საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 11/01 გვ. 1
  • როგორ გამოვნახო დრო?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ გამოვნახო დრო?
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
  • მსგავსი მასალა
  • კითხვისა და სწავლისთვის ჟამის მოვაჭრება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • იკვებები თუ არა კარგად სულიერი საზრდოთი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • როგორ გამოვისყიდოთ დრო
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • ცხოვრება იეჰოვასადმი მსახურებაზე ააგე
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
km 11/01 გვ. 1

როგორ გამოვნახო დრო?

1 მრავალ ჩვენგანს აწუხებს დროის უკმარისობის საკითხი. მიზეზი კი ის არის, რომ უამრავი საქმით ვართ გადატვირთული. ამბობენ, რომ დრო ყველაზე ძვირფასი და წარმავალია. მაშ, როგორ გამოვნახოთ დრო იმისათვის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგალითად, როგორიცაა ღვთის სიტყვის კითხვა და მისი შესწავლა? (ფილ. 1:10).

2 მთავარია არა დამატებითი დროის გამონახვა, არამედ იმის განსაზღვრა, თუ რის გაკეთება გვინდა ჩვენ მიერ გამონახული დროის განმავლობაში. კვირაში 168 საათი გვაქვს, რომელთაგან 100 საათი, შესაძლოა, ძილსა და მუშაობაში მიგვდის. მაშ, საუკეთესოდ როგორ გამოვიყენოთ დარჩენილი დრო? ეფესელთა 5:15—17-ში გვეძლევა რჩევა, რომ მოვიქცეთ ‘არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. მოვივაჭროთ ჟამი [და] შევიცნოთ რა არის ღვთის ნება’. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია, ვაკეთოთ ის, რასაც იეჰოვა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, და ამისათვის ყოველი შესაძლებლობა გამოვიყენოთ.

3 იესომ ჩვენი დღეები ნოეს დღეებს შეადარა (ლუკ. 17:26, 27). როგორც წესი, ადამიანები იმ ხანებში ყოველდღიურ საქმეებით იყვნენ დაკავებული. თუმცა ნოემ მაინც გამონახა დრო როგორც უზარმაზარი კიდობნის ასაშენებლად, ისე საქადაგებლად (ებრ. 11:7; 2 პეტ. 2:5). როგორ მოახერხა ეს? როგორ და, ღვთის ნებას უპირატესობა მიანიჭა, ღმერთს დაემორჩილა და ყველაფერი „ასე გააკეთა“ (დაბ. 6:22).

4 რას უნდა მიენიჭოს უპირატესობა? „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“, — თქვა იესომ (მათ. 4:4). ყოველკვირეულად დროულად ვიღებთ სულიერი საზრდოს „ულუფას“ (ლუკ. 12:42). ყოველივე ამის ასათვისებლად გვესაჭიროება პირადი კითხვისა და შესწავლის რეგულარული გეგმის შედგენა, რათა სულიერი საზრდო ნამდვილად სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენთვის. ჩვენ უმადურად არ ვეკიდებით სულიერ საზრდოს; ამიტომ არ მივიჩნევთ მას მსუბუქად წასახემსებელ საჭმელად და არ გადავხედავთ სწრაფად და ზერელედ, თითქოს ნაჩქარევად ვჭამდეთ. პირიქით მადლიერების გრძნობა აღგვძრავს, დრო გამოვუყოთ სულიერი საკითხებს შესწავლისა და ფიქრისთვის.

5 სულიერი საზრდო მარადიულ სიცოცხლემდე მიგვიყვანს, თუ მისით ვიკვებებით (იოან. 17:3). სულიერი საზრდოს მიღებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს. შეგვიძლია თუ არა დრო გამოვნახოთ იმისათვის, რომ ყოველდღიურად ვიკითხოთ ბიბლია და მოვემზადოთ ქრისტიანული შეხვედრებისთვის? ცხადია, შეგვიძლია. ამგვარად მივიღებთ „დიდ საზღაურს“, რომელიც ღვთის ნების ცოდნას და მის შესრულებას მოაქვს (ფსალმ. 18:8—12).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება