მრავალთა სიცოცხლე სასწორზე დევს!
1 ბიბლია ნათელყოფს იეჰოვას ნებას, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს“. ამისდა მიუხედავად, დედამიწაზე მცხოვრები მილიარდობით ადამიანის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი თვალსაზრისი აქვთ იეჰოვა ღმერთსა და მის სამეფოზე, რომელსაც იესო ქრისტე ხელმძღვანელობს. სწორი დამოკიდებულება დაფუძნებულია მხოლოდ ‘ჭეშმარიტების [„ზუსტ“, აქ] შემეცნებაზე’ (1 ტიმ. 2:3, 4). მაშინ როდესაც მიმდინარეობს გაფრთხილება, რომ მალე დედამიწა გაიწმინდება ყოველგვარი ბოროტებისგან, იმისათვის, რომ გზა გაეხსნას ღვთის ახალ სამართლიან ქვეყნიერებას, ჩვენ დავალებული გვაქვს, განვახორციელოთ სიცოცხლის გადამრჩენი საქმიანობა (მათ. 24:14; 28:19, 20; რომ. 10:13—15).
2 რატომ ასე გადაუდებლად? იესომ მოგვცა გაფრთხილება ‘დიდი გასაჭირის’ შესახებ „როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან“ (მათ. 24:21). ეს გასაჭირი თავის კულმინაციას არმაგედონში მიაღწევს (გამოცხ. 16:16). უამრავ ადამიანს მოელის განადგურება, თუ ისინი არ გამოეხმაურებიან კეთილ ცნობას. მათ შორის არიან ჩვენი ურწმუნო ნათესავები, მეზობლები, თანამშრომლები, სკოლის მეგობრები და ნაცნობები. მაგრამ ჩვენ ინტერესი უნდა გამოვავლინოთ ‘ყველა ადამიანის’ მიმართ ღვთის მსგავსად, რომელმაც მთელი კაცობრიობისადმი სიყვარული თავისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით ყველას გამოსყიდვით გამოავლინა (იოან. 3:16). ჩვენ გულმოდგინედ უნდა ვეცადოთ, მოვიწვიოთ ყველა, რომ თავი შეაფარონ ღმერთს. სამქადაგებლო საქმიანობაში სრული მონაწილეობით სისხლის ღვრაში დამნაშავეები აღარ გავხდებით (ეზეკ. 33:1—7; 1 კორ. 9:16).
3 რა არის ჩვენი მიზანი? ღვთის სიტყვაში ყველგან მახვილდება ყურადღება სამქადაგებლო საქმიანობის მნიშვნელოვნებაზე. როგორც მოციქულმა პავლემ აღნიშნა „ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი“ მაშინ, როცა ღვთის ნებასთან შეთანხმებულად ვცხოვრობთ (2 კორ. 5:14). გარდა ამისა, „საგუშაგო კოშკი“ ხშირად ამახვილებს ყურადღებას ქადაგების მოვალეობაზე. „ჩვენი სამეფო მსახურება“ განუწყვეტლივ უზრუნველგვყოფს ხელმძღვანელობით, თუ როგორ შევასრულოთ სამქადაგებლო საქმიანობა. უხუცესები ორგანიზებას უწევენ ამ საქმიანობას და გვამხნევებენ, მონაწილეობა მივიღოთ მასში. მაუწყებლები გვიწვევენ, მათთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა მსახურებაში. ჩვენ ბევრს ვისმენთ, თუ როგორ მოვამზადოთ შეთავაზებები, როგორ შევთავაზოთ ჟურნალები და სხვა ლიტერატურა, გავაკეთოთ განმეორებითი მონახულებები, ჩავატაროთ ბიბლიის შესწავლები და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ დასამოწმებლად. ყოველივე ეს სიცოცხლის გადამრჩენი საქმიანობის შესრულებაში გვეხმარება. (1 კორ. 9:22, 23; ეფეს. 1:13).