საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 11/00 გვ. 1
  • განაგრძეთ ქადაგება!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განაგრძეთ ქადაგება!
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • მსგავსი მასალა
  • რატომ უნდა განვაგრძოთ ქადაგება?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
  • რატომ ვაკითხავთ დაინტერესებულებს ისევ და ისევ?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
  • ‘უკეთესობის მახარობლები’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
km 11/00 გვ. 1

განაგრძეთ ქადაგება!

1 ღვთის ნებაა, „რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმ. 2:4). მან სწორედ ამიტომ დაგვავალა კეთილი ცნობის ქადაგება (მათ. 24:14). თუ შეგნებული გვაქვს, რატომ უნდა გავაგრძელოთ ქადაგება, ვერ შეგვაჩერებს გულგატეხილობა ან ნებისმიერი ხელის შემშლელი რამ, რომელსაც ცხოვრებაში ვაწყდებით.

2 რატომ უნდა გამოვავლინოთ სიმტკიცე? წუთისოფელში არსებობს მრავალი ხელის შემშლელი რამ, რის გამოც ადამიანებს ავიწყდებათ ან ყურადღებას არ აქცევენ ჩვენს ნათქვამს. ასე რომ, მათ კვლავაც უნდა შევახსენოთ ღვთისგან მომდინარე გადამრჩენი ცნობა (მათ. 24:38, 39). გარდა ამისა, ადამიანთა ცხოვრებაში ვითარებები ცვალებადია. მსოფლიო მდგომარეობაც კი შეიძლება თვალის დახამხამებაში რადიკალურად შეიცვალოს (1 კორ. 7:31). ხვალ, მომავალ კვირას ან მომავალ თვეში შეიძლება ადამიანები, რომლებსაც ვუქადაგეთ, ახალ პრობლემებს ან საზრუნავს წააწყდნენ, რამაც ისინი ჩვენ მიერ გადაცემულ კეთილ ცნობაზე დააფიქროს. ნუთუ მადლიერი არა ხარ, რომ მოწმემ, რომელმაც ჭეშმარიტება გამცნო, სიმტკიცე გამოავლინა?

3 მივბაძოთ ღმერთს გულმოწყალებაში. იეჰოვა მოთმინებით გვაძლევს დროს, სანამ სისრულეში მოიყვანს თავის განაჩენს ბოროტებზე. ჩვენი პირით ის აგრძელებს გულმართალი ადამიანების მოხმობას, რომ დაუბრუნდნენ მას და გადარჩნენ (2 პეტ. 3:9). ჩვენ სისხლის ღვრაში ვიქნებოდით დამნაშავენი, თუ არ გავუცხადებდით ღვთის გულმოწყალე ცნობას ადამიანებს და არ გავაფრთხილებდით ღვთის მომავალი სამსჯავროს შესახებ მათთან დაკავშირებით, ვინც არ ტოვებს თავის ბოროტ გზებს (ეზეკ. 33:1—11). თუმცა ჩვენს ქადაგებას ყოველთვის კარგად არ ეხმაურებიან, არასდროს უნდა შევასუსტოთ ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ გულწრფელებს ღვთის დიდი გულმოწყალების დაფასებაში (საქ. 20:26, 27; რომ. 12:11).

4 გამოვავლინოთ სიყვარული. იეჰოვა ღმერთმა იესო ქრისტეს პირით მოგვიწოდა, რომ კეთილი ცნობა ნაქადაგები ყოფილიყო მთელ დედამიწაზე (მათ. 28:19, 20). მაშინაც კი, როცა ადამიანები არ გვისმენენ, ჩვენ გვაქვს ღვთის სიყვარულისა და ერთგულების გამოვლენის შესაძლებლობა იმით, რომ შეუპოვრად ვაკეთოთ ის, რაც სწორია (1 იოან. 5:3).

5 დაე მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ განვაგრძოთ ქადაგება! მოდი გულმოდგინედ ვაკეთოთ ეს, სანამ ჯერ კიდევ არის იეჰოვასმიერი „ხსნის დღე“ (2 კორ. 6:2).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება