სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
11 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 139
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: „იეჰოვას კურთხევა გვამდიდრებს“. ერთ წუთზე ნაკლები შესავალი გააკეთე და შემდგომ მიმოიხილე კითხვა-პასუხებით (იხილე 1993 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“ [რუს.] 32-ე გვერდი).
20 წთ.: „მიმდინარე მოვლენები ინტერესის აღსაძრავად გამოიყენე“. აუდიტორიასთან ერთად განხილვა და ინსცენირებები. მოიხსენიე რამდენიმე მიმდინარე მოვლენა, რომლებიც ადგილობრივად ინტერესის საგანია. რა წუხილს იწვევს ეს მომავალთან დაკავშირებით? გამოიყენე ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, მე-3 გვერდი. მიეცი რჩევები, თუ როგორ მოამზადონ ბიბლიურ საუბრამდე მიმყვანი შეთავაზება. აჩვენე პრაქტიკული, კარგად მომზადებული ორი ინსცენირება.
სიმღერა 224 და ლოცვა
18 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 2
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: რას მივაღწიეთ გასულ წელს? უხუცესის მოხსენება კრების სამსახურებრივი კომიტეტიდან. მიმოიხილე აღსანიშნავი პუნქტები კრების 2000 სამსახურებრივი წლის ანგარიშიდან. შეაქე კრება იმ კარგისთვის, რაც გაკეთდა. აღნიშნე მხარეები, რომლებშიც შეიძლება გაუმჯობესება იყოს საჭირო. ყურადღება გაამახვილე შეხვედრებზე დასწრების, ბიბლიის შესწავლების დაწყებისა და ჩატარების და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მაჩვენებელზე. მოიხსენიე პრაქტიკული მიზნები დამდეგი წლისათვის.
20 წთ.: „მრავალთა სიცოცხლე სასწორზე დევს!“. განხილვა აუდიტორიასთან ერთად. განიხილე სტატიაში მოცემული ბიბლიური მუხლები.
სიმღერა 30 და ლოცვა
25 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 93
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ სექტემბრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. განიხილე შეკითხვების ყუთი.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
15 წთ.: ჩვენი ჟურნალები თავის ფასს არ კარგავს. რას აკეთებ, როცა „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ძველი ნომრები გიგროვდება? ზოგიერთი მაუწყებელი მათ თავიდან იცილებს, რადგან ფიქრობენ, რომ იქ მოცემული საკითხები მოძველდა. ნაცვლად ამისა 1993 წლის სექტემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ (რუს.) მე-3 გვერდზე მოგვიწოდებდნენ, გვეტარებინა ზოგიერთი ძველი ნომერი და სათანადო შემთხვევაში შეგვეთავაზებინა. შეგიძლია შეარჩიო დროული სტატიები, რომლებიც მიიზიდავდა მამაკაცებს, ქალებს, გარკვეული პროფესიის ადამიანებს, ხანში შესულებს ან ახალგაზრდებს. მზად გქონდეს ჟურნალები, რომ შესთავაზო შესაძლებლობისას. ინსცენირება გააკეთე, თუ როგორ შეიძლება სტატიების შერჩევა და შეთავაზება. მოყევი იმ წარმატებული შემთხვევების შესახებ, როდესაც მაუწყებლებმა გაავრცელეს ძველი ჟურნალები.
სიმღერა 115 და ლოცვა
2 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 169
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. კრებას აცნობე ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-ის გავრცელების სპეციალური ღონისძიების შესახებ, რომელიც დაიწყება ორშაბათს, 16 ოქტომბრიდან, და გაგრძელდება პარასკევამდე, 17 ნოემბრამდე. ყველა გაამხნევე, ახალგაზრდებისა და ახალი მაუწყებლების ჩათვლით, შეეცადონ, სრულად მიიღონ მონაწილეობა. წიგნის შესწავლის ხელმძღვანელებმა ახლავე უნდა დაიწყონ თავიანთი ჯგუფის გამხნევება და ორგანიზება გაუწიონ, რომ ყველამ შეძლებისდაგვარად გულმოდგინედ მიიღოს მონაწილეობა. აგრეთვე მოიხსენიე გასული ნომრის გავრცელების დროს მომხდარი გამამხნევებელი შემთხვევები.
15 წთ.: „უნდა გადავიდე სხვაგან საცხოვრებლად?“. უხუცესის მოხსენება. ახსენი, რატომ არის საჭირო გამჭრიახობა, როდესაც სხვაგან გადასვლას ვაპირებთ. განიხილე, როგორ შეგვიძლია იგავნის 22:3-ში მოცემული რჩევის გამოყენება. მოიხსენიე შეხსენებები და გაფრთხილება, რომელიც მოცემულია 1991 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ (რუს.) გვერდები 26—28.
15 წთ.: საუბრის დაწყებასთან დაკავშირებული შემთხვევები. 11 სექტემბრიდან დაწყებული კვირის სამსახურებრივი შეხვედრის გეგმაში მოცემული იყო რჩევა, თუ როგორ შეგვიძლია ინტერესის აღსაძვრავად და მსახურებაში საუბრის დასაწყებად მიმდინარე მოვლენების გამოყენება. მსმენელებს სთხოვე, მოყვნენ იმ კარგი შედეგების შესახებ, რომელთაგანაც სიხარული მიიღეს მას შემდეგ, რაც დაიწყეს ამ რჩევების გამოყენება.
სიმღერა 205 და ლოცვა