განავითარეთ მადლიერება ვიდეოფილმისთვის „ბიბლია — უძველესი, მაგრამ თანამედროვე წიგნი“
ქვემოთ მოყვანილი კითხვები თქვენს ყურადღებას გაამახვილებს საკითხებზე, რომლებიც ამ ვიდეოფილმის ყურებისას შეიძლება თავადაც შენიშნეთ: 1) რატომ არის ბიბლია შეუდარებელი წიგნი? 2) მოიყვანეთ იმის მაგალითი, რომ სიძველის მიუხედავად, ბიბლია შეესაბამება თანამედროვე მეცნიერულ აღმოჩენებს. 3) რატომ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ბიბლიამ ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია? 4) რა განსაკუთრებული თავისებურებით გამოირჩეოდა ბიბლიის ძველი ხელნაწერები და რაში გარწმუნებთ ეს ფაქტი? 5) როგორ შეუწყვეს ხელი მთელ მსოფლიოში ბიბლიის გავრცელებას ჯონ უიკლიფმა, იოჰან გუტენბერგმა, უილიამ ტინდალმა, მერი ჯოუნზმა და ჩარლზ ტეის რასელმა? 6) რა სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა ეკლესია ბიბლიის გავრცელებას, მაგრამ რის წყალობით მოაღწია ამ წიგნმა დღემდე? 7) როგორ უწყობს ხელს იეჰოვას ორგანიზაცია ბიბლიების თარგმნასა და გამოცემას? 8) როგორ ეხმარება ბიბლიის პრაქტიკული რჩევები ხალხს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში (1 ტიმ. 6:9, 10), განქორწინებასა თუ ცოლ-ქმრულ ორგულობასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარებასა (1 კორ. 13:4, 5; ეფეს. 5:28) და მატერიალიზმის მახისთვის გვერდის ავლაში? (მათ. 16:26). 9) რა ცხადყოფს, რომ ბიბლიური პრინციპების გამოყენებით შესაძლებელია ქვეყნიერებაში შექმნილი ნაციონალური, ეთნიკური და რასობრივი ბარიერების დაძლევა? 10) რა მხრივ მოგიტანათ მეტი ბედნიერება ბიბლიასთან გაცნობამ? 11) თქვენი აზრით, ვისთვის იქნება ეს ვიდეოფილმი სარგებლობის მომტანი და როგორ შეგიძლიათ ასეთი ადამიანებისთვის ამ ფილმის ჩვენების შეთავაზება?