ვიდეოფილმები, რომლებიც ამოწმებენ და გავლენას ახდენენ ადამიანებზე
1 „ჩვენმა პატარა ბიჭმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ამ ვიდეოფილმის ყურება, სანამ ფეხს აიდგამდა. ფილმს ის გაუთავებლად უყურებს. ძალიან კარგია, რომ გვაქვს საშუალებები, რომლებიც იეჰოვას სიყვარულს უნერგავენ ჩვენს შვილებს!“. რომელ ვიდეოფილმზე საუბრობდა ეს ქრისტიანი მშობელი? ის გულისხმობდა ფილმს „ნოე — ის ღმერთთან დადიოდა“ (ინგლ.). ქალმა, რომელიც მოწმე არ არის და რომლის ვაჟმაც ამ ვიდეოფილმს სტუმრად ყოფნისას უყურა, ფილიალს 90 აშშ დოლარის ოდენობის შესაწირავი გაუგზავნა და ბავშვებისთვის გადაღებული სხვა ვიდეოფილმებიც ითხოვა. იეჰოვას ორგანიზაციის მიერ გადაღებული ვიდეოფილმები დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ ახალგაზრდებსა თუ ხნიერებზე.
2 ოჯახში. მოწმეების ოჯახმა ნახა ვიდეოფილმი „იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის პირისპირ“. ფილმის ნახვის შემდეგ დედამ ასეთი აზრი გამოთქვა: „მთელი დღე ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ აატანინა იეჰოვამ ჩვეულებრივ ადამიანებს ამდენი უჩვეულო რამე! ამასთან შედარებით ჩემი პრობლემები არაფრად მომეჩვენა. ფილმს ჩვენთან ერთად ბავშვებმაც უყურეს და უფრო ცხადად დაინახეს იეჰოვაზე მინდობის აუცილებლობა. ჩვენ მათთან ერთად განვიხილეთ ვიდეოფილმი და ამით ჩვენი ქალიშვილები ნებისმიერ წინააღმდეგობასა და ზეწოლასთან გასამკლავებლად შევამზადეთ“.
3 სკოლაში. იეჰოვას ერთ-ერთმა მოწმემ კლასს უჩვენა ვიდეოფილმი „სიმტკიცე“. თუმცა ნათქვამი ჰქონდა, რომ არ მოსწონდა იეჰოვას მოწმეები, ვიდეოფილმის ნახვის შემდეგ მასწავლებელმა განაცხადა: „ამ ფილმმა სრულიად შემიცვალა წარმოდგენა იეჰოვას მოწმეებზე. გარწმუნებთ, რომ როგორც კი მომაკითხავენ, მოვუსმენ და ბიბლიის შესწავლასაც დავიწყებ მათთან!“. რამ შეუცვალა წარმოდგენა? როგორც თავადაც აღნიშნა, ჩვენმა „ნამდვილმა სიყვარულმა და ერთგულებამ“.
4 მსახურებაში. ერთ-ერთი და შეხვდა ქალს, რომელმაც ლიტერატურის აღებისგან თავი შეიკავა, თუმცა მას ჩვენთან და ჩვენს რწმენასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა. დამ კვლავ მიაკითხა ამ ქალს და მასა და მის მეუღლეს უჩვენა ვიდეოფილმი „იეჰოვას მოწმეები — ორგანიზაცია ამ სახელწოდებით“. ვიდეოფილმმა ორივეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი ბიბლიის შესწავლაზე დასთანხმდნენ. შესანიშნავი ქადაგების შედეგად იეჰოვას სიყვარული ჩაენერგათ და მისი ნების თანახმად დაიწყეს ცხოვრება.
5 იყენებ შეძლებისდაგვარად ყოველთვის ამ ვიდეოფილმებს?