როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 აგვ.
„თქვენი აზრით, ყველაზე მეტად ვინ იმსახურებს ჩვენს ერთგულებას? [გიპასუხოს]. ეს სტატია ყურადღებას ამახვილებს ჭეშმარიტი ღვთისადმი ერთგულებაზე. [გადაშალე მე-5 გვერდზე და წაიკითხე მეორე მეფეთა 22:26, აქ]. იცოდით თუ არა, რომ ღვთისადმი ერთგულება გვეხმარება, ერთმანეთს მხოლოდ სიყვარულით მოვექცეთ? ვფიქრობ, მოგეწონებათ ეს ჟურნალი“.
საგუშაგო კოშკი 1 სექ.
„ალბათ, შეამჩნევდით, რომ აღარ არის ისეთი მეზობლობა, როგორც ადრე იყო? [გიპასუხოს]. იესომ გვასწავლა, თუ რა არის კარგი მეზობლობის საწინდარი. [წაიკითხე მათე 7:12]. ეს სტატია გვიჩვენებს, როგორ ვიყოთ კარგი მეზობლები და სხვებსაც მოუწოდებს ამისკენ“.
გამოიღვიძეთ! 8 სექტ.
«მრავალი ფიქრობს, რომ აზარტული თამაშები მხოლოდ უწყინარი გართობაა. სხვების აზრით კი, ოჯახებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის ზიანის მომტანია. „გამოიღვიძეთ!“-ის ეს ნომერი განიხილავს აზარტულ თამაშებს ახლახან ჩატარებული გამოკვლევის ფონზე. შესაძლოა, იმანაც დაგაინტერესოთ, თუ რას გვკარნახობს ბიბლიური პრინციპები ამის თაობაზე». მაგალითისთვის წაიკითხე: 1 ტიმოთე 6:10.