„არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ“
1 იესო ქრისტე გულდასმით ხელმძღვანელობს სამქადაგებლო საქმიანობას (მათ. 28:20; მარ. 13:10). თუმცა დაახლოებით ექვსი მილიონი აქტიური მაუწყებელია, რომლებიც 234 ქვეყანაში ქადაგებენ, არ უნდა გვეგონოს, რომ სამქადაგებლო საქმიანობა დასრულებულია. სანამ ღმერთი არ გვამცნობს, რომ საქმე დამთავრებულია, „არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ“ ის, რაც გავიგეთ (საქ. 4:20).
2 მიენდე ღვთის სულს. სატანა დიდ ზეწოლას ახდენს, რათა გული აგვიცრუოს (გამოცხ. 12:17). ჩვენი არასრულყოფილი სხეულიც მრავალ პრობლემას გვიქმნის. ყოველივე ამან შეიძლება ჩვენი ყურადღება გადაიტანოს სამქადაგებლო საქმიანობიდან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამისდა მიუხედავად, თუ რწმენას ვავლენთ იეჰოვას მიმართ, მისი სული დაგვეხმარება, გაბედულად შევხვდეთ ნებისმიერ წინააღმდეგობას.
3 როდესაც პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებას სასტიკად დევნიდნენ, ძმები ღმერთს დახმარებას სთხოვდნენ, რათა გაეგრძელებინათ მისი სიტყვის მთელი გაბედულებით ქადაგება. იეჰოვამ უპასუხა მათ ლოცვას, აღავსო სულიწმიდით და სამქადაგებლო საქმიანობის გასაგრძელებლად აუცილებელი გულმოდგინება და გამბედაობა უბოძა. ამის შედეგად, მათ შეუწყვეტლივ განაგრძეს კეთილი ცნობის გაბედულად ქადაგება (საქ. 4:29, 31; 5:42).
4 ნუ შეგაშინებს უარყოფითი აზრი. საყოველთაო აზრმა და ცილისმწამებლურმა გამოსვლებმა, შესაძლებელია, შეგვაშინოს. მაგრამ გაიხსენე სინედრიონის წინაშე პეტრესა და სხვა მოციქულების გაბედული გამოსვლა, რომლის შესახებაც საქმეების 5:29—32-ში ვკითხულობთ. როგორც რჯულის მასწავლებელმა გამალიელმა აღიარა, შეუძლებელია ღვთის საქმის შეჩერება. ის ჩვენი ძალებით არ დასრულდება. ამ დიდებულ საქმეს ღმერთი უჭერს მხარს და მხოლოდ მას შეუძლია მისი შესრულება! (ზაქ. 4:6).
5 მოდი ყოველდღიურად ვთხოვოთ იეჰოვას სულიწმიდა, რათა დაგვეხმაროს კეთილი ცნობის გულმოდგინედ ქადაგებაში. დაე ჩვენც ვთქვათ იერემიას მსგავსად, რომ სამეფო ცნობა ცეცხლივით აგვიგიზგიზდა ძვლებამდე (იერ. 20:9). ჩვენ არ შეგვიძლია დადუმება!