამოწმო“ (იოან. 18:37). კარგად ემზადები, რომ ღვთის შესახებ დაამოწმო?
2. როგორ შეგიძლია მოემზადო სკოლაში დასამოწმებლად?
2 შენ მრავალმხრივ იღებ დასწავლებას იეჰოვასგან, მშობლებისგან და ერთგული და გონიერი მონისგან, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატებას მიაღწიო (იგავ. 1:8; 6:20; 23:23—25; ეფეს. 6:1—4; 2 ტიმ. 3:16, 17). ალბათ, კარგად იცი, რა სირთულეები შეიძლება შეგექმნას სკოლაში. რამდენადაც ღვთის სიტყვას სწავლობ, ხვდები, როგორ გარემოში მოგიწევს ყოფნა, ამიტომ მოემზადე, რომ ღვთის შესახებ დაამოწმო (იგავ. 22:3). ყურადღებით წაიკითხე ის მითითებები და ბიბლიური რჩევები, რომლებიც მოცემულია ორტომიან წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სტატიებში, რომლებიც რეგულარულად იბეჭდება „გამოიღვიძეთ!“-ში.
3. როგორ შეგიძლია დაამოწმო სკოლაში?
3 შენ გეძლევა შესაძლებლობა, რომ სკოლაში მრავალმხრივ დაამოწმო. როდესაც სხვები დაინახავენ, რომ მოწესრიგებული ხარ, მოკრძალებულად იცვამ, კარგად იქცევი, ზრდილობიანი ხარ, თანაკლასელებისა და მასწავლებლების მიმართ პატივისცემას ავლენ, კარგად სწავლობ და ცხოვრებაში კარგი მიზნები გაქვს, ისინი შეიძლება დაინტერესდნენ, რატომ ხარ სხვებისგან განსხვავებული (მალ. 3:18; იოან. 15:19; 1 ტიმ. 2:9, 10). ამ დროს შეიძლება მოგეცეს შესაძლებლობა, რომ დაამოწმო და შენი რწმენის შესახებ სხვებს ესაუბრო. სასწავლო წლის განმავლობაში შესაძლოა სხვადასხვა სირთულეს შეხვდე, მაგალითად შეიძლება გითხრან, რომ ეროვნულ ცერემონიალში ან დღესასწაულებში მიიღო მონაწილეობა. თუ გკითხავენ, რატომ არ მონაწილეობ ამა თუ იმ ღონისძიებაში, მხოლოდ იმას ეტყვი, რომ იეჰოვას მოწმე ხარ და შენი რელიგია არ იწონებს ამას? თუ გამოიყენებ შესაძლებლობას და დაამოწმებ შენს მოსიყვარულე ზეციერ მამა იეჰოვაზე? თუ იეჰოვას მიმართავ ხელმძღვანელობისთვის და კარგად მოემზადები, შეძლებ მასწავლებლებს, თანაკლასელებსა და სხვებს დაუმოწმო (1 პეტ. 3:15).
4. რატომ შეგიძლია იყო დარწმუნებული, რომ სკოლაში წარმატებით დაამოწმებ?
4 თუმცა შეიძლება სკოლაში სიარული გარკვეულ სტრესთან იყოს დაკავშირებული, ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენ გვერდით არიან ადამიანები, რომელთაც შენი წარმატება გაახარებთ. შენთან ერთად ვხარობთ, რომ გაქვს ასეთ შესანიშნავ ადგილზე დამოწმების შესაძლებლობა. ასე რომ, იყავი გაბედული და დაამოწმე სკოლაში.