საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 10/96 გვ. 1
  • როგორ გამოვისყიდოთ დრო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ გამოვისყიდოთ დრო
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • მსგავსი მასალა
  • კითხვისა და სწავლისთვის ჟამის მოვაჭრება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • დაუკვირდი, როგორ იყენებ დროს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2004
  • გონივრულად გამოიყენე დრო
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
  • ცხოვრება იეჰოვასადმი მსახურებაზე ააგე
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
km 10/96 გვ. 1

როგორ გამოვისყიდოთ დრო

1 რადგან იეჰოვას მსახურებაში უხვად გვაქვს საქმეები, ჩვენ დაკავებულები ვართ! (1 კორ. 15:58). ჩვენ გვესმის, რომ აუცილებელია პირადი და ოჯახური შესწავლა, ბიბლიის ყოველდღიური კითხვა, კრების შეხვედრებისთვის მომზადება და მათზე დასწრება, აგრეთვე სამქადაგებლო მსახურებაში რეგულარული მონაწილეობა. ზედამხედველებს აკისრიათ დამწყემსვის პასუხისმგებლობები და კრებაში სხვა მოვალეობებზეც ზრუნავენ. ზოგს მძიმე ოჯახური პასუხისმგებლობები ან სხვების წინაშე სხვადასხვა ვალდებულებები აქვს. ეს ყოველივე ზედმიწევნით რომ სრულდებოდეს, ყოველ ადამიანს ესაჭიროება გაწონასწორება და კარგი პირადი ორგანიზაცია.

2 დაადგინე პრიორიტეტები: წარმატება ‘დროის გამოსყიდვაში’ დამოკიდებულია ჩვენს გამჭრიახობასა და გონიერებაზე (ეფეს. 5:15, 16, აფ). უნდა დავადგინოთ საქმეთა შორის „უმჯობესი“ და პრიორიტეტების სიის სათავეში მოვათავსოთ (ფილ. 1:10). ერთ-ერთმა წყვილმა თავისი თეოკრატიული საქმეები ოჯახში ასე აღწერა: „ჩვენს ცხოვრებას ჭეშმარიტებით ვავსებთ . . . ჭეშმარიტება ჩვენი ცხოვრების ნაწილი კი არ არის, ის ჩვენი ცხოვრებაა. ყოველივე დანარჩენი კი მის გარშემო ტრიალებს“. მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა და მსახურება.

3 დაადგინე დროის წამრთმევი საქმეები: კვირაში 168 საათია და არსებული დრო ბრძნულად უნდა გამოვიყენოთ. თეოკრატიული მოღვაწეობისთვის საკმარისი დრო რომ გვქონდეს, საჭიროა, დავადგინოთ და შევამციროთ დროის წამრთმევი საქმეები. გამოკვლევამ ცხადყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რიგითი სრულწლოვანი ტელევიზორის ყურებაში ხარჯავს 30 საათზე მეტს! სხვები ბევრ დროს ხარჯავენ ქვეყნიური ლიტერატურის წაკითხვაში. ზოგიერთებმა შეიძლება შეამჩნიონ, რომ გადამეტებულად უთმობენ დროს საზოგადოებრივ მოღვაწეობას, სხვადასხვა ჰობის, დასვენებას ან ზოგიერთი სახის საკომპიუტერო საქმიანობას. ჩვენ, ალბათ, მოგვიწევს ყოველდღიური განრიგის გადახედვა, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია დროის საუკეთესოდ გამოყენება. სიბრძნე მოითხოვს, რომ შევზღუდოთ დრო, რომელსაც უმნიშვნელო საქმეებს ვუთმობთ.

4 შეადგინე კარგი განრიგი: როგორი მდგომარეობაც არ უნდა გვქონდეს, ყოველ ჩვენგანს შეუძლია დროის გამოსყიდვა სულიერი მისწრაფებებისთვის. ზოგმა აღმოაჩინა, რომ დღის ცოტათი ადრე დაწყება ეხმარება მათ უფრო მეტის გაკეთებაში. თუ ბევრი დრო გვეხარჯება სამსახურში წასასვლელ გზაზე ან სხვების ლოდინში, ეს დრო შეგვეძლო გამოგვეყენებინა ბიბლიის წასაკითხავად, შეხვედრებისთვის მოსამზადებლად ან საზოგადოების მიერ აუდიოკასეტებზე ჩაწერილი მასალის მოსასმენად. ოჯახებისთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს, თუ მიზანდასახულად უყოფენ რეგულარულ დროს ერთობლივ შესწავლას. თუ ოჯახის თითოეული წევრი პუნქტუალურად მოდის ოჯახურ შესწავლაზე, ეს ყველას აძლევს დამატებით დროს.

5 ყოველმა გასულმა დღემ უნდა შეგვმატოს იმის ძლიერი შეგნება, რომ „ჟამი იწურება“ (1 კორ. 7:29). ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ დარჩენილ ძვირფას დროს. ჩვენ კურთხევებს მივიღებთ, თუ გამოვისყიდით დროს, რათა სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დავაყენოთ (მათ. 6:33).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება