„ფუჭი არაა თქვენი შრომა“
1 რა გამამხნევებელი აზრია! შენი შრომა იეჰოვას სამსახურში ფუჭი არ არის (1 კორ. 15:58). ამის საპირისპიროდ, დაფიქრდი ადამიანებზე, რომლებიც დიდხანს და მძიმედ შრომობენ იმისათვის, რომ გაიუმჯობესონ თავიანთი საზოგადოებრივი ან ფინანსური მდგომარეობა. ისინი შეიძლება წლების მანძილზე სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში ან დღედაღამ მძიმედ შრომობენ, რათა მატერიალურად წინ წაიწიონ. მაგრამ ‘დროისა და შემთხვევის’ გამო შეიძლება ვერასოდეს აღწევენ იმ პრესტიჟს, რომლისთვისაც ირჯებოდნენ, ან შეიძლება იძულებული ხდებიან, იმაზე უფრო ნაკლებს დასჯერდნენ მატერიალური მდგომარეობის მხრივ, ვიდრე სურდათ. მათი მცდელობები ისევე ფუჭია, როგორც „ქარის დევნა“ (ეკლ. 1:14; 9:11). ამიტომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უხვად ვშრომობთ იმ საქმეში, რომელიც ფუჭი არ არის, რადგან მას ხანგრძლივი სარგებლობა აქვს!
2 საქმე, რომელიც მართლა მნიშვნელოვანია. ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება უმნიშვნელოვანესი საქმეა დედამიწაზე. ეს საქმე უნდა შესრულდეს იმის მიუხედავად, გვისმენს თუ არა ხალხი. ჩვენ გვსურს, პავლეს მსგავსად ვთქვათ: „სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან, ვინაიდან არ დამიტოვებია გაუცხადებლად ღმერთის მთელი ნება“ (საქ. 20:26, 27, აფ).
3 რა სასიხარულოა, როცა ადამიანები ისმენენ და ეხმაურებიან ცნობას სამეფოს შესახებ! ერთ ახალგაზრდა ქალს დეიდა გარდაეცვალა. ამიტომ მას აინტერესებდა: სად იყო ახლა თავისი დეიდა; ზეცაში თუ ჯოჯოხეთში? მან დახმარება სთხოვა ღმერთს და ლოცვაში იეჰოვას სახელი ახსენა, როგორც თავისმა დამ ასწავლა. ცოტა ხნის შემდეგ მან ბიბლიის შესწავლა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. მას სრულიად ახალი თვალსაზრისი შეექმნა სიცოცხლეზე, აგრეთვე კავშირი გაწყვიტა ქუჩის ბანდებთან. თავი დაანება სიგარეტის წევას, ნარკოტიკების მიღებასა და ქურდობას. ის აღიარებს: „მხოლოდ იეჰოვასადმი სიყვარულმა მიმატოვებინა ცუდი ცხოვრება. მხოლოდ იეჰოვას, თავისი უდიდესი გულმოწყალებით, შეუძლია მარადიული სიცოცხლის იმედი მომცეს“. ამჟამად ის აღარ კარგავს დროს ფუჭ საქმეებზე.
4 მაშინაც კი, როცა ადამიანები არ გისმენენ, შენ მაინც სასარგებლო საქმეს აკეთებ. მათ იციან, რომ იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხეს. ამ დროს შენ გიმტკიცდება უბიწოება, ერთგულება და სიყვარული. მაშ, ფუჭია შენი შრომა უფლის საქმეში? არავითარ შემთხვევაში!