„სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის“
1 „სრულად იქადაგე ღვთის სიტყვა“ და „გამდიდრდით კეთილი საქმეებით“ — ამ თემებს ეძღვნებოდა 2002 წლის თებერვლისა და მარტის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართები (კოლ. 1:25, აქ; 1 ტიმ. 6:18). ამ სტატიებში მოგვიწოდებდნენ, განსაკუთრებული ძალისხმევა მოგვეხმარებინა იმისათვის, რომ უფრო მეტად დავხმარებოდით დაინტერესებულ პიროვნებებს გახსენების საღამოზე დასწრებაში; ვინც არა აქტიური იყო, კრების საქმიანობაში ჩაგვება; შვილებსა და მათ კი, ვისაც ბიბლიას ვასწავლით და სათანადო მოთხოვნებს შეესაბამებიან, სასიხარულო ცნობის ქადაგებისას ამოვდგომოდით მხარში. უეჭველია, რომ ჩვენმა გულმოდგინე მცდელობამ უშედეგოდ არ ჩაიარა და წარმატებებიც მოჰყვა. ახლა, „ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ [განვაგრძოთ სიკეთის კეთება] ყველასთვის“ (გალ. 6:10, აფ).
2 მოვიწვიოთ ისინი, რათა კვლავ დაესწრონ კრების შეხვედრებს: ყოველწლიურად საქართველოში 15 000-ზე მეტი ისეთი ადამიანი ესწრება გახსენების საღამოს, რომლებიც სასიხარულო ცნობის მაუწყებლები არ არიან. რადგან გახსენების საღამოზე დასწრებით გარკვეულ ინტერესს ავლენენ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ წავახალისოთ ისინი, ვინც „საუკუნო სიცოცხლისთვის სწორად არიან განწყობილები“, რათა „მორწმუნეები“ გახდნენ? (საქ. 13:48, აქ). წაახალისე ისინი, რომ რაც შეიძლება მალე მოვიდნენ კრების სხვა შეხვედრებზეც.
3 განა კარგი არ იქნებოდა, მოგვეწვია ადამიანი, რომელთანაც ბიბლიას ვსწავლობთ, წიგნის შესწავლაზე, რათა მასაც ესარგებლა ესაიას წინასწარმეტყველების საინტერესო განხილვით? თუ ეს პიროვნება შენი ნათესავია ან კარგად იცნობ, შეგეძლო მიგეწვია თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე მაშინ, როდესაც დავალება გაქვს, რათა შენი გამოსვლისთვის მოესმინა. ყოველთვის შეატყობინე მას ყოველკვირეული საჯარო მოხსენების სათაური (ამ სათაურების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო დაფაზეა). ისარგებლე ნებისმიერი შესაძლებლობით, რომ ადამიანში იეჰოვასადმი თაყვანისცემის სურვილი გააღვიძო. და, რაღა თქმა უნდა, თუ კრების წევრებიდან ვინმე არ ასწავლის ამ პიროვნებას ბიბლიას, შეგეძლო ტაქტიანად შეგეთავაზებინა შესწავლის დაწყება.
4 ყოველთვის წაახალისე არააქტიური მაუწყებლები: ბევრმა, რომლებიც გახსენების საღამოს ესწრებიან, უკვე მიუძღვნა იეჰოვას თავი. მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მათ რეგულარულად ქადაგება შეწყვიტეს. მოციქული პავლე მოგვიწოდებდა: „სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის. . . უფრო მეტად მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10, აფ). მაშასადამე, ყველაზე მეტად არააქტიურებისთვის დახმარების აღმოჩენით უნდა ვიყოთ დაინტერესებული.
5 შეიძლება ზოგი უკვე გამოეხმაურა უხუცესებისა და სხვების მიერ წახალისებას, რომ მსახურება კვლავ დაეწყო. თუ შენც გთხოვეს უხუცესებმა, რომ ასეთ მაუწყებელთან ითანამშრომლო და დაეხმარო, გახსოვდეს, რომ იეჰოვასადმი და მსახურებისადმი შენი სიყვარულის დანახვა რწმენის განმტკიცებაში დაეხმარება მას. დაანახვე, თუ როგორ შეიძლება მსახურების სხვადასხვა სფეროში მონაწილეობა, რათა სიამოვნებით იქადაგოს, შეიყვაროს სამქადაგებლო მსახურება და იეჰოვასაგან კურთხევებიც მიიღოს.
6 დაეხმარე ახალ მაუწყებლებს მსახურების კარგად დაწყებაში: როდესაც ერთმა ახლად დაინტერესებულმა მანდილოსანმა გაიგო, რომ ღვთის ჭეშმარიტი ორგანიზაცია იპოვა, მაშინვე მსახურების დაწყების სურვილი გაუჩნდა. მას შემდეგ კი, რაც გაიგო, თუ რა მოითხოვებოდა მისგან, თქვა: „მოდი ახლავე დავიწყოთ“. თუ პიროვნება, ვისთანაც ბიბლიას სწავლობ, იმ მოთხოვნილებებს შეესაბამება, რომ სამქადაგებლო მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა, დაანახვე, რამდენად მნიშვნელოვანია მსახურების მაშინვე დაწყება; ამგვარად ის მსახურებას კარგ საფუძველს ჩაუყრის. დაეხმარე ასევე, რომ ჩვევად გაიხადოს ქადაგებისთვის მომზადება და სამქადაგებლო მსახურებაში ყოველკვირა მონაწილეობის მიიღება.
7 თუ შენი შვილი არც ისე დიდი ხნის წინათ გახდა მოუნათლავი მაუწყებელი, დაეხმარე, რომ თავისი ასაკისა და უნარის შესაბამისად გაიუმჯობესოს მსახურება. ცოტაოდენი წახმარების შემდეგ შეიძლება განგაცვიფროს კიდეც იმის დანახვამ, თუ რა კარგად შეუძლია სხვებთან საუბრის წარმართვა, ბიბლიიდან მუხლების წაკითხვა და ლიტერატურის შეთავაზება. როდესაც მას სამქადაგებლო მსახურებისას ვინმე დადებითად გამოეხმაურება, ასწავლე, როგორ გააკეთოს განმეორებითი მონახულება და გაუღვივოს ინტერესი.
8 თავად შენც მეტი მონაწილეობა მიიღე მსახურებაში: გაძლევს პირობები იმის საშუალებას, რომ იმ თვის გარდა, რომელშიც გახსენების საღამო ჩატარდება, სხვა დროსაც უფრო მეტი იქადაგო? შეგიძლია ყოველკვირა ერთი-ორი საათით მეტი იქადაგო? გადახედე თუ არა კალენდარს, რათა დაგეგმო, როდის შეძლებ კვლავ დამხმარე პიონერად მსახურებას? ან იქნებ შეგიძლია ისე მოიწყო ცხოვრება, რომ სრული დროით მსახურება დაიწყო? ძალისხმევა, რომელსაც მსახურებას ვახმართ, შეიძლება ვინმეს ჭეშმარიტების შეცნობაში დაეხმაროს! (საქ. 8:26—39). მომავლის მოლოდინში, მოდი „მუდამ ვცდილობდეთ, სიკეთე ვუყოთ ერთმანეთს და ყველას“ (1 თეს. 5:15).
[ჩარჩო 3 გვერდზე]
კვლავ დაეხმარეთ:
□✔ მათ, ვინც გახსენების საღამოს ესწრებიან.
□✔ არააქტიურ მაუწყებლებს, რომლებმაც კვლავ განაახლეს მსახურება.
□✔ ახალ მოუნათლავ მაუწყებლებს.