საშუალებები, რომლებიც გვასწავლიან, წაგვახალისებენ და განგვამტკიცებენ
1 ისინი მძლავრი საშუალებებია იმისათვის, რომ ხალხს მივაწოდოთ ინფორმაცია ბიბლიისა და იეჰოვას მოწმეების შესახებ. ისინი მრავალს აღძრავდნენ, მტკიცედ დამდგარიყვნენ რწმენაში. ისინი ზრდიან ღვთისადმი მიძღვნილი ხალხის რწმენასა და მადლიერებას. რაზეა აქ საუბარი? ეს არის ვიდეოფილმები, რომლებსაც იეჰოვას ორგანიზაცია აწარმოებს. ნანახი გაქვს ოთხივე მათგანი? ბოლოს როდის უყურე? იყენებ მათ მსახურებაში? როგორ შეგიძლია უფრო მეტი სარგებლობა მიიღო ამ შესანიშნავი საშუალებებიდან?
2 1999 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში, სათაურით „რეგულარულად ისწავლეთ ღვთის სიტყვა მთელი ოჯახით“, მოცემული იყო რჩევა, რომ «შეიძლება ოჯახურ შესწავლაში ჩართოთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ვიდეოკასეტების გარკვეული ნაწილის ყურება. . . და შემდეგ განიხილოთ ისინი». ამ სასარგებლო რჩევის თანახმად, ყოველ მეორე თვეს სხვადასხვა ვიდეოფილმი იქნება განხილული სამსახურებრივ შეხვედრაზე. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ კრებაში, რომ უყურონ ვიდეოფილმს წიგნის შესწავლის ჯგუფთან ერთად ან სახლში, სანამ სამსახურებრივ შეხვედრაზე განიხილავენ მას.
3 ამ თვეში ჩვენ დავიწყებთ პირველად წარმოებული ვიდეოფილმით, სათაურით „იეჰოვას მოწმეები — ორგანიზაცია ამ სახელწოდებით“. უყურეთ და ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ კითხვებზე:
◼ რით არიან იეჰოვას მოწმეები ყველაზე მეტად ცნობილნი?
◼ რომელ ბიბლიურ მუხლს უკავშირდება ყველაფერი, რაც კი ბეთელში კეთდება?
◼ რომელი ბიბლიური სცენა ნახე, რომელსაც პუბლიკაციებში გამოსაყენებლად დგამდნენ, უღებდნენ სურათს და ხატავდნენ?
◼ როგორ გავლენას ახდენს შენზე ის, თუ როგორ მზადდება ჩვენი ლიტერატურა?
◼ რა რაოდენობის ლიტერატურა დაბეჭდა ორგანიზაციამ 1920 წლიდან 1990 წლამდე?
◼ ღვთის ხალხში განსაკუთრებით ვინ უნდა ისწრაფვოს ბეთელში მსახურებისკენ? (იგავ. 20:29).
◼ რა მხრივ არის ბეთელის ოჯახი მშვენიერი მაგალითი იეჰოვას ყველა მოწმისათვის?
◼ რა შთაბეჭდილებას ახდენს შენზე სამუშაო, რომელიც ბეთელში სრულდება იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად უფრო მეტ ადამიანამდე მიაღწიოს კეთილმა ცნობამ?
◼ როგორ ფინანსდება ეს მსოფლიო მასშტაბის საქმიანობა?
◼ რომელ საქმიანობას უნდა დავუჭიროთ გულმოდგინედ მხარი და რომელი ძალით? (იოან. 4:35; საქ. 1:8).
◼ რას ფიქრობ ჩვენი სახელწოდების მქონე ორგანიზაციაზე?
◼ როგორ შეგიძლია ამ ვიდეოფილმის მსახურებაში გამოყენება?
დეკემბერში გვექნება ვიდეოფილმის „ბიბლია — ზუსტი ისტორია და სანდო წინასწარმეტყველების“ მიმოხილვა.