იეჰოვას მოწმეები — ორგანიზებულნი არიან სასიხარულო ცნობის საუწყებლად
იეჰოვას მოწმეები 100 წელზე მეტია, რაც სასიხარულო ცნობას ორგანიზებულად ქადაგებენ. ამ ცნობას ისინი ასობით ენაზე 230-ზე მეტ ქვეყანაში ამცნობენ, რითაც მსოფლიოში უდიდეს სამქადაგებლო საქმიანობაში იღებენ მონაწილეობას (მათ. 24:14). რატომ არის ამ საქმის შესრულება აუცილებელი? როგორ ხორციელდება ის გლობალური მასშტაბით? ამ კითხვებზე პასუხს გვცემს და იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო საქმიანობას გვაცნობს ვიდეოფილმი „იეჰოვას მოწმეები — ორგანიზებულნი არიან სასიხარულო ცნობის საუწყებლად“. ფილმის ყურების შემდეგ დაფიქრდი ქვემოთ მოცემულ კითხვებზე.
როგორ გაგიღრმავა მადლიერების გრძნობა: 1) იმან, თუ რა ძალისხმევას ახმარს იეჰოვას ორგანიზაცია სასიხარულო ცნობის გავრცელებას? (2 ტიმ. 4:2) 2) მთელს მსოფლიოში ბეთელის ოჯახების საქმიანობამ? 3) მისიონერებისა თუ ზედამხედველების მომზადების საგანმანათლებლო პროგრამამ? (2 ტიმ. 2:2) 4) იმან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღის დაწყება ყოველდღიური მუხლის განხილვით და კრების შეხვედრებისთვის მომზადება? (საქ. 17:11) 5) იმან, თუ რა სარგებლობა მოაქვს ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებას? (ებრ. 10:24, 25). 6) კურთხევებმა, რომლებსაც დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში მივიღებთ? (ეს. 11:9) 7) მკის საქმეში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობამ? (იოან. 4:35).
ეს ფილმი შესანიშნავი საშუალებაა, გავაცნოთ ხალხს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო საქმიანობა. 8) როდის იქნებოდა კარგი, გეჩვენებინა ეს ფილმი ბიბლიის შემსწავლელისთვის, ნათესავებისა თუ სხვებისთვის? 9) რა დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ამ ფილმის ჩვენებას?
როდესაც ვფიქრობთ, რას აკეთებს იეჰოვა ჩვენთვის, ვეთანხმებით ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და შეასრულე ის, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული; ვერავინ შეგედრება“ (ფსალმ. 40:5). მოდი, გამოვიყენოთ ეს ფილმი და დავეხმაროთ სხვებს, დააფასონ იეჰოვა და მისი ორგანიზაცია!