საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 8/01 გვ. 1
  • შენ „სანახაობა“ ხარ!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შენ „სანახაობა“ ხარ!
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
  • მსგავსი მასალა
  • ანგელოზები — „მომსახურე სულები“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ანგელოზები ერევიან ისინი ჩვენს ცხოვრებაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • მიჰბაძეთ ანგელოზებს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • როგორ გეხმარებიან ანგელოზები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
km 8/01 გვ. 1

შენ „სანახაობა“ ხარ!

1 მოციქული პავლე წერდა: „სანახაობად გავხდით წუთისოფლისათვის, ანგელოზებისთვისაც და ადამიანებისთვის“ (1 კორ. 4:9). რას ნიშნავს ეს და როგორი ზეგავლენა უნდა მოახდინოს ამან ჩვენს მსახურებაზე დღეს?

2 კორინთელებს სიტყვა „სანახაობა“ შესაძლოა ახსენებდათ რომაელ გლადიატორთა ბრძოლის საბოლოო სტადიას, როდესაც მსჯავრდადებული ადამიანები გამოჰყავდათ ათასობით მაყურებლის წინაშე, სადაც მათ მხეცურად კლავდნენ. მსგავსად ამისა, მაყურებელთა ფართო წრე — ადამიანები და ანგელოზები — აკვირდებოდნენ იმ ტანჯვას, რომელსაც პირველი საუკუნის ქრისტიანები განიცდიდნენ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგების გამო (ებრ. 10:32, 33). მათმა მარად უმწიკვლობამ მრავალ დამკვირვებელზე მოახდინა ზეგავლენა, ისევე როგორც თანამედროვე არენაზე გამოვლენილმა ჩვენმა გამძლეობამ. ვისთვის ვართ სანახაობა?

3 წუთისოფლისა და ადამიანებისთვის. ხანდახან საინფორმაციო საშუალებები აქვეყნებენ ცნობებს იეჰოვას ხალხის საქმიანობის შესახებ. თუმცა ჩვენ მადლიერნი ვართ ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებული საქებარი ცნობებისთვის, რომლებიც რეალური და სამართლიანია, დროდადრო ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან მგმობელი ინფორმაციის გავრცელებასაც მოველით. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავაც უნდა წარვადგინოთ ჩვენი თავი ღვთის მსახურებად „გმობით და ქებით“ (2 კორ. 6:4, 8). გულწრფელი დამკვირვებლებისთვის ნათელი ხდება, რომ ჩვენ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები ვართ.

4 ანგელოზებისთვის. ჩვენ სულიერი ქმნილებებიც გვაკვირდებიან, ეშმაკი და მისი დემონებიც, მაგრამ „დიდი მძვინვარებით“, და ცდილობენ შეაჩერონ ისინი „რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა“ (გამოცხ. 12:9, 12, 17). ღვთის ერთგული ანგელოზები აკვირდებიან და ხარობენ ერთი მომნანიე ცოდვილის დანახვაზეც კი (ლუკ. 15:10). უნდა განგვამტკიცოს იმის ცოდნამ, რომ ანგელოზები ჩვენს მსახურებას უაღრესად გადაუდებელ და სასარგებლო საქმიანობად მიიჩნევენ, რომელიც დედამიწაზე მიმდინარეობს! (გამოცხ. 14:6, 7).

5 როდესაც წინააღმდეგობას აწყდები ან ფიქრობ, რომ შენს მსახურებას შედეგი არ მოაქვს, გახსოვდეს, რომ საყოველთაო ყურადღების ცენტრში ხარ. შენი შეუპოვარი გამძლეობა ბევრს მეტყველებს შენს უმწიკვლობაზე. საბოლოო ჯამში „რწმენის კეთილი ღვაწლით“ შესძლებ ‘ჩაეჭიდო მარადიულ სიცოცხლეს’ (1 ტიმ. 6:12).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება