რატომ გვიყვარს ჩვენი საძმო?
ფილმის, „ჩვენი საძმოს“ ნახვის შემდეგ უპასუხეთ ქვემოთ დასმულ შეკითხვებს.
1) რომელ სამ სფეროში ვმონაწილეობთ ჩვენს საძმოსთან ერთად? 3) როგორ ქადაგებენ ჩვენი ძმები გულმოდგინედ: ა) ალასკის უდაბნოში, ბ) ევროპის უზარმაზარ პორტებში და გ) პერუს გაუვალ ჯუნგლებში? 3) რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ქადაგება ჩვეულებრივი საქმეა? 4) მოიყვანეთ მაგალითები, თუ როგორ ეხმარებიან იეჰოვას მოწმეები ერთმანეთს გასაჭირში — მიწისძვრების, ქარიშხლებისა და სამოქალაქო ომების დროს. 5) რით გამოირჩევა ჩვენი საძმო და როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ ეს? (იოან. 13:35). 6) რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის კრების შეხვედრები? 7) როგორ იმოქმედა სამეფო დარბაზის აშენებამ და-ძმებზე, რომლებსაც ადრე დარბაზი არ ჰქონდათ? 8) როგორ შეძლეს აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში მცხოვრებმა და-ძმებმა სულიერი სიმტკიცის შენარჩუნება აკრძალვის დროს? 9) რა ძალისხმევის ფასად უჯდება დღესაც ბევრ მოწმეს კონგრესებზე დასწრება? 10) რატომ გვაქვს გადაწყვეტილი, გაერთიანებულად ვცეთ თაყვანი ღმერთს, გასაჭირში დავეხმაროთ ერთმანეთს და ყველგან გულმოდგინედ ვიქადაგოთ იმდენი, რამდენიც შეგვიძლია? 11) რატომ იქნება კარგი, რომ ეს ფილმი რაც შეიძლება მეტ დაინტერესებულს ვაყურებინოთ?